მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბუნებრივი აირის ფასმა ევროპაში ახალი რეკორდი დაამყარა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პირველად ოქტომბრის შემდეგ ევროპაში გაზის ფასი ათას კუბომეტრზე 1.150 დოლარამდე გაიზარდა, ნათქვამია ბირჟა ICE Futures-ის მონაცემებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს 4%-ით მეტია წინა ვაჭრობასთან შედარებით.
ევროპაში გაზის ფასი მიმდინარე ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში მკვეთრად გაიზარდა. მანამდე, აგვისტოს დასაწყისში ფიუჩერსების ფასი 1.000 კუბურ მეტრზე 515 დოლარი იყო, მაგრამ სექტემბრის ბოლოს ცისფერი აირის ღირებულება გაორმაგდა, რამაც ევროპელი მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია.
 გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გერმანელმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია შეაჩერა
ექსპერტები ფასების ზრდას ევროპულ მიწისქვეშა საცავებში გაზის მარაგების დაბალ დონეს, ძირითადი მომწოდებლებისგან მიწოდების შეზღუდვასა და აზიაში გათხევადებულ ბუნებრივ აირზე მაღალ მოთხოვნას უკავშირებენ.
ისტორიულ მაქსიმუმს — ათას კუბომეტრზე 1.937 დოლარს გაზის ფასმა 6 ოქტომბერს მიაღწია, რასაც შემდეგ გარკვეული დაცემა მოჰყვა. 1 ნოემბერს გაზის ფასი 750 დოლარამდე დაეცა, გასულ კვირაში კი, რუსეთიდან მიწოდების ზრდის ფონზე, ფიუჩერსები 760-დან 940 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ფასები კვლავ გაიზარდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ „გაზპრომმა“ არ დაჯავშნა დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრეები დეკემბრისთვის, ხოლო გერმანულმა მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
ყველა ახალი ამბავი
0