https://sputnik-georgia.com/20211116/gabunia-saakasvilistvis-yvela-pirobaa-seqmnili-262119917.html
გაბუნია: გლდანის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის ყველა პირობაა შექმნილი
გაბუნია: გლდანის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის ყველა პირობაა შექმნილი
Sputnik საქართველო
კონსილიუმის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში გლდანის საავადმყოფოს არ შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, აღნიშნა... 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T17:44+0400
2021-11-16T17:44+0400
2021-11-16T22:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/45/248164537_0:205:2910:1842_1920x0_80_0_0_bb126d45297282be55522b0271eb39d9.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, ეს აღწერილია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში და იქ არის საკმარისი პირობები შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მხარდამჭერები ყოველდღე აქციებს მართავენ მოთხოვნით, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ გლდანის დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა და ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი სპეციალისტის მოწვევა.მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის თხოვნით სახალხო დამცველს მიმართა და დაცვის მხარის ჯგუფი წარადგინა, რომელიც ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის გარდა შვიდი ადამიანისგან იქნება შემდგარი. მათ შორის არიან ექსპერტ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, ფსიქოლოგი კახაბერ მიქაძე, ნევროლოგი ოთარ თოიძე, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავახიშვილი, ჰემატოლოგი მარინა აბაშიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან ბესელია. ამ ჯგუფს ექიმი მარიამ ჯიშკარიანი უხელმძღვანელებს.სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
https://sputnik-georgia.com/20211113/saakasvilis-advokati-nino-lomjarias-eqimta-axali-konsiliumis-seqmnas-misi-egidit-stxovs-262049042.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/45/248164537_91:0:2820:2047_1920x0_80_0_0_ab589dd221e2ae417495dd1f72851a04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
გაბუნია: გლდანის საავადმყოფოში სააკაშვილისთვის ყველა პირობაა შექმნილი
17:44 16.11.2021 (განახლებულია: 22:12 16.11.2021) კონსილიუმის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში გლდანის საავადმყოფოს არ შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, აღნიშნა გაბუნიამ.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, ეს აღწერილია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში და იქ არის საკმარისი პირობები შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მხარდამჭერები ყოველდღე აქციებს მართავენ მოთხოვნით, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ გლდანის დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა და ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ნებისმიერი სპეციალისტის მოწვევა.
„მიგვაჩნია, რომ კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გლდანის საავადმყოფოს არ შეუძლია მოიწვიოს ექსპერტი, ადგილზე შექმნას კონსილიუმი, თუ ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული სამედიცინო პროცესი, ისეთი, როგორც ეს მოხდებოდა ნებისმიერ პაციენტთან მიმართებით ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის თხოვნით სახალხო დამცველს მიმართა და დაცვის მხარის ჯგუფი წარადგინა, რომელიც ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის გარდა შვიდი ადამიანისგან იქნება შემდგარი. მათ შორის არიან ექსპერტ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, ფსიქოლოგი კახაბერ მიქაძე, ნევროლოგი ოთარ თოიძე, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავახიშვილი, ჰემატოლოგი მარინა აბაშიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან ბესელია. ამ ჯგუფს ექიმი მარიამ ჯიშკარიანი უხელმძღვანელებს.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.