https://sputnik-georgia.com/20211115/migrantebis-setevis-namdvili-mizezi-262081755.html
მოსაზრება: „მიგრანტების შეტევის“ ნამდვილი მიზეზი
მოსაზრება: „მიგრანტების შეტევის“ ნამდვილი მიზეზი
Sputnik საქართველო
მაქსიმ სოკოლოვი 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T15:07+0400
2021-11-15T15:07+0400
2021-11-15T19:44+0400
რუსეთი
მოსაზრება
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262013573_0:207:2905:1841_1920x0_80_0_0_215f90d20b8f90ef60ef9429ee15f825.jpg
მაქსიმ სოკოლოვიისევე, როგორც 2015 წელს, ახლაც, როდესაც ექვსი წლის შემდეგ აზიიდან და აფრიკიდან ევროპაში ხალხთა გადასახლების ახალი ტალღა აგორდა, ევროკავშირელი პოლიტიკოსები ორაზროვან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.ერთი მხრივ, „ჯერ თავო და თავოო“, სახელმწიფოს მოვალეობები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის დაცვასაც მოიცავს. არა ისე, რომ საზღრები ყრუდ იყოს ჩაკეტილი მიგრანტებისთვის, მაგრამ საბოლოო სიტყვა, შეუშვან თუ არ შეუშვან ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიაზე, ხელისუფლებას უნდა დარჩეს. თუ ხელისუფლება უძლურია მიგრანტების ზეწოლის წინაშე, მაშინ ასეთი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, გარკვეულ პირობებში, ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი საზღვრები, მათ შორის, ძალის გამოყენებითაც.მეორე მხრივ, ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი პოლიტიკის ალფად და ომეგად აღიარა, რაც ევროპას სხვა სახელმწიფოებისგან ხელსაყრელად განასხვავებს. კერძოდ, ევროპა დევნილთა და ღატაკთა თავშესაფრად გამოცხადდა. ასეთი კეთილშობილური პრინციპის გამოცხადება კარგია, მაგრამ მაშინ ევროპული მთავრობების მოვალეობაა, შეუშვან საკუთარ ტერიტორიებზე როგორც პირქუში, ისე მხიარული სტუმრები. თანაც არა მარტო შეუშვან, არამედ შეინახონ კიდეც. „ჩვენ გავუმკლავდებითო“, თქვა კიდეც 2015 წელს ანგელა მერკელმა.პრობლემა ისაა, რომ ახლა, როდესაც სამხრეთელი სტუმრები ბელარუსიდან ცდილობენ ლიეტუვისა და პოლონეთის გავლით უფრო მდიდარ ქვეყნებში მოხვედრას, გულუბრყვილო სწრაფვა, „მოვედი თქვენთან საუკუნოდ დასასახლებლად და იმედი მაქვს, რომ თავშესაფარს ვიპოვი“, სრულ გაგებას არ აწყდება. და ახლა რა? თუ რამ იტვირთე, კიდეც უნდა შეასრულო. საჭირო არ იყო ასეთი ფართო დაპირებების გაცემა და ალფასა და ომეგაზე საუბარი.რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერში ლუკაშენკოს დადანაშაულება, მით უმეტეს, რომ მას ნამდვილად აქვს გარკვეული კავშირი ამჟამინდელ სირთულეებთან, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი საერთოდაც რომ არ არსებობდეს, ბუნების ის კანონი, რომ წყალი ნაპრალს ყოველთვის მოძებნის, არსად არ გაქრებოდა.ასეთი ფართო დაპირებები კი დიდი ხნის წინ გაჩნდა — როგორც რეაქცია ორ მსოფლიო ომს შორის ეპოქის ისტორიაზე, რაც საკმაოდ სამარცხვინოა ევროპისთვის (და არა მარტო ევროპისთვის).როგორც მწერალი-ისტორიკოსი აღნიშნავს: „ომის დროსა და შემდგომი ორი ათწლეულის განმავლობაში მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებები მოხდა. ამან უამრავი ადამიანი აიძულა სამშობლოდან უცხოეთში გაქცეულიყო. ასე წარმოშვა მრავალეროვნული ემიგრაცია. სადაც უნდა მისულიყვნენ ეს პირქუში სტუმრები, ისინი ყველგან არასასურველები იყვნენ. მიწა და სამუშაო ერებს შორის იყო განაწილებული. არ არსებობდა ქვეყნები, სადაც ჩასული უნარიანი ადამიანები სჭირდებოდათ. პირიქით, უცხომიწელებს, რომლებიც სამუშაოსა და ლუკმაპურს ეძებდნენ, ყველგან ალმაცერად უყურებდნენ. მათ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას, სუნთქვის ნებასაც კი ძლივს რთავდნენ. სამშობლოდან დევნილებს უჭირდათ იმის დადასტურება, რომ იყვნენ ისინი, ვინც იყვნენ. ბევრ ქვეყანაში ეს შესანიშნავი საბაბი იყო თავიდან მათ მოსაშორელად. ისეც ხდებოდა, რომ უსაბუთო ადამიანებს ჟანდარმები ღამღამობით ფარულად აძევებდნენ მეზობელ ქვეყანაში, ხოლო მეორე ღამეს მეზობელი ქვეყნის ჟანდარმები ასევე მალულად უკან აგდებდნენ მათ“. ეს ბოლო ფრაზა თითქოს დღევანდელი ახალი ამბებიდანაა.მაგრამ ემიგრანტული სიღატაკე — ეს მხოლოდ უბედურების ნახევარი იყო. ბევრად უარესი ის იყო, რომ როდესაც საუბარი მიდიოდა არა ლუკმაპურზე, არამედ სიცოცხლის გადარჩენაზე, დემოკრატიული ქვეყნები ისეთსავე გულგრილობას იჩენდნენ ლტოლვილთა ბედის მიმართ. ქრესტომათიულად იქცა „განწირულთა გემის“ — ლაინერ „სენტ-ლუისის“ ისტორია, რომელიც ჰამბურგიდან 1939 წლის 13 მაისს გავიდა.ხომალდს 900 გერმანელი ებრაელი მიჰყავდა, რომლებსაც კუბის ვიზები ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ყველა ეს ვიზა ჰავანაში ჩასვლის მომენტისთვის უკვე გაუქმებული იყო. მგზავრებმა დახმარებისთვის აშშ-სა და კანადას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. უარყოფითი პასუხი მოტივირებული იყო იმით, რომ ორივე ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ყველა მიგრაციული კვოტა უკვე შერჩეული იყო და დახმარებას ვერაფრით ვერ გაუწევდნენ. 27 მაისს ჰავანის პორტში შესული „სენტ-ლუისი“ 6 ივნისს უკან გაემგზავრა. მხოლოდ უკანასკნელ მომენტშიღა შეძლო ებრაულმა ორგანიზაცია „ჯოინთმა“ მიეღწია იმისთვის, რომ გემის მგზავრებისთვის სხვა ევროპულ ქვეყნებში ჩასვლის უფლება მიეცათ: 287 კაცი ბრიტანეთმა მიიღო, 224 — საფრანგეთმა, 214 — ბელგიამ, 181 — ჰოლანდიამ.სხვა ნაკლებად ცნობილ შემთხვევებში ასეთი ნებართვა არ გაცემულა — ლტოლვილები საკუთარი ბედის ანაბარა რჩებოდნენ. არსებობდა შვეიცარიული ინსტანციების ფორმულირება: Das Boot ist voll — „ნავი სავსეა“, ანუ ქვეყანა რეზინის არ არისო. თანაც ასე მხოლოდ შვეიცარიელები არ იქცეოდნენ. ჯერ კიდევ 1938 წლის ზაფხულში საფრანგეთის კურორტ ევიანში დემოკრატიული ზესახელმწიფოების კონფერენცია ჩატარდა თემაზე, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ მესამე რაიხისგან ლტოლვილ ებრაელებს. და მისი მონაწილეების პოზიცია ერთგვაროვანი იყო: „თანაგიგრძნობთ, მაგრამ...“ პარადოქსია, მაგრამ ისეთი სრულიად არადემოკრატიული ქვეყნები, როგორებიც იყვნენ ესპანეთი, პორტუგალია და ირანი, ზოგჯერ უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდნენ იუდეველთა გასაჭირის მიმართ.რა თქმა უნდა, ზესახელმწიფოები მხოლოდ ებრაელთა ბედის მიმართ არ ყოფილან გულგრილები, თუმცა სხვა ლტოლვილების შემთხვევაში ყველაფერი უმეტესწილად ფარულად ხდებოდა, ებრაელების შემთხვევაში კი ცდილობდნენ ნაბათი დაერისხებინათ — თუმცა უშედეგოდ კი.მერე კი ჩვეულებრივი რამ მოხდა: უდანაშაულოების დასჯა და იმათი დაჯილდოება, ვინც ამას არ იმსახურებდა. ანუ დამნაშავეები თუ უდანაშაულოები არ დაუსჯიათ, მაგრამ დაჯილდოებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც საჭირო იყო. ტრაგიკული მეოთხედი საუკუნის — 1919-1945 წლების შედეგებით, დახმარების მიმღებები მესამე სამყაროს ეკონომიკური მიგრანტები აღმოჩნდნენ. შეღავათები, შემწეობები, ხელშეწყობის რეჟიმი და ა.შ. ომთაშორისი ეპოქის ლტოლვილების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის კომპენსაცია — უკიდურესად მგრძნობიარე და ჰუმანური დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი ემუქრებათ სამშობლოში, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრებისეული სიკეთეები გაცილებით მეტია. სწორედ ან სიკეთეების ნაკრებთან დაუშვეს ისინი ნაწლობრივ.ეს ჩვეულებრივი ამბავია. 1918 წლის სტატიაში „ინტელიგენცია და რევოლუცია“ ალექსანდრ ბლოკი წერდა:მართლაც ასე ცოდვილები იყვნენ ძველი დროის ბატონები — ეს ცალკე საკითხია. შეიძლება იყვნენ კიდეც. მაგრამ მათ მსხვერპლთა ტანჯვის გამო კომპენსაცია პოლიგრაფ პოლიგრაფოვიჩ შარიკოვმა მიიღო, რომელსაც არასდროს უწვნევია ბატონისგან ტანჯვა.ეწამებიან ერთნი, სიკეთეებს კი სხვები იღებენ — როგორც ჩანს, ამაზე იგება მთელი მსოფლიო და ევროპელების უფლებადამცველი ჰუმანიზმიც.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
https://sputnik-georgia.com/20211115/poloneti-belarustan-sazrvarze-kedlis-agebas-gegmavs-262074709.html
https://sputnik-georgia.com/20211111/nato-migraciul-krizissi-belaruss-adanasaulebs-261972695.html
https://sputnik-georgia.com/20211110/belarusi-daisjeba-haiko-maasma-qveynebi-da-aviakompaniebi-gaafrtxila-261937184.html
https://sputnik-georgia.com/20211108/polonetis-armia-sabrzolo-mzadyofnasia-261885305.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262013573_86:0:2817:2048_1920x0_80_0_0_7bd174866d51662ad2809a07042e4d00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა
რუსეთი, მოსაზრება, ანალიტიკა
ისევე, როგორც 2015 წელს, ახლაც, როდესაც ექვსი წლის შემდეგ აზიიდან და აფრიკიდან ევროპაში ხალხთა გადასახლების ახალი ტალღა აგორდა, ევროკავშირელი პოლიტიკოსები ორაზროვან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ერთი მხრივ, „ჯერ თავო და თავოო“, სახელმწიფოს მოვალეობები საკუთარი მოქალაქეების მიმართ, სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის დაცვასაც მოიცავს. არა ისე, რომ საზღრები ყრუდ იყოს ჩაკეტილი მიგრანტებისთვის, მაგრამ საბოლოო სიტყვა, შეუშვან თუ არ შეუშვან ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიაზე, ხელისუფლებას უნდა დარჩეს. თუ ხელისუფლება უძლურია მიგრანტების ზეწოლის წინაშე, მაშინ ასეთი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ, გარკვეულ პირობებში, ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი საზღვრები, მათ შორის, ძალის გამოყენებითაც.
მეორე მხრივ, ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი პოლიტიკის ალფად და ომეგად აღიარა, რაც ევროპას სხვა სახელმწიფოებისგან ხელსაყრელად განასხვავებს. კერძოდ, ევროპა დევნილთა და ღატაკთა თავშესაფრად გამოცხადდა. ასეთი კეთილშობილური პრინციპის გამოცხადება კარგია, მაგრამ მაშინ ევროპული მთავრობების მოვალეობაა, შეუშვან საკუთარ ტერიტორიებზე როგორც პირქუში, ისე მხიარული სტუმრები. თანაც არა მარტო შეუშვან, არამედ შეინახონ კიდეც. „ჩვენ გავუმკლავდებითო“, თქვა კიდეც 2015 წელს ანგელა მერკელმა.
პრობლემა ისაა, რომ ახლა, როდესაც სამხრეთელი სტუმრები ბელარუსიდან ცდილობენ ლიეტუვისა და პოლონეთის გავლით უფრო მდიდარ ქვეყნებში მოხვედრას, გულუბრყვილო სწრაფვა, „მოვედი თქვენთან საუკუნოდ დასასახლებლად და იმედი მაქვს, რომ თავშესაფარს ვიპოვი“, სრულ გაგებას არ აწყდება. და ახლა რა? თუ რამ იტვირთე, კიდეც უნდა შეასრულო. საჭირო არ იყო ასეთი ფართო დაპირებების გაცემა და ალფასა და ომეგაზე საუბარი.
რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერში ლუკაშენკოს დადანაშაულება, მით უმეტეს, რომ მას ნამდვილად აქვს გარკვეული კავშირი ამჟამინდელ სირთულეებთან, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი საერთოდაც რომ არ არსებობდეს, ბუნების ის კანონი, რომ წყალი ნაპრალს ყოველთვის მოძებნის, არსად არ გაქრებოდა.
ასეთი ფართო დაპირებები კი დიდი ხნის წინ გაჩნდა — როგორც რეაქცია ორ მსოფლიო ომს შორის ეპოქის ისტორიაზე, რაც საკმაოდ სამარცხვინოა ევროპისთვის (და არა მარტო ევროპისთვის).
როგორც მწერალი-ისტორიკოსი აღნიშნავს: „ომის დროსა და შემდგომი ორი ათწლეულის განმავლობაში მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებები მოხდა. ამან უამრავი ადამიანი აიძულა სამშობლოდან უცხოეთში გაქცეულიყო. ასე წარმოშვა მრავალეროვნული ემიგრაცია. სადაც უნდა მისულიყვნენ ეს პირქუში სტუმრები, ისინი ყველგან არასასურველები იყვნენ. მიწა და სამუშაო ერებს შორის იყო განაწილებული. არ არსებობდა ქვეყნები, სადაც ჩასული უნარიანი ადამიანები სჭირდებოდათ. პირიქით, უცხომიწელებს, რომლებიც სამუშაოსა და ლუკმაპურს ეძებდნენ, ყველგან ალმაცერად უყურებდნენ. მათ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას, სუნთქვის ნებასაც კი ძლივს რთავდნენ. სამშობლოდან დევნილებს უჭირდათ იმის დადასტურება, რომ იყვნენ ისინი, ვინც იყვნენ. ბევრ ქვეყანაში ეს შესანიშნავი საბაბი იყო თავიდან მათ მოსაშორელად. ისეც ხდებოდა, რომ უსაბუთო ადამიანებს ჟანდარმები ღამღამობით ფარულად აძევებდნენ მეზობელ ქვეყანაში, ხოლო მეორე ღამეს მეზობელი ქვეყნის ჟანდარმები ასევე მალულად უკან აგდებდნენ მათ“. ეს ბოლო ფრაზა თითქოს დღევანდელი ახალი ამბებიდანაა.
მაგრამ ემიგრანტული სიღატაკე — ეს მხოლოდ უბედურების ნახევარი იყო. ბევრად უარესი ის იყო, რომ როდესაც საუბარი მიდიოდა არა ლუკმაპურზე, არამედ სიცოცხლის გადარჩენაზე, დემოკრატიული ქვეყნები ისეთსავე გულგრილობას იჩენდნენ ლტოლვილთა ბედის მიმართ. ქრესტომათიულად იქცა „განწირულთა გემის“ — ლაინერ „სენტ-ლუისის“ ისტორია, რომელიც ჰამბურგიდან 1939 წლის 13 მაისს გავიდა.
ხომალდს 900 გერმანელი ებრაელი მიჰყავდა, რომლებსაც კუბის ვიზები ჰქონდათ. როგორც გაირკვა, ყველა ეს ვიზა ჰავანაში ჩასვლის მომენტისთვის უკვე გაუქმებული იყო. მგზავრებმა დახმარებისთვის აშშ-სა და კანადას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. უარყოფითი პასუხი მოტივირებული იყო იმით, რომ ორივე ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ყველა მიგრაციული კვოტა უკვე შერჩეული იყო და დახმარებას ვერაფრით ვერ გაუწევდნენ. 27 მაისს ჰავანის პორტში შესული „სენტ-ლუისი“ 6 ივნისს უკან გაემგზავრა. მხოლოდ უკანასკნელ მომენტშიღა შეძლო ებრაულმა ორგანიზაცია „ჯოინთმა“ მიეღწია იმისთვის, რომ გემის მგზავრებისთვის სხვა ევროპულ ქვეყნებში ჩასვლის უფლება მიეცათ: 287 კაცი ბრიტანეთმა მიიღო, 224 — საფრანგეთმა, 214 — ბელგიამ, 181 — ჰოლანდიამ.
სხვა ნაკლებად ცნობილ შემთხვევებში ასეთი ნებართვა არ გაცემულა — ლტოლვილები საკუთარი ბედის ანაბარა რჩებოდნენ. არსებობდა შვეიცარიული ინსტანციების ფორმულირება: Das Boot ist voll — „ნავი სავსეა“, ანუ ქვეყანა რეზინის არ არისო. თანაც ასე მხოლოდ შვეიცარიელები არ იქცეოდნენ. ჯერ კიდევ 1938 წლის ზაფხულში საფრანგეთის კურორტ ევიანში დემოკრატიული ზესახელმწიფოების კონფერენცია ჩატარდა თემაზე, თუ როგორ უნდა მოქცეოდნენ მესამე რაიხისგან ლტოლვილ ებრაელებს. და მისი მონაწილეების პოზიცია ერთგვაროვანი იყო: „თანაგიგრძნობთ, მაგრამ...“ პარადოქსია, მაგრამ ისეთი სრულიად არადემოკრატიული ქვეყნები, როგორებიც იყვნენ ესპანეთი, პორტუგალია და ირანი, ზოგჯერ უფრო მეტ გულმოწყალებას იჩენდნენ იუდეველთა გასაჭირის მიმართ.
რა თქმა უნდა, ზესახელმწიფოები მხოლოდ ებრაელთა ბედის მიმართ არ ყოფილან გულგრილები, თუმცა სხვა ლტოლვილების შემთხვევაში ყველაფერი უმეტესწილად ფარულად ხდებოდა, ებრაელების შემთხვევაში კი ცდილობდნენ ნაბათი დაერისხებინათ — თუმცა უშედეგოდ კი.
მერე კი ჩვეულებრივი რამ მოხდა: უდანაშაულოების დასჯა და იმათი დაჯილდოება, ვინც ამას არ იმსახურებდა. ანუ დამნაშავეები თუ უდანაშაულოები არ დაუსჯიათ, მაგრამ დაჯილდოებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც საჭირო იყო. ტრაგიკული მეოთხედი საუკუნის — 1919-1945 წლების შედეგებით, დახმარების მიმღებები მესამე სამყაროს ეკონომიკური მიგრანტები აღმოჩნდნენ. შეღავათები, შემწეობები, ხელშეწყობის რეჟიმი და ა.შ. ომთაშორისი ეპოქის ლტოლვილების მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის კომპენსაცია — უკიდურესად მგრძნობიარე და ჰუმანური დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც არაფერი ემუქრებათ სამშობლოში, მაგრამ უცხო ქვეყანაში ცხოვრებისეული სიკეთეები გაცილებით მეტია. სწორედ ან სიკეთეების ნაკრებთან დაუშვეს ისინი ნაწლობრივ.
ეს ჩვეულებრივი ამბავია. 1918 წლის სტატიაში „ინტელიგენცია და რევოლუცია“ ალექსანდრ ბლოკი წერდა:
„რატომ აბინძურებენ გულისთვის საამო საბატონო მამულებს? — იმიტომ რომ იქ გოგონებს აუპატიურებდნენ და როზგავდნენ: თუ ამ ბატონთან არა, მის მეზობელთან მაინც. რატომ იჩეხება ასი წლის პარკები? — იმიტომ რომ იმ გაშლილი ცაცხვებისა და ნეკერჩხლების ქვეშ ბატონები საკუთარ ძალას ასი წლის განმავლობაში ავლენდნენ: მათხოვარს ცხვირში ფულის ქისას თხრიდნენ, სულელს კი — განათლებას“.
მართლაც ასე ცოდვილები იყვნენ ძველი დროის ბატონები — ეს ცალკე საკითხია. შეიძლება იყვნენ კიდეც. მაგრამ მათ მსხვერპლთა ტანჯვის გამო კომპენსაცია პოლიგრაფ პოლიგრაფოვიჩ შარიკოვმა მიიღო, რომელსაც არასდროს უწვნევია ბატონისგან ტანჯვა.
ეწამებიან ერთნი, სიკეთეებს კი სხვები იღებენ — როგორც ჩანს, ამაზე იგება მთელი მსოფლიო და ევროპელების უფლებადამცველი ჰუმანიზმიც.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს