https://sputnik-georgia.com/20211116/saqartvelos-moqalaqeebi-cifruli-kovid-pasportis-gadmoweras-sezleben-262128905.html
საქართველოს მოქალაქეები ციფრული კოვიდ-პასპორტის გადმოწერას შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები ციფრული კოვიდ-პასპორტის გადმოწერას შეძლებენ
Sputnik საქართველო
სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მოქალაქემ, თუნდაც გააჩნდეს კოვიდ-პასპორტი, ამ ქვეყნის რეგულაციებს უნდა გადახედოს. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T22:07+0400
2021-11-16T22:07+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/10/236571098_0:90:2930:1738_1920x0_80_0_0_a8f2f328ad5be6b0259a8ef17c632102.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაციის გადმოწერას App Store-დან ან Google Store-დან შეძლებენ. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც იქნება წარმოდგენილი QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად შეინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.გარდა ამისა, QR–კოდის მქონე ელექტრონული „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს პლატფორმიდან ან იუსტიციის სახლში მისვლით.კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე პასპორტი უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.გარდა ამისა, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული კოვიდ-პასპორტების გამოყენება ხვალიდან მოქალაქეებს უცხოეთში ვიზიტების დროს შეუძლიათ. ამასთან, ღიბრაძის თქმით, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მოქალაქემ, თუნდაც გააჩნდეს კოვიდ-პასპორტი, ამ ქვეყნის კოვიდ-რეგულაციებს მაინც უნდა გადახედოს.რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.ორშაბათს ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტი აღიარა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი სრული ვაქცინაციის შესახებ, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ.
https://sputnik-georgia.com/20211115/evrokavsirma-qartuli-covid-sertifikati-ariara-262088636.html
https://sputnik-georgia.com/20211110/r0g0r-unda-miiros-ucxoelma-mwvane-pasporti-saqartvelosi-261936516.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/10/236571098_199:0:2930:2048_1920x0_80_0_0_a0b5d25d3d5da453b163ba5a1d5b9ed8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საქართველოს მოქალაქეები ციფრული კოვიდ-პასპორტის გადმოწერას შეძლებენ
22:07 16.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მოქალაქემ, თუნდაც გააჩნდეს კოვიდ-პასპორტი, ამ ქვეყნის რეგულაციებს უნდა გადახედოს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ხვალიდან კოვიდ-პასპორტის Georgia e-Health აპლიკაციის გადმოწერას App Store-დან ან Google Store-დან შეძლებენ. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველო შეუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სისტემას, რომელშიც ამჟამად 49 მონაწილე ქვეყანა შედის. საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატები ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და PCR-ტესტირების შესახებ ამ საერთო სივრცეში იმოქმედებს.
„დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ App Store-დან ან Google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR–ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში“, – განუცხადა ჟურნალისტებს ღიბრაძემ.
ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელშიც იქნება წარმოდგენილი QR–კოდიც, მოქალაქე თავისი სტატუსის შემოწმებას შეძლებს. აქ ელექტრონულად შეინახება მთელი ინფორმაცია ადამიანზე – ვაქცინაციის, PCR–ტესტირების და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.
გარდა ამისა, QR–კოდის მქონე ელექტრონული „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს პლატფორმიდან ან იუსტიციის სახლში მისვლით.
კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე პასპორტი უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.
გარდა ამისა, იუსტიციის სახლის მიერ გაცემული კოვიდ-პასპორტების გამოყენება ხვალიდან მოქალაქეებს უცხოეთში ვიზიტების დროს შეუძლიათ. ამასთან, ღიბრაძის თქმით, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მოქალაქემ, თუნდაც გააჩნდეს კოვიდ-პასპორტი, ამ ქვეყნის კოვიდ-რეგულაციებს მაინც უნდა გადახედოს.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ადრე აიღეს კოვიდ-პასპორტი, მათ ის უნდა განაახლონ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.
ორშაბათს ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტი აღიარა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი სრული ვაქცინაციის შესახებ, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ.