დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 11 ნოემბერი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Milky way and 2 meteorsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 11 ნოემბერია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღეს ადამიანების გზამკვლევი სურვილები და გრძნობებია, ასე რომ, დღე იქნება არაპროგნოზირებადი, მრავალფეროვანი, მთლიანობაში - წარმატებული. დიდი ალბათობაა, რომ გეგმას ვერ შევასრულებთ. ნებისმიერ საკითხში და განსაკუთრებით, ფინანსებთან მიმართებით, აუცილებელია ინფორმაციის შემოწმება. შესაძლებელია პერსპექტიული ნაცნობობა, კონტრაქტების დადება, საქმიანი კავშირების გამტკიცება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 10 ნოემბერი>>
ვერძი: მოემზადეთ სიურპრიზებისთვის. გულის კუთხე-კუნჭულში საბაბს ელოდებოდით, რომ დაგერღვიათ დღის წესრიგი. ეჭვიც არ შეგეპაროთ - ასეთი საბაბი აუცილებლად გამოჩნდება. რაღაც მოვლენა, ახალი ამბავი და ადამიანები დაარღვევენ თქვენს გეგმებს. ამასთან, არ ინანებთ - ცოტაოდენი ქაოსი ცხოვრებაში არ გაწყენთ, მით უმეტეს, რომ ეს ქაოსი თქვენ წინაშე ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გახსნის.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდებით. და რაც მთავარია, საქმე საჭირო ადამიანებთან გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დატოვოთ ადგილი თქვენს ცხოვრებაში ახალი იდეებისა და ნაცნობობისთვის. თუ მთლიანად გახსნილი იქნებით ურთიერთობებისთვის, გაქვთ შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში მცირე „გადატრიალებას" მოახდენს და გაიძულებთ, რომ ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.
ტყუპი: თქვენი სოციალური ენერგია პიკს მიაღწევთ - ენთუზიაზმი და პოზიტიური განწყობა გარშემომყოფების სიმპათიას უზრუნველყოფს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ხალხი თქვენ მხარეს გადმოიყვანოთ; გამართოთ რთული მოლაპარაკებები, დაასრულოთ კონფლიქტები, მოიპოვოთ თანამოსაუბრის განწყობა. დღეს ნებისმიერი საქმიანობა ამ მიმართულებით წარმატებისთვისაა "განწირული".
კირჩხიბი: განწყობა გაქვთ იმგვარი, თითქოს მთელი სამყაროს დაპყრობა შეგიძლიათ. საინტერესო ისაა, რომ ეს თავდაჯერებულობა საფუძველს მოკლებული არ იქნება, დღეს მართლა ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ხართ ძალზე ენერგიული, თქვენი ლექსიკონიდან ამოღებულია სიტყვა „შეუძლებელია". თუ ვინმე გზაზე გადაგეღობებათ, მხოლოდ შეიძლევა ვუთანაგრძნოთ მას - დღეს მტრების მიმართ სასტიკი და ულმობელი ხართ.
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: ცხოვრება არაერთ ბედნიერ შანსს მოგცემთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მათ გამოყენებას ბევრი ვერ შეძლებს. საქმე ისაა, რომ დღეს მოდუნებული და „შენელებული" ხართ და ამიტომ, უბრალოდ, შეიძლება დროული რეაგირება ვერ მოახდინოთ სწრაფად ცვლად გარემოებებზე. ასე რომ, თუ გინდათ, ბედის საჩუქარი ხელიდან არ გაუშვათ, მეტად უნდა იაქტიუროთ, ჩაერთოთ მოვლენებში.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, გამოხვიდეთ ჩვეული შეზღუდვების ჩარჩოებიდან, რათა გაიგოთ, რომ სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელოვნური ყოფა, რომელიც თვითონ შეიქმენით და რომელშიც დღე და ღამ ტრიალებთ - გადაუდებელი საქმეები, რუტინა, ყოფა და ჩვეულებრივ, სხვა არაფრისთვის აღარ გყოფნით დრო. გაქვთ შესანიშნავი შანსი, რომ თავი დააღწიოთ ყოფიერ ქაოსს და სამყაროს განსხვავებულად შეხედოთ.
სასწორი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ გაიცნოთ ადამიანები, თქვენი ნიჭის თაყვანისმცემლები, ან, უბრალოდ, თქვენით მოხიბლულები. ხართ ენერგიული, ექცევით მოვლენების ცენტრში და ხშირად რეჟისორის ფუნქციას ასრულებთ. დღეს პრაქტიკაში მიხვდებით, რომ თქვენში ორგანიზატორის ნიჭი იმალება. დროს ნუ დაკარგავთ იმაზე, რომ ყველასთან მისასვლელი გზა იპოვოთ - საჭიროა უნივერსალური გასაღების მოძებნა, რომელიც უმრავლესობას მოეწონება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2020
მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი
მორიელი: დღეს თქვენი ძალა იმ ახლობლებშია, რომლებიც მზად არიან, მხარი დაგიჭირონ. თუ დახმარებისთვის ნათესავებს ან მეგობრებს მიმართავთ, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებით. შეძლებთ პრობლემების გადაჭრას. ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით და ეს სარგებელთან ერთად სიხარულსაც მოგიტანთ. მოაწყვეთ მეგობრული შეხვედრა, გულწრფელი იყავით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან.
მშვილდოსანი: დღეს ძალზე არაორგანიზებული ხართ და ამას გარშემომყოფებიც შეატყობენ. დგამთ ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, გამოთქვამთ ასევე ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს. ამავე დროს, ენერგიული ხართ და თქვენი „გალიაში მომწყვდეული მხეცივით" წრიალი გარშემომყოფებს გააღიზიანებს. მაგრამ რა გზა აქვთ, უნდა მოითმინონ - სანამ თქვენი აზრები და გრძნობები თავის კალაპოტში არ ჩადგება.
თხის რქა: დღეს სიურპრიზი გელოდებათ და ეს, პირველ რიგში, ფინანსებს უკავშირდება. როგორც ნებისმიერი სიურპრიზი, არ არის აუცილებელი, ეს სასიამოვნო იყოს. საქმე ისაა, რომ სულ არ გინდათ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს მიხედოთ, თუმცა გარემოებები ამას მოითხოვს. დღის განმავლობაში შეიძლება იპოვოთ ან დაკარგოთ ფული. პრემია, მოგება, წაგება, უსარგებლო ნივთის ყიდვა და ა.შ. - მზად იყავით ნებისმიერი მოულოდნელობისთვის და იფრთხილეთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2018
გველოსანი – ზოდიაქოს მე-13 ნიშანი
მერწყული: დღეს შეიძლება ტენდენციების კანონმდებელი გახდეთ. ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და სიცოცხლის სიყვარული გარშემომყოფების ყურადღებას უზრუნველყოფს. თქვენი ენთუზიაზმით „იმუხტებიან" ირგვლივ მყოფები, ისრუტავენ თქვენ იდეებს, გეგმებს და მზად არიან, გვერდში ამოგიდგნენ. ასე რომ, დღეს ნებისმიერის მხარდაჭერა შეგიძლიათ მიიღოთ და განახორციელოთ ჩანაფიქრი.
თევზები: არ ღირს მთავარი როლის მორგებისთვის ბრძოლა - მაინც არ გამოგივათ. გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა, გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი პოზიციის დაცვა. თუ წინსვლა გინდათ, სჯობს, ვინმესთან ერთად იმოქმედოთ და კიდევ უფრო უკეთესია, ვინმეს დაეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება. მთავარი როლი არა, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ, მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოსკარი" დაიმსახუროთ.
ყველა ახალი ამბავი
0