https://sputnik-georgia.com/20211112/saakasvilis-amerikeli-advokati-mis-usafrtxoebaze-sfotavs-262026020.html
სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მის უსაფრთხოებაზე შფოთავს
სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მის უსაფრთხოებაზე შფოთავს
Sputnik საქართველო
ციხის საავადმყოფო ის ადგილი არაა, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს შეიძლება ადეკვატური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, მიიჩნევს ჯონ სენდვიჯი. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T17:48+0400
2021-11-12T17:48+0400
2021-11-12T21:08+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262022039_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_02df72908afc42d6b90e45694915d628.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი გლდანის ციხის საავადმყოფოში, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა მასთან შეხვედრის შემდეგ.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 43 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.ადვოკატის თქმით, ის უკვე გაეცნო მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.„მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", – განაცხადა სენდვიჯმა.მან ასევე გააკეთა კომენტარი სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.„ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ", – აღნიშნა ჯონ სენდვიჯმა.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211112/garibashvilsa-da-zelenskis-shoris-komunikacia-shedga-262015971.html
https://sputnik-georgia.com/20211112/buba-kikabize-kievsi-zelenskis-sexvda-saakasvilis-sakitxze-262019739.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262022039_43:0:1182:854_1920x0_80_0_0_a1df5393ea91bf82a45043d7d4089240.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მის უსაფრთხოებაზე შფოთავს
17:48 12.11.2021 (განახლებულია: 21:08 12.11.2021) ციხის საავადმყოფო ის ადგილი არაა, სადაც აუცილებლობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს შეიძლება ადეკვატური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, მიიჩნევს ჯონ სენდვიჯი.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი გლდანის ციხის საავადმყოფოში, განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჯონ სენდვიჯმა მასთან შეხვედრის შემდეგ.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 43 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
„ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ და ძლიერად გრძნობს. თუმცა ის არ იმყოფება შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. სერიოზული შეშფოთების საგანია აქ მისი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდება, აქ არ არის მის სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო შესაძლებლობები", – განუცხადა სენდვიჯმა ჟურნალისტებს.
ადვოკატის თქმით, ის უკვე გაეცნო მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.
„მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა", – განაცხადა სენდვიჯმა.
მან ასევე გააკეთა კომენტარი სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრებზე, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
„ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ", – აღნიშნა ჯონ სენდვიჯმა.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.