https://sputnik-georgia.com/20211115/evrokavsirma-qartuli-covid-sertifikati-ariara-262088636.html
ევროკავშირმა ქართული COVID-სერტიფიკატი აღიარა
ევროკავშირმა ქართული COVID-სერტიფიკატი აღიარა
Sputnik საქართველო
აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას, განაცხადეს სამინისტროში. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T17:32+0400
2021-11-15T17:32+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. შესაბამისი დოკუმენტი ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.სამინისტროს ცნობით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.„შესანიშნავი სიახლე! საქართველო შეუერთდა კოვიდ-სერტიფიკატების ევროპულ სისტემას და ამით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველო კვლავ ერთგულია დასავლეთის ფასეულობებისა და პრინციპებისადმი და მზადაა განაგრძოს მუშაობა თავის ევროპელ პარტნიორებთან", – დაწერა ზალკალიანმა „ტვიტერში".საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში. QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის (ორი დოზის) გავლის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20211108/mwvane-pasportis-aplikacias-smartponebidan-chamotvirtavt-261886443.html
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, covid-19
ევროკავშირმა ქართული COVID-სერტიფიკატი აღიარა
17:32 15.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას, განაცხადეს სამინისტროში.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა. შესაბამისი დოკუმენტი ევროკომისიის ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
„საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
„შესანიშნავი სიახლე! საქართველო შეუერთდა კოვიდ-სერტიფიკატების ევროპულ სისტემას და ამით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. საქართველო კვლავ ერთგულია დასავლეთის ფასეულობებისა და პრინციპებისადმი და მზადაა განაგრძოს მუშაობა თავის ევროპელ პარტნიორებთან", – დაწერა ზალკალიანმა
„ტვიტერში".
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში. QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის (ორი დოზის) გავლის შემდეგ.