დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 10 ნოემბერი

© Sputnik / Alexander Imedashviliალაზნის ველი
ალაზნის ველი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 10 ნოემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა რთულ ვითარებებში გასარკვევად, გეგმების დასაწყობად, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის. დროს უქმად არ დაკარგავთ. ადვილია საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან. მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიღალოთ. გადაღლამ, გარდა იმისა, რომ შრომისუნარიანობა დაქვეითდება, შეიძლება განწყობაზეც იმოქმედოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 9 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს ძალზე მგრძნობიარე ხართ, ადვილად გწყინთ ყველაფერი, მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზე და გულთან ახლოს მიგაქვთ ის, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდით. ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ყოველთვის წარმატებით არ მიმდინარეობს. სჯობს, მოლაპარაკებები გადადოთ. კარგი დღეა ნაცნობი სამუშაოს შესასრულებლად, დაწყებული საქმეების დასასრულებლად.
ადამიანის ფსიქოლოგია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: ადვილი არ იქნება უთანხმოებებისა და კამათის თავიდან აცილება, მაგრამ ეს ურთიერთობებს არ გააფუჭებს. პატივს სცემთ სხვის მოსაზრებებს, ხვდებით, რომ ხანდახან დათმობაზე წასვლაა უპრიანი. ბევრს გამოადგება ცხოვრებისეული გამოცდილება. ხელსაყრელი დღეა ისეთი საქმეებისთვის, რომლებიც გონების მოკრებას, აკურატულობასა და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
ტყუპი: ბევრი რამ ეწყობა კარგად და სანერვიულო არაფერი გაქვთ. გარემოებების იღბლიანი თანხვედრა დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში ან პრობლემის გადაჭრაში. შესაძლებელია შეცდომების გამოსწორება. დროს უქმად არ კარგავთ და იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. ზოგიერთს დიდი ხნის ოცნება აუხდება.
კირჩხიბი: ყურადღება მიაქციეთ, როგორ ყალიბდება თქვენი ურთიერთობები კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტების და თუნდაც მცირე უსიამოვნებების თავიდან აცილება, რომ ამან შემდგომ თანამშრომლობას არ ავნოს. დანარჩენს რაც შეეხება, დღე საკმაოდ ხელსაყრელია. ჰარმონიულად ვითარდება ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2019
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: გარშემომყოფები ჩვეულებრივზე ხშირად ერევიან თქვენს საქმეებში. დღის დასაწყისში ამან შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით მარტო დარჩეთ და მიმდინარე მოვლენები გააანალიზოთ. ეს გეგმების გარკვევაში დაგეხმარებათ. დანარჩენ საკითხებში დღე ხელსაყრელია. შეგიძლიათ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. მოსალოდნელია საკმაო ოდენობის თანხის გამომუშავება.
ქალწული: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საუბრისთვის, თქვენთვის საინტერესო საქმეებზე მსჯელობისთვის. შესაძლებელია ახალი, მათ შორის გავლენიანი მოკავშირეების მოძებნა. სანამ ახალ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ ძველი საქმეები დასრულებულია და მათ ყურადღება აღარ დასჭირდება. დღეს შეიძლება გაგიჭირდეთ რამდენიმე საქმეზე ყურადღების კონცენტრირება, ამიტომ თანმიმდევრული მოქმედება აჯობებს.
სასწორი: სჯობს, არ იკამათოთ. გარშემომყოფები ყოველთვის არ გეთანხმებიან, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტების მოშველიება გაგიჭირდებათ. ცოტა მოიცადეთ და თქვენი სიმართლე მალე ყველასთვის ცხადი გახდება. საქმეებში გამოცდილ და საიმედო ადამიანებს ენდეთ, ახალ ნაცნობებთან ნუ გარისკავთ. ნებისმიერი ფულთან დაკავშირებული საკითხი აუჩქარებლად გადაწყვიტეთ.
ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2019
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: ხართ შეუპოვარი და თავდაჯერებული, რაც ხშირად გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. არ გაშინებთ რთული ამოცანების, პირიქით, ეს თქვენში ინტერესსა და აზარტს აღძრავს. გარშემომყოფები აღფრთოვანებული დარჩებიან თქვენი წარმატებებით. ბევრ გაუჩნდება თქვენი გაცნობის სურვილი. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. საღამოს სასიამოვნო მოვლენები და სიახლეები გელოდებათ.
მშვილდოსანი: რთულ საქმეებს დილითვე შეუდექით. ამ დროს მათთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება. ამავე პერიოდში შეძლებთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რომლებიც დოკუმენტების გაფორმებასთან არის დაკავშირებული. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა დასვენების, სასიამოვნო შეხვედრებისთვის. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს, გააკეთოთ მხოლოდ მარტივი და თქვენთვის საინტერესო საქმეები.
თხის რქა: რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდის შენარჩუნებას მოახერხებთ. და ეს სწორიცაა, რადგან ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში გარკვევაში. თქვენთან ურთიერთობები ბევრს უმაღლებს განწყობას. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის, თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობისთვის.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2018
ზოდიაქოს ნიშნების ოჯახური ფასეულობები
მერწყული: დამღლელი, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ბევრს მოასწრებთ. ამასთან, საკუთარი საქმეების გარდა სხვებსაც დაეხმარებით. რთული იქნება ორომტრიალისგან თავის დაღწევა, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ თქვენი საქმე წარმატებით შეასრულოთ. თანდათან მოიმატებს პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა ინიციატივის გამოსაჩენად როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში.
თევზები: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი არაა შესაფერისი დრო იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოთ ან სერიოზული საკითხები განიხილოთ. ამავე დროს, გაიგებთ ბევრ საოცარ ინფორმაციას, მაგრამ ყველას ნდობა არ შეიძლება - არაა გამორიცხული, რომ ვინმე თქვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობდეს. დღის მეორე ნახევარი იღბლიანად აეწყობა. შესაძლებელია თანხის მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0