https://sputnik-georgia.com/20211113/saakasvilis-advokati-nino-lomjarias-eqimta-axali-konsiliumis-seqmnas-misi-egidit-stxovs-262049042.html
სააკაშვილის ადვოკატი ნინო ლომჯარიას ექიმთა ახალი კონსილიუმის შექმნას მისი ეგიდით სთხოვს
სააკაშვილის ადვოკატი ნინო ლომჯარიას ექიმთა ახალი კონსილიუმის შექმნას მისი ეგიდით სთხოვს
Sputnik საქართველო
გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი დაცვის მხარე ენდობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ კონსილიუმს, მაგრამ შფოთავენ მისი წევრების შეცვლის გამო 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T23:49+0400
2021-11-13T23:49+0400
2021-11-13T23:49+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261930657_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_95de2b2ccd348afe4e903f691716703f.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, შეიქმნას ექიმების კონსილიუმი მისი ეგიდით.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. მის ჯანმრთელობას, ციხის კლინიკის ექიმების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმი აკვირდება.„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით“, - განაცხადა გვარამიამ.მის მიერ შემოთავაზებული კონსილიუმი, პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის გარდა, შვიდი ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან ექსპერტ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, ფსიქოლოგი კახაბერ მიქაძე, ნევროლოგი ოთარ თოიძე, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავახიშვილი, ჰემატოლოგი მარინა აბაშიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან ბესელია. გვარამიას თქმით, კონსილიუმს ექიმი მარიამ ჯიშკარიანი უნდა გაუძღვეს.გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი დაცვის მხარე ენდობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ კონსილიუმს, მაგრამ შფოთავენ მისი წევრების შეცვლის გამო.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211112/saakasvilis-amerikeli-advokati-mis-usafrtxoebaze-sfotavs-262026020.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261930657_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4caaf0d7f701fae0fe665e859d9c92e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ადვოკატი ნინო ლომჯარიას ექიმთა ახალი კონსილიუმის შექმნას მისი ეგიდით სთხოვს
გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი დაცვის მხარე ენდობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ კონსილიუმს, მაგრამ შფოთავენ მისი წევრების შეცვლის გამო
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, შეიქმნას ექიმების კონსილიუმი მისი ეგიდით.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. მის ჯანმრთელობას, ციხის კლინიკის ექიმების გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული ექიმების კონსილიუმი აკვირდება.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით“, - განაცხადა გვარამიამ.
მის მიერ შემოთავაზებული კონსილიუმი, პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის გარდა, შვიდი ადამიანისგან შედგება. მათ შორის არიან ექსპერტ-ფსიქიატრი გიორგი ბერულავა, ფსიქოლოგი კახაბერ მიქაძე, ნევროლოგი ოთარ თოიძე, ენდოკრინოლოგი ლალი ჯავახიშვილი, ჰემატოლოგი მარინა აბაშიძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან ბესელია. გვარამიას თქმით, კონსილიუმს ექიმი მარიამ ჯიშკარიანი უნდა გაუძღვეს.
„მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით. ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და ასევე ამ პარიტეტულ კომისიაში ჩვენი მხრიდან ამ რვა ადამიანის შეყვანას“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი დაცვის მხარე ენდობიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნულ კონსილიუმს, მაგრამ შფოთავენ მისი წევრების შეცვლის გამო.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.