დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ნოემბერი

© Pixabay / Free-Photosქალი ოკეანის სანაპიროზე
ქალი ოკეანის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 14 ნოემბერია, კვირა. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
მიზიდულობა თავგადასავლებისა და სისხლში ადრენალინისადმი დღევანდელი დღის მახასიათებელია. ამან თქვენს გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიძლება შეიტანოს, მაგალითად, გაჩნდეს მოულოდნელი იდეა, გაიცნოთ ადამიანები, შეგექმნათ ახალი შთაბეჭდილებები. რაც შეიძლება შორს სახლისგან – ეს იქნება თქვენი დევიზი დღეს. ერთადერთი უნდა იფრთხილოთ ურთიერთობებში, რადგან დიპლომატიურობა ამ დღის თვისება ნამდვილად არ არის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 13 ნოემბერი>>
ვერძი: ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ ირგვლივ, შეიძლება რაღაც საინტერესო გაიგოთ – ინფორმაცია ან ღირებული იდეა. ამასთან, არ უგულებელყოთ რჩევები, შემოთავაზებული დახმარება, რადგან ეს წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ბალანსი შეიძლება შეიცვალოს და შესაძლოა, არა თქვენ სასარგებლოდ. ფრთხილად, რადგან ზედმეტად ემოციური ხართ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: შესაძლოა, უცბად რამის მიმართ ინტერესი გაგიჩნდეთ, ამასთან, შეგიძლიათ, ემოციები გარშემომყოფებსაც „გადასდოთ“, არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც რომანტიკულ ურთიერთობებს გააბამთ. ხართ ძალზე ცნობისმოყვარე და ინტერესის დასაკმაყოფილებლად მთების გადადგმა შეგიძლიათ. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ, სავარუდოდ, დღევანდელი გატაცებები ხანგრძლივი არ იქნება.
ტყუპი: კარგი შესაძლებლობები გექნებათ გონებრივი მუშაობისთვის, რამის მოფიქრებისა და დაგეგმვისთვის. არცთუ ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ იდეები განახორციელოთ, მაგრამ მათი რეალიზების ეტაპობრივი გეგმის დეტალური გათვლა ძალიან კარგი იქნება. ოჯახისგან მხარდაჭერას ელოდეთ. ასევე არ დაივიწყოთ, რომ საყვარელ ადამიანს ხანდახან სიურპრიზი უნდა მოუმზადოთ და გაახაროთ.
კირჩხიბი: შეიკავეთ ემოციები, ეს კარგ არაფერს მოგიტანთ. გაღიზიანება და ცუდი განწყობა ახლობლებზე არ გადაიტანოთ, თუ არ გინდათ ხანგრძლივი კამათი და უსიამოვნებები. გაგებით მოეკიდეთ ირგვლივ მყოფებს. სამუშაოზე კარგი იქნება, თუ გააანალიზებთ არსებულ ვითარებას და ზომებს მიიღებთ – ახლა ღრუბლებში ფრენა არაფერს გარგებთ. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მკაცრი ნუ იქნებით – დაფიქრდით, იქნებ დღეს ყველაფერი გაზვიადებულად გეჩვენებათ?
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. აღარ გაღიზიანებთ ცხოვრებისეული წვრილმანები, რომლებსაც ხანდახან წყობილებიდან გამოჰყავხართ. საქმიანობასაც დაეტყობა თქვენი კარგი განწყობა – ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გამოიყენეთ ეს დრო და დაუმთავრებელ საქმეებს მიხედეთ. ხართ ენერგიული. სასიყვარულო ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ რამე სიახლეს შეიტანთ – მოიფიქრეთ რამე ორიგინალური.
ქალწული: ნუ იქნებით მოსაწყენი და მომაბეზრებელი. ეს მხოლოდ გააღიზიანებს თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. საქმიანობაში სიფრთხილეა საჭირო – სანამ რამეს წერტილს დაუსვამთ, გადაწყვეტილებას მიიღებთ, მანამდე კიდევ ერთხელ კარგად გადაამოწმეთ, რომ მერე შეცდომების გამოსწორებაზე დრო არ დახარჯოთ და უსიამოვნებებს აარიდოთ თავი. სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ნუ იქნებით ძალიან ჭირვეული.
სასწორი: არაა გამორიცხული, რომ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდით. აუცილებელი არაა, ეს თქვენი მეორე ნახევარი იყოს (თუმცა არც ესაა გამორიცხული), შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ერთგული მეგობარი გახდება, ან კარგი მასწავლებელი... ნებისმიერ შემთხვევაში, სახლში არ ჩაიკეტოთ და გულგახსნილმა მიიღეთ ახალი ადამიანები. სამუშაოს რაც შეეხება, კარგი დღეა ცვლილებებისთვის.
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2020
ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მორიელი: ოჯახურ ცხოვრებაში რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ცუდადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოუსმინოთ არავის – არც ცნობისმოყვარე მეზობლებს და არც ათას კეთილისმყოფელს, რომლებიც მაშინვე გაჩნდებიან საიდანღაც. იმოქმედეთ გულის კარნახით. თუ თქვენსა და სასიყვარულო პარტნიორს შორის ურთიერთნდობაა, დაძაბულობა მალე გაივლის და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. სამსახურში რაღაც ცვლილებებია შესაძლებელი.
მშვილდოსანი: განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გამონათქვამებსა და სიტყვებში. თქვენ შეიძლება დღესვე დაგავიწყდეთ, რა უთხარით ტქვენი ოჯახის წევრსმ ახლობელს ან მეგობარს, მაგრამ მათ ეს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. საყვარეკ ადამიანთან ალერსიანი იყავით, ნუ იქნებით მოუთმენელი და უხეში. ამან თქვენი ურთიერთობები შეიძლება გააფუჭოს. ყურადღებით იყავით მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელმოწერისას.
თხის რქა: მშვიდად იყავით. თუ საყვარელ ადამიანთან იჩხუბებთ, ნუ იჩქარებთ განქორწინებასა და ქორწინების მოწმობის დახევას. პრობლემა ყველა ოჯახშია, უბრალოდ, ისწავლეთ მათი გადალახვა. ასევე კარგი იქნება, თუ საკუთარ ნაკლოვანებებზეც დაფიქრდებით – უნაკლო ხომ არავინაა. უსიამოვნებები შეიძლება სასიყვარულო პარტნიორთან მიზიდულობაზე აისახოს. სამუშაოს მხრივ მარტივი დღე არ გელოდებათ, სანამ მიზანს მიაღწევთ, დიდი ჯაფა დაგადგებათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2018
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
მერწყული: პარტნიორთან ურთიერთობები დღეს ძირითადად თქვენზეა დამოკიდებული და თქვენს შეყვარებულზე – ნაკლებად. ეცადეთ, მას გული არ ატკინოთ. საითაც მიმართავთ ამ კავშირის ისარს, ურთიერთობაც იქით წავა – გახსოვდეთ ეს. გაუფრთხილდით საყვარეოლ ადამიანს და ყველანაირად ეცადეთ, რომ გრძნობებში სიმერყევე არ დაუშვათ, არ გააღვიძოთ პარნიორში ეჭვიანობის გრძნობა. სამუშაოზე თუ ახალი საქმის დაწყებას აპირებთ, ჯერ ძველ შეცდომებზე იფიქრეთ.
თევზები: უყვარხართ და გიყვართ. ვინც ოჯახის შექმნას აპირებს, შესანიშნავი დღეა ამისთვის. ვისაც ბავშვის ყოლა უნდა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს ჩასახვის მეტი ალბათობაა. სასიყვარულო პარტნიორთან ჰარმონია სუფევს. ეს დღე თქვენი ბედნიერებისთვისაა განკუთვნილი. სამსახურთან დაკავშირებით არ გაწყენთ დამატებითი ცოდნის მიღება, სპეციალური ლიტერატურის გაცნობა, შესაბამის სემინარზე დასწრება, საჭირო ინფორმაციის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0