https://sputnik-georgia.com/20211111/nato-migraciul-krizissi-belaruss-adanasaulebs-261972695.html
პასუხისმგებელია მინსკი: ნატო მიგრაციულ კრიზისში ბელარუსს ადანაშაულებს
პასუხისმგებელია მინსკი: ნატო მიგრაციულ კრიზისში ბელარუსს ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ ნატოს ბელარუსთან საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ალიანსის წევრი და მოკავშირე... 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T10:45+0400
2021-11-11T10:45+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ნატო
პოლონეთი
ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252552243_0:146:3125:1904_1920x0_80_0_0_f240ba1fa828632e7dc0543451873d94.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ ნატოს ბელარუსთან საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნები სრულ სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ბელარუსის გავლით მიგრანტების „ინსტრუმენტალიზაციით“ დაზარალდნენ, იუწყება პოლონური გამოცემა Onet.გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსში მიაჩნიათ, რომ კრიზისზე მინსკია პასუხისმგებელი, ხოლო „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების გამოყენება ჰიბრიდული ტაქტიკის სახით — არაადამიანურია, უკანონო და მიუღებელი“.მიგრაციული კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან, საითაც წლის დასაწყისიდან დაიძრნენ არალეგალი მიგრანტები, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. ბელარუსი–პოლონეთის საზღვარს ერთბაშად რამდენიმე ათასი ადამიანი მიაწყდა და პოლონეთში შესვლა სცადა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20211110/belarusi-daisjeba-haiko-maasma-qveynebi-da-aviakompaniebi-gaafrtxila-261937184.html
პოლონეთი
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252552243_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_7d3ee263e86bd489ac604f93d3fa1b0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ნატო , პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ნატო , პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ ნატოს ბელარუსთან საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ალიანსის წევრი და მოკავშირე ქვეყნები სრულ სოლიდარობას უცხადებენ პოლონეთსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც ბელარუსის გავლით მიგრანტების „ინსტრუმენტალიზაციით“ დაზარალდნენ, იუწყება პოლონური გამოცემა
Onet.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსში მიაჩნიათ, რომ კრიზისზე მინსკია პასუხისმგებელი, ხოლო „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების გამოყენება ჰიბრიდული ტაქტიკის სახით — არაადამიანურია, უკანონო და მიუღებელი“.
„ნატო ყურადღებით აკვირდება ვითარებას. გენერალური მდივანი მჭიდრო კონტაქტშია მოკავშირე ქვეყნების მთავრობებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ნატო მზადაა კვლავაც აღმოუჩინოს დახმარება ჩვენს მოკავშირეებს და დაეხმაროს რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, — ციტირებს გამოცემა ალიანსის განცხადებას.
მიგრაციული კრიზისი ბელარუსის საზღვრებზე პოლონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან, საითაც წლის დასაწყისიდან დაიძრნენ არალეგალი მიგრანტები, მკვეთრად გამწვავდა 8 ნოემბერს. ბელარუსი–პოლონეთის საზღვარს ერთბაშად რამდენიმე ათასი ადამიანი მიაწყდა და პოლონეთში შესვლა სცადა. ევროკავშირის ქვეყნები მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებენ და სანქციების დაწესებას მოითხოვენ.