დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 9 ნოემბერი

© photo: Sputnik / Stringerსაბადური
საბადური - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 9 ნოემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ, რადგან ურთიერთობებისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა. ურიგო არ იქნება დღის მეორე ნახევარიც, რომელიც შესაფერისი პერიოდია მუშაობის, სწავლის, ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობისთვის. პრიორიტეტების განაწილებაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი>>
ვერძი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი და რთული საქმეები. მათ დღის პირველ ნახევარში შესანიშნავად გაუმკლავდებით. ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ ბარიერს გადალახავთ, მიაღწევთ წარმატებას იქ, სადაც ამის არავის სჯეროდა. ადამიანები, რომლებიც აქამდე სათანადოდ არ გაფასებდნენ, დღეს მიხვდებიან, რომ სცდებოდნენ. დღის მეორე ნახევარი კარგად ჩაივლის პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეიძლება მოულოდნელად თავი შეგახსენოთ ადამიანმა, რომელიც ძალიან მოგენატრათ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
კურო: ურთიერთობების დღეა. განიხილეთ საქმეები, გაუზიარეთ სხვებს იდეები, მოძებნეთ თანამოაზრეები. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, შეხვედრები, რომლებიც ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სწორედ ისე დასრულდება, როგორც თქვენ გინდათ. თუ უთანხმოება გაჩნდა, სწრაფდ მოახერხებთ ოპონენტების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას. ყურადღებიანი ხართ ახლობლების მიმართ, ეხმარებით გაჭირვებაში მყოფებს.
ტყუპი: გამოიჩინეთ ინიციატივა. ამას ახლა დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მოტანა შეუძლია ცხოვრების ყველა სფეროში. თქვენთვის ჩვეული თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ოპტიმიზმი ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს გარშემომყოფებზე. ბევრს უჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი, გექნებათ სასარგებლო საქმიანი კავშირების დამყარების საშუალება. შეიძლება გაჩნდეს რაღაც ახალი ამოცანები, მაგრამ არ იჩქაროთ - მოფიქრებისა და დაგეგმვის დრო გაქვთ.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ახალი იდეების განსახილველად. თქვენი წინადადებები გარშემომყოფებს უჩვეულოდ, თამამად, მაგრამ საინტერესოდ მოეჩვენებათ. დიდი ალბათობით, იქნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი დახმარების სურვილს გამოთქვამენ. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ საკუთარ თავზე სამუშაოს ყველაზე რთულად შესასრულებელი და დამღლელი ნაწილი აიღონ. კარგი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებში მიმართვისთვის, დოკუმენტების გასაფორმებლად.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
ლომი: ეცადეთ, არ გაბრაზდეთ. დილის საათებში რთული იქნება თავის გაკონტროლება - ხასიათს გაგიფუჭებთ მცირე გაუგებრობები, უმნიშვნელო დაყოვნებები, სხვისი შეცდომები. მაგრამ თუ ემოციებს გაუმკლავდებით, სწრაფად მიხვდებით, როგორ უნდა შეცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ. ამასთან, ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენ წინაშე მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გაჩნდება. დღის მეორე ნახევარი რთული საქმეებისთვის შესაფერისი დროა.
ქალწული: დღის პირველ ნახევარში აჯობებს, თუ არ გამართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, არავისთან იდავებთ სერიოზულ თემებზე და შეინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას. ეს საკმარისი იქნება ბევრი პრობლემის ან უსიამოვნო მომენტების ასაცილებლად. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. გექნებათ რაღაც სასარგებლო ძველი კავშირების აღდგენის საშუალება.
სასწორი: ეცადეთ, დღის დასაწყისში არ გარისკოთ. ეს ნამდვილად არაა საუკეთესო დრო თამამი ექსპერიმენტებისთვის, დაუფიქრებელი ნაბიჯებისთვის. წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება, თუ წინასწარ შედგენილ გეგმას გაჰყვებით. დღის მეორე ნახევარი, პირიქით, იმპროვიზაციებისთვის შესანიშნავი დროა და საჭიროც კია. მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება, ვიდრე ელოდებოდით, შესაძლებელია არაერთი სიურპრიზი. მოსალოდნელია თანხის მიღება.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
მორიელი: კარგი დღე გელოდებათ, მაგრამ კარგი განწყობის შენარჩუნებას ყოველთვის ვერ მოახერხებთ. თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც თქვენ გინდათ, მაშინვე ნერვიულობას იწყებთ. გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები, სინამდვილეში, არც ისე სერიოზულია, როგორც გეჩვენებათ. მათი გადალახვის გზებს აუცილებლად იპოვით. ფულთან მიმართებით ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან დღეს ძალზე ქარაფშუტულად ეკიდებით მას, შეგიძლიათ უსარგებლო ნივთებში უამრავი თანხა გადაყაროთ.
მშვილდოსანი: ეცადეთ, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში გაერკვეთ. როდესაც გააცნობიერებთ, რა გაწუხებთ სინამდვილეში, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ და მიხვდებით, რომელი გზა უნდა აირჩიოთ სამოქმედოდ. თუ დღის პირველ ნახევარში ყურადღების კონცენტრაცია საკუთარ საქმეებზე ჯობია, დღის მეორე ნახევარი სხვების დახმარებისათვის გამოყავით. შეძლებთ რთულ სიტუაციებში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებას.
თხის რქა: ძალიან გამოგადგებათ ადამიანების ამოცნობის უნარი. საკმარისი იქნება ხანმოკლე საუბარი, რომ ადამიანზე სწორი შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდეთ, გაიგოთ, რითი შეგიძლიათ მისი დაინტერესება, გქონდეთ თუ არა მისი მხარდაჭერის იმედი. განსაკუთრებულად გულახდილი არავისთან ხართ, გარშემომყოფები კი პირიქით - სიამოვნებით გიშლიან გულს. დღის მეორე ნახევარში ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეთ. მოემზადეთ რთული კითხვებისთვის - ვიღაცას შეიძლება თქვენი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება სურდეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს ვერავინ.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2019
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ხელსაყრელი დღეა - იღბლიანი, საინტერესო და ნაყოფიერი. ახლა ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ეს უნდა გამოიყენოთ იმისთვის, რომ დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. არ არის გამორიცხული, რომ ამაში ახალი ნაცნობები დაგეხმარონ. დღის მეორე ნახევარში უჩვეულო მოვლენები გელოდებათ, რაღაც ახალი ამბები, რომლებიც ჩვეულ მოვლენებზე ახლებურად შეხედვას გაიძულებთ. შესაძლოა, დაგეგმილ საქმეზე უარი თქვათ და უფრო საინტერესოს მოჰკიდოთ ხელი.
თევზები: ეცადეთ, ილუზიები არ ააგოთ და ყველაფერს რეალურად შეხედოთ. ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს გაუმკლავდეთ, დაასრულოთ ადრე დაწყებული. არაა გამორიცხული უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება პროფესიული თვალსაზრისით. ახლობლებთან ურთიერთობებში მოთმინება დაგჭირდებათ. თქვენი ხშირად სწორად არ ესმით და ეს გაღიზიანებთ, თუმცა სერიოზული საბაბი უთანხმოებებისთვის არ გაჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0