რისკები არასაკმარისია: სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლოს შენობა
სტრასბურგის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი განუცხადა მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომების გამოყენებაზე, რამდენადაც არასაკმარისად ჩათვალა რისკები.
სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 10 ნოემბერს მიმართეს იმ იმედით, რომ სასამართლო საქართველოს ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირებას დააკისრებდა.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.

„დროებითი (შუალედური) ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი“, – ნათქვამია ECHR-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დოკუმენტის თანახმად, ექიმთა ჯგუფმა ორჯერ გასინჯა სააკაშვილი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ იგი შიმშილობს და იღებს მხოლოდ ვიტამინებს და სითხეს.
„მან დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება არ ყოფილა“, – აღნიშნულია პრეს-რელიზში.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება, ასევე სასამართლოს ინფორმირება მისი მდგომარეობის შესახებ. ხოლო მომჩივანს – მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გაბუნია: გლდანის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის ყველა პირობაა შექმნილი
მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე განაცხადა, რომ 24 ნოემბრამდე უწყება სტრასბურგის სასამართლოს მიაწვდის მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.
სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 47 დღეა შიმშილობს.
სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზად იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების რისკი დაასახელა. სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილი უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების სრულად მიღებაზე.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ეტაპირება არ მოხდა, რადგანაც მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სუსმა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით კლინიკის შტურმით აღების დაგეგმვაში დაადანაშაულა.
სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ხუთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე იგი დამნაშავედ არის ცნობილი, კიდევ სამი საქმე კი განხილვის სტადიაშია.
ყველა ახალი ამბავი
0