ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებს ნოემბერში ხუთი ავიარეისი დაემატა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
დამატებითი ავიარეისებით როგორც ადგილობრივები, ისე საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები ისარგებლებენ.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ნოემბრის თვეში დამატებით ხუთი რეისი დაინიშა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
რეისების დამატების გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დატვირთვის მაღალი მაჩვენებლის საფუძველზე მიიღეს.

„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ასევე ნატახტარი–მესტია–ნატახტრის მიმართულებით დამატებით თითო რეისი შესრულდება. ხოლო უშუალოდ გიორგობას, 23 ნოემბერს თითო რეისი თბილისი–ბათუმი–თბილისის, ნატახტარი–მესტია–ნატახტრისა და ნატახტარი–ამბროლაური–ნატახტრის მიმართულებით განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფრენების ფასებს, თბილისი–ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარია, ნატახტარი–მესტიის მიმართულებით მგზავობის საფასური 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 3 წლამდე ბავშვებისთვის ავიაბილეთები უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
შიდა ფრენები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაუქმებული იყო და მათი აღდგენა მიმდინარე წლის თებერვლიდან ეტაპობრივად დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0