დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 13 ნოემბერი

მთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 13 ნოემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დიდი შანსია, რომ დაასრულოთ საქმეები, რომლებზეც ბევრი დრო და დიდი ძალა დახარჯეთ. თუმცა, შესაძლოა, შედეგი ისეთი არ მიიღოთ, როგორსაც ელოდებოდით, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არც იმედი გაგიცრუვდებათ. კარგი იქნება, თუ თქვენს მუშაობას შეაჯამებთ, გათავისუფლდებით უსარგებლო ნივთებისგან და მავნე ჩვევებისგან. რამდენადმე რთული შეიძლება იყოს პირადი ურთიერთობები, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 12 ნოემბერი>>
ვერძი: განეწყვეთ სერიოზულად. კატეგორიულად მიუღებელია დღეს შემთხვევით კაპრიზებზე აყოლა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება წამიერი სურვილების გამო. დრო გართობის, სასიამოვნო ურთიერთობებისა და დასვენებისთვის, ალბათ, დაგრჩებათ, მაგრამ მანამდე სასარგებლო საქმიანობაა საჭირო. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, მოგვიანებით კი - ურთიერთობებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: დილით მოვლენები შეიძლება სასურველზე ნელა განვითარდეს, თქვენ გინდათ, რომ მალე მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, ირგვლივ კი არავინ არსად არ ჩქარობს. უნდა მოახერხოთ და გაუმკლავდეთ გაღიზიანებას და არ მოაწყოთ კონფლიქტის პროვოცირება. თანდათანობით ვითარება გაუმჯობესდება, დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო შეხვედრები, ნაცნობობა უჩვეულო და საინტერესო ადამიანებთან.
ტყუპი: მოულოდნელობების დღეა. ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით, მაგრამ წინააღმდეგი არ ხართ იმპროვიზირების, რამე ახლის გამოგონების, ახლად გაჩენილი იდეის დაუყოვნებლივ რეალიზების. გაგახარებთ დაუგეგმავი შეხვედრები, ნაცნობობა. გაჩნდება შანსი, რომ რაღაც ახალი და უჩვეულო გააკეთოთ. ახალ საქმეს დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებით. შესაძლებელია თანხის მიღება, რომელიც საყიდლებისთვის ძალიან გამოგადგებათ.
კირჩხიბი: საზრუნავი მოსალოდნელზე მეტი გექნებათ. გაჩნდება საქმეები, რომლებიც დაუყოვნებლივ ყურადღებას საჭიროებს, ახლობლებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ამის გამო შეიძლება განწყობაც გაგიფუჭდეთ და შემდეგ რთული იქნება ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება. საღამო სიწყნარეში და სიმშვიდეში გაატარეთ, ყველანაირად აარიდეთ თავი სტრესულ სიტუაციებს.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
ლომი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ყოველთვის პოულობთ საჭირო სიტყვებს, ხვდებით, რისი მოსმენა უნდათ ირგვლივ მყოფებს. ინტუიცია გკარნახობთ, ვის შეიძლება ენდოთ და ვის - არა. ხანდახან ძალიან გიმართლებთ და რთულ საკითხებზე დიდხანს მსჯელობა არ გიწევთ, გადაწყვეტილებას მალე იღებთ და მის სისწორეში ირგვლივ მყოფებსაც არწმუნებთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. შეგიძლიათ თავს ასიამოვნოთ და სასურველი ნივთები შეიძინოთ.
ქალწული: შესანიშნავი, ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელოდებათ. დღის პირველ ნახევარში გამორიცხული არ არის გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ ეს წვრილმანია და მალე ყველაფერი ნათელი გახდება, სანერვიულო არაფერი გექნებათ. ინტუიცია არ დაგაღალატებთ. დღის მეორე ნახევარი ძალიან კარგად წარიმართება. ბევრს გაახარებს იღბლიანი თანხვედრები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის მოგვარების, ადრე დაწყებული საქმის დასრულების საშუალებას მოგცემთ.
სასწორი: მოულოდნელობებით აღსავსე დღეა. ხშირად მოგიწევთ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება, მაგრამ ეს სულ არ გაშინებთ - ინტუიცია დაგეხმარებათ გზის არჩევაში. თქვენი მეგობრები და ძველი ნაცნობები მზად არიან დასახმარებლად. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. ხართ მომხიბლავი და ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას, იქცევთ ადამიანების ყურადღებას. არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2018
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღის პირველი ნახევარი სიურპრიზებით გაგახარებთ. ეს ბევრი თქვენგანისთვის იღბლიანი დროა - შესაძლებელია დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელება, რამე თამამი გეგმის რეალიზება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, ერთობლივი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება დაუგეგმავი რომანტიკული შეხვედრები. ეს ძალიან დიდ სიხარულს მოგიტანთ და დიდხანს გემახსოვრებათ.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისთვის. ადამიანებს დღეს განსაკუთრებით აინტერესებთ თქვენი საქმეები, გისვამენ უამრავ კითხვას, მათ შორის, საკმაოდ რთულებს. უპასუხეთ მათ მოკრძალების გარეშე, არ მოგერიდოთ თქვენს მიღწევებზე საუბარი. შესაძლებელია რთულ საქმეებთან გამკლავება, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. ახლა ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ საიდან უნდა დაიწყოთ ამ საქმის კეთება და როგორ მიხვიდეთ ფინიშამდე.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ინიციატივის გამოსაჩენად, ირგვლივ მყოფებისთვის რამე უჩვეულოს შეთავაზებისთვის. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. არა რის გამორიცხული ლაპარაკი მომავალ სამუშაოსთან დაკავშირებით, წინადადების განხილვა, რომლებზეც დაფიქრება წყნარად შეგეძლებათ უახლოეს დღეებში. ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, სეირნობისთვის. გარემოს გამოცვლა ძალიან წაგადგებათ. უჩვეულო გარემოში უჩვეულო ნაცნობობაც შეიძლება მოხდეს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2018
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: კარგი დღეა სერიოზული საუბრების, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. შესაძლებელი იქნება რაღაც ჩახლართულ სიტუაციებში გარკვევა. ხშირად დაგეხმარებათ სხვისი გამოცდილება. ამის წყალობით არ დაუშვებთ შეცდომებს. შეგიძლიათ სრულიად ახალ საქმეებთან შეჭიდება. მათ მალე აურებთ ალღოს. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. მათთან საუბარი საინტერესო იდეებს გაგიჩენთ.
თევზები: დღის პირველ ნახევარში რთული იქნება დაძაბული მომენტების თავიდან არიდება. შესაძლებელია რაღაც სიახლის გაგება, რომელიც გეგმებს აგირევთ. მალე გაიზრდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და შუადღისას უკვე გაიგებთ სასიამოვნო ახალ ამბებს, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. საღამო სასიამოვნოდ ჩაივლის. ბევრი თქვენგანი აისრულებს დიდი ხნის ოცნებას. შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.
ყველა ახალი ამბავი
0