მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვირტუალური სამიტი: ჩინეთის ლიდერი ბაიდენთან ერთად მუშაობისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Brian Smith / გადასვლა მედიაბანკში სი ძინპინი
 სი ძინპინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ვირტუალური სამიტისას განაცხადა, რომ მზად არის იმუშაოს ამერიკის ლიდერთან ერთად, რათა ქვეყნებს შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებისთვის კონსენსუსს მიაღწიონ, იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
მსოფლიო დღეს
ცნობილია ბაიდენისა და სი ძინპინის ვირტუალური შეხვედრის დრო
ამასთან მან მოუწოდა ამერიკელ კოლეგას, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული უთანხმოებები კონსტრუქციულად გადაიჭრას და არ დაუშვან ორი ქვეყნის ურთიერთობების კონტროლიდან გასვლა.

„სი ძინპინი მზადაა იმუშაოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად კონსენსუსის მისაღწევად და აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“, — ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ბაიდენმა, თავის მხრივ, შეახსენა სი ძინპინს მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობა და „საღი აზრის შესაბამისი შეზღუდვების“ დაწესება შესთავაზა, რომლებიც „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო პრობლემების მიმართულებით“.
ურთიერთობები ჩინეთსა და აშშ-ს შორის მკვეთრად გაუარესდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობისას, როდესაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ომი დაიწყო. ვაშინგტონმა მაშინ ძლიერი ზეწოლა განახორციელა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მათ შორის Huawei-სა და ZTE-ზე, რასაც მოჰყვა სანქციები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო ტიბეტსა და სინძიანში, ასევე მატერიკული ჩინეთის მხრიდან ჰონკონგზე კონტროლის გაძლიერების გამო. გარდა ამისა, შეერთებული შტატები განაგრძობს ჩინეთის დადანაშაულებას კორონავირუსის გავრცელებაში.
ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ნიშნები არ ყოფილა. სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ვირტუალურ სამიტამდე ერთმანეთს პირისპირ არ შეხვედრიან ქვეყნების ლიდერების რანგში. მათ მხოლოდ ორჯერ ისაუბრეს ტელეფონით. ბოლო სატელეფონო საუბარი 10 სექტემბერს შედგა, რა დროსაც ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის კონკურენციის საკითხები და მისი კონფლიქტში გადასვლის თავიდან აცილების გზები განიხილეს.
ყველა ახალი ამბავი
0