რაზე მეტყველებს პირის ღრუს მდგომარეობა: მძიმე დაავადების ნიშნები

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკში სტომატოლოგის კაბინეტი
 სტომატოლოგის კაბინეტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პირის ღრუს მდგომარეობამ ბევრი რამ შეიძლება თქვას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოავლინოს ის დაავადებები, რომლებზეც შესაძლოა ეჭვიც არ გქონდეთ, განუცხადა რადიო Sputnik-ს განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა სპეციალისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვლადისლავ ჟემჩუგოვმა.
სპეციალისტმა ჩამოთვალა ის ნიშნები, რომელთა აღმოჩენასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა და, შესაბამისად, ექიმსაც მიმართოს.

„პირის ღრუს, ყელისა და ხორხის მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ სხვადასხვა დაავადებებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ენა, მისი გარეგნობა. ენაზე თეთრი ან ჟოლოსფერი ნალექი საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობაზე მეტყველებს, მიანიშნებს ავიტამინოზზე, იმუნოდეფიციტზე და ზოგ მძიმე დაავადებაზეც კი, მაგალითად, სხივურ დაავადებაზე*“, — განმარტა ექიმმა.

მისი თქმით, ანთებები და წყლულები ენაზე, ლოყების შიდა ზედაპირებზე, ლორწოვან გარსზე — ასევე არის დაავადების ნიშნები.
პარკინსონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
პარკინსონის სამი ადრეული ნიშანი ხმასა და მეტყველებაში: ამერიკელი ექიმები განმარტავენ
პირის ღრუში რომელიმე ამ ნიშნის არსებობის შემთხვევაში, ჟემჩუგოვის თქმით, საჭიროა მიმართოთ არა ვიწრო სპეციალისტს, არამედ ფართო პროფილის ექიმს. საქმე ისაა, რომ ასეთი სიმპტომები შეიძლება დაავადების მთელ სპექტრზე, ათობით დაავადებაზე მეტყველებდეს და ადამიანს ცალ-ცალკე მოუწიოს ვიზიტებმა: ინფექციონისტთან, გასტროენტეროლოგთან, სტომატოლოგთან, პულმონოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ჰემატოლოგთან და ა.შ.
„ამიტომ თუ პირში ხშირად გიჩნდებათ, მაგალითად, წყლულები, ენა უჩვეულო ფერის გაქვთ, ან შესამჩნევი ნაპრალები გაგიჩნდათ, პირველ რიგში თერაპევტთან ან გასტროენტეროლოგთან უნდა წახვიდეთ. გამოცდილი ექიმი შეძლებს დაადგინოს, რას უკავშირდება პირის ღრუში ესა თუ ის ნიშანი“, — თქვა სპეცილისტმა.
ამასთან ჟემჩუგოვმა დააზუსტა, რომ პირის ღრუს მდგომარეობით კორონავირუსული ინფექციის დადგენა შეუძლებელია.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
რა დაავადებებზე მეტყველებს ცივი ხელები: ექიმი მიზეზებს ასახელებს
*სხივური დაავადება — სხვადასხვა სახის მაიონიზებელი გამოსხივების მოქმედების შედეგია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დამოკიდებულია გამოსხივების სახეობაზე, დოზაზე, რადიაქტიური ნივთიერებების წყაროს მდებარეობაზე, მისი დოზის განაწილებაზე დროის მიხედვით და ადამიანის სხეულში. ადამიანი შეიძლება დაავადდეს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი დასხივებისას, როდესაც რადიოაქტიური ნივთიერება ორგანიზმში ხვდება ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კანისა და ლორწოვანი გარსების საშუალებით ან ინექციის შედეგად.
ყველა ახალი ამბავი
0