დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 12 ნოემბერი

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 12 ნოემბერია, პარასკევი. მზარდი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დილა კარგი დროა გეგმების გადახედვის, იდეებზე ხელახლა დაფიქრებისთვის. ადვილია სუსტი ადგილების შემჩნევა, საიდანაც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. ეს ეხება არა მხოლოდ საკუთარ საქმეებს, არამედ სხვებისაც, მაგრამ სანამ ვინმეს შენიშვნას მისცემთ, დარწმუნდით, რომ არავის აწყენინებთ. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 11 ნოემბერი>>
ვერძი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არავისთან იკამათოთ. ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან გარშემომყოფები ხანდახან ძალზე უცნაურად იქცევიან. სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მცირე სირთულეებს კი იუმორით შეხედეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შემოქმედებისთვის, ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ფანტაზიის უნარს მოითხოვს.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: განეწყვეთ ფილოსოფიურად. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, მცირე სირთულეები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, გახსოვდეთ მთავარი მიზნები და ის, რომ ზოგიერთი პრობლემა შეიძლება თავისთავად გადაწყდეს. არ არის საჭირო, გარშემომყოფებს ყველაფერი აუხსნათ - მალე ისედაც ცხადი გახდება თქვენი მოქმედებების მოტივი. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, განსაკუთრებით შეყვარებულებს.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, გარიგებების დასადებად. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. პროგრესია მოსალოდნელი სამუშაოზე. ასევე კარგი დღეა გეგმების დასაწყობად. ახლა სწორად აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს, სიტუაციას მთლიანობაში, სასურველს რეალობად არ აღიქვამთ. ჩანაფიქრის განხორციელებას მალე შეძლებთ.
კირჩხიბი: მშფოთვარე, მაგრამ იღბლიანი დღეა. ძალიან გამოგადგებათ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარი. არ დაგაღალატებთ ალღო, მიხვდებით, რა უდევთ გულში თქვენს მეტოქეებს და მათზე ერთი ნაბიჯით წინ იქნებით. მოსალოდნელია თანხის მიღება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ. მოგვიანებით ის უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის დაგჭირდებათ. კარგი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებში მისვლისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ლომი: შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის სამუშაო საკითხებზე, სწავლისთვის. არაა გამორიცხული, რომ შემოგთავაზონ იღბლიანი გარიგება ან თანამშრომლობა მომგებიანი პირობებით. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. გარშემომყოფები გენდობიან. ბევრია გულახდილი თქვენთან, მაგრამ თქვენ ვისაც კარგად არ იცნობთ, მათთან ძალიან გულგახსნილი ნუ იქნებით.
ქალწული: არ იჩქაროთ. დილა შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დღე არეული იქნება. პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები. ბევრი რამ გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა რთული სამუშაო ამოცანების გადასაჭრელად. შეგიძლიათ საქმე დამოუკიდებლადაც გააკეთოთ და თანაშემწეებიც იპოვოთ.
სასწორი: შესაძლოა, გაგიჭირდეთ ყურადღების გამახვილება ჩვეულ საქმეებზე - დღეს ისინი განსაკუთრებით მოსაწყენი გეჩვენებათ. ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ასეთი საქმეების სხვებს გადააბაროთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ, ასე რომ, აიყვანეთ თავი ხელში და იმოქმედეთ. დღის მეორე ნახევარში გექნებათ შანსი, რომ რაღაც უფრო საინტერესოს მოჰკიდოთ ხელი. საღამო შეხვედრებისთვის გამოიყენეთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ხორცი შეასხათ იმას, რაც აქამდე თქვენთვის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. მრავალი წამოწყება იქნება იღბლიანი, ხშირად გაჩნდებით საჭირო დროს საჭირო ადგილზე, იპოვით მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას. საღამოს კარგი იქნება დასვენება, ძველ, დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან შეხვედრა. კარგი დღეა ძველი კავშირების აღსადგენად.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების პოვნისთვის. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. საქმიანი ურთიერთობები შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს, თუ ამას მოინდომებთ და ინიციატივას გამოიჩენთ. სახლში შეიძლება მეტი საზრუნავი გაგიჩნდეთ, საჭირო გახდეს თანხის გაუთვალისწინებლად დახარჯვა.
თხის რქა: დღის დასაწყისი კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. რთულ ამოცანებსაც სწრაფად გაუმკლავდებით. ამაში გამოცდილება და ინტუიცია დაგეხმარებათ. კარგი იქნება გეგმების განხილვა ადამიანებთან, რომლებთანაც თანამშრომლობის გამოცდილება გაქვთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ცხოვრებაში. შეგიძლიათ ახლობელთან მშვიდად განიხილოთ საჭირბოროტო საკითხები.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
მერწყული: აუცილებელია დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება. არაა საჭირო ყველაფრის გაკეთება, რაც თავში მოგივათ, ემოციებზე და წამიერ სურვილებზე აყოლა. ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო რთული ამოცანების გადაჭრაზე. კარგი დღეა სწავლისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება ახლობელ ადამიანზე.
თევზები: სასიამოვნო შეხვედრები და საინტერესო საუბრები გელოდებათ. ასევე შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, რომლის წყალობითაც სწრაფად გაერკვევით არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში და მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ საჭირო შედეგს. შესაძლებელია საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება, მომგებიანი გარიგებების დადება. ინტუიცია არ დაგაღალატებთ.
ყველა ახალი ამბავი
0