რუსეთში საექსპორტო გადასახადი გაიზარდა: გაძვირდება თუ არა ზეთი საქართველოში

© photo: Sputnik / Aleksey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიზეთი მაღაზიის დახლზე
ზეთი მაღაზიის დახლზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
9 თვის განმავლობაში საქართველომ შემოიტანა 25.257 ტონა მზესუმზირის ზეთი, აქედან 87,7% – რუსეთიდან.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაზრდა საქართველოში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ.
რუსეთი მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციაში გაზრდილი საექსპორტო ტარიფი უარყოფითად იმოქმედებს ქართულ საცალო ბაზარზე. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში საქართველოში მზესუმზირის ზეთზე ფასები კვლავ გაიზრდება.
მაცივარი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
სურსათზე მსოფლიო ფასებმა ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია: FAO-ს ანგარიში
„ეს უარყოფითად იმოქმედებს პროდუქტის თვითღირებულებაზე საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს აისახება ფასების ზრდაზე. მაგრამ რუსეთი არ არის მზესუმზირის ზეთის ერთადერთი მომწოდებელი", – განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ალტერნატიულ ბაზრების იმედად ყოფნაც არ შეიძლება, ვინაიდან სხვა ბაზარზე სწრაფი გადასვლა ან რუსული მზესუმზირის ზეთის უკრაინულით სრულად ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა.
არჩვაძის თქმით, გარე მარაგებზე დამოკიდებულების შემცირების ერთადერთი გზა საკუთარი წარმოების გაზრდაა.
სავაჭრო ცენტრი „კიდობანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
რისი ფასები გაიზარდა საქართველოში – ახალი სტატისტიკა
„სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენი მწარმოებლები, არამედ ინტელექტუალური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო მეტად არის დაკავებული პოლიტიკით, ვიდრე ეკონომიკური პრობლემებით. ეკონომიკის სფეროში, კეთილდღეობაში არსებული პრობლემები, ინფლაციის მზარდი მაჩვენებლები განპირობებულია არა მხოლოდ გარე ნეგატიური ფაქტორებით, არამედ იმითაც, რომ ეკონომიკა გახდა როგორც პოლიტიკური, ასევე სამედიცინო პრობლემების მძევალი“, – განაცხადა ექსპერტმა.
არჩვაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მოხმარებული მზესუმზირის ზეთის ნახევარზე მეტს მეზობელ ქვეყნებში ყიდულობს.
რუსეთი მზესუმზირის ზეთის ყველაზე დიდი იმპორტიორია საქართველოსთვის. მთლიანობაში 2021 წლის იანვარი–სექტემბერში ქვეყანამ შეიძინა 36.964 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 25.257 ტონა პროდუქცია, საიდანაც 87,7%, ანუ 22.150 ტონა შეძენილია რუსეთში. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 1.853 ტონით, შემდეგ მოდის უკრაინა, საიდანაც 1.137 ტონა მზესუმზირის ზეთი იქნა შემოტანილი.
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში წლის დასაწყისიდან 38%-ით გაიზარდა
საქართველოში ერთი წლის განმავლობაში (2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე) მცენარეული ზეთის ფასი 31,6%-ით გაიზარდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი ერთ ტონაზე 276,7 დოლარით განისაზღვრება. განაკვეთი გამოითვლება ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საორიენტაციო ფასის მიხედვით, რომელიც 1.395,4 აშშ დოლარს შეადგენს (ერთ თვეში საბაზრო ფასების საშუალო არითმეტიკული, შემცირებული 50 დოლარით ტონაზე).
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 1-დან 30 ნოემბრამდე ერთ ტონაზე 194,5 დოლარით არის განსაზღვრული.
რუსეთში 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მოქმედებს. მისი მოცულობა შეადგენს ინდიკატიურ და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს, ერთი ტონა ზეთის საბაზისო ფასი 1000 დოლარად არის განსაზღვრული. ფასებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკონტროლებს.
პური - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
პური არ გაძვირდება: როგორ აპირებს მთავრობა ფასის შეკავებას
მონიტორინგის ჩასატარებლად ინფორმაციის წყაროა Refinitiv SA-ის მიერ გამოქვეყნებული ყოველდღიური მონაცემები (აშშ დოლარი/ტონა) მზესუმზირის ზეთის მიხედვით (კოტირება Sunflower Oil NWE Ex-Tank 6 Ports Position 1). მონიტორინგის პერიოდი არის კალენდარული თვე, რომელიც წინ უძღვის განაკვეთების საანგარიშო თვეს.
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაუგვიანეს ყოველი თვის 15 რიცხვისა ანგარიშობს საბაჟო გადასახადის განაკვეთებს და აქვეყნებს ინფორმაციას მზესუმზირის ზეთის ინდიკატურ ფასებზე. დაანგარიშებული განაკვეთები სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან გამოიყენება და მოქმედებს საექსპორტო საბაჟო გადასახდელების მორიგი განაკვეთების ამოქმედებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0