Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ უნდა მიიღოს უცხოელმა „მწვანე პასპორტი" საქართველოში

© photo: Sputnik / Roman Vladimirov / გადასვლა მედიაბანკშისპეციალური საშვი
სპეციალური საშვი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
წარწერა სმარტფონზე QR-კოდის ქვეშ მწვანე უნდა იყოს, მაშინ თქვენი კოვიდ-პასპორტი მოქმედია.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტი", რომლის წყალობითაც საქართველოში 1 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება კაფეებში, რესტორნებსა და სპორტდარბაზებში სიარული და კონცერტებზე დასწრება, ხელმისაწვდომია უცხოელი მოქალაქეებისთვისაც.
ასეთი პასპორტის მიღება მარტივია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქისთვისაც, თუ მას ჩატარებული აქვს ვაქცინაცია, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი
ე.წ. კოვიდ-პასპორტის მისაღებად საჭიროა ან იუსტიციის სახლში მისვლა, სადაც პასპორტის ან პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ შეამოწმებენ მონაცემებს და გასცემენ სასურველ საბუთს, ან შეიძლება შესვლა სპეციალურ ვებ-გვერდზე https://covidpass.moh.gov.ge.
კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ შეხვდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილებას
ვებ-გვერდზე უცხოეთის მოქალაქემ უნდა აირჩიოს ინგლისური ენა, შეავსოს ფორმა (სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი), მათ შორის, მიუთითოს საქართველოში მიღებული ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა ტელეფონის ნომერზე მიღებული კოდის შეყვანა. ამით რეგისტრაცია დასრულდება.
ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ წარწერა QR-კოდის ქვეშ მწვანე უნდა იყოს. ამ შემთხვევაშია კოვიდ-პასპორტი მოქმედი.
კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„მწვანე პასპორტებისთვის" აპლიკაციის ჩამოტვირთვას სმარტფონებიდან შეძლებთ
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0