https://sputnik-georgia.com/20211108/polonetis-armia-sabrzolo-mzadyofnasia-261885305.html
ათასობით მიგრანტი საზღვარზე: პოლონეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია – ვიდეო
ათასობით მიგრანტი საზღვარზე: პოლონეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია – ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსმა ძალოვნებმა რამდენიმე ათასი არალეგალი მიგრანტისგან შემდგარი კოლონა პოლონეთთან „მწვანე“ საზღვრისკენ გაუშვა და არა... 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T16:21+0400
2021-11-08T16:21+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
პოლონეთი
ბელარუსი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646423_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_9571b2867d614812f75f05212d5e1be9.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსმა ძალოვნებმა რამდენიმე ათასი არალეგალი მიგრანტისგან შემდგარი კოლონა პოლონეთთან „მწვანე“ საზღვრისკენ გაუშვა და არა საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ, იუწყება РИА Новости პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მაჩეი ვონსიკის თქმით, ამ დროისათვის პოლონეთს ბელარუსთან საზღვარზე უკვე გადასროლილი ჰყავს ანტიტერორისტული ქვედანაყოფები. საზღვარზე ასევე იმყოფებიან სასაზღვრო ძალების დამატებითი ძალები და კიდევ 12 ათასი ჯარისკაცი.ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთთან და ბელარუსთან საზღვრისკენ უკვე გაგზავნა ჯარები ლიეტუვამაც. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს აღნიშნულ რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.ბოლო დროს ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვარზე დაკავებული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ისინი მინსკს მიგრაციული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდან ლტოლვილებს ძალის გამოყენებით აძევებენ, მინსკს კი დასავლეთის სანქციების გამო „არც ფული აქვს და არც ძალა“, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.
პოლონეთი
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252646423_141:0:2872:2048_1920x0_80_0_0_1a8ac7f76a05cb5241d8b4083d8e89be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, პოლონეთი , ბელარუსი , მსოფლიოს ახალი ამბები
ათასობით მიგრანტი საზღვარზე: პოლონეთის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია – ვიდეო
16:21 08.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბელარუსმა ძალოვნებმა რამდენიმე ათასი არალეგალი მიგრანტისგან შემდგარი კოლონა პოლონეთთან „მწვანე“ საზღვრისკენ გაუშვა და არა საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ, იუწყება
РИА Новости პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„ჩვენი შეფასებით, პოლონეთის საზღვრისკენ რამდენიმე ათასი მიგრანტი მოემართება. ამავდროულად, ბოლო ცნობების თანახმად, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, ბელარუსის სამსახურები მათ კუზნიცაში მდებარე სასაზღვრო პუნქტისკენ კი არ უშვებენ, არამედ საზღვარზე ტყისა და მწვანე ტერიტორიებისკენ“, — განუცხადა სააგანტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მაჩეი ვონსიკის თქმით, ამ დროისათვის პოლონეთს ბელარუსთან საზღვარზე უკვე გადასროლილი ჰყავს ანტიტერორისტული ქვედანაყოფები. საზღვარზე ასევე იმყოფებიან სასაზღვრო ძალების დამატებითი ძალები და კიდევ 12 ათასი ჯარისკაცი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთთან და ბელარუსთან საზღვრისკენ უკვე გაგზავნა ჯარები ლიეტუვამაც. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, მთავრობა იმსჯელებს აღნიშნულ რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
ბოლო დროს ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვარზე დაკავებული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ისინი მინსკს მიგრაციული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდან ლტოლვილებს ძალის გამოყენებით აძევებენ, მინსკს კი დასავლეთის სანქციების გამო „არც ფული აქვს და არც ძალა“, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.