დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 ნოემბერი

CC0 / Flickr / David Wei Wong / Millaa Millaa water fallsჩანჩქერი მილა-მილა
ჩანჩქერი მილა-მილა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 8 ნოემბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
კარგი დღეა მიმდინარე საქმეებში ჩასართავად. მთვარე თხის რქის ნიშანში ადამიანებს პრაქტიკულობას სძენს, ხოლო კავშირი ვენერასთან, მერკურისა და მარსთან – კომუნიკაბელურობას, ენერგიასა და ლოიალობას. შესაძლებელია სასიამოვნო მომენტები, სასარგებლო სიახლეების გაგება. ხელიდან არ უნდა გაუშვათ მოლაპარაკებების, მგზავრობის, მომგებიანი თანამშრომლობის შანსები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დიპლომატიური დამოკიდებულებაა საჭირო. პირველ რიგში, ესენი არიან ქალები, უფროსი თაობის ნათესავები, პარტნიორები, იურისტები და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები. არაა საჭირო უარყოფა წინადადებების, რომლებიც ეხება შემოსავლებს, საერთო რესურსებს, კომპენსაციებს, ფინანსურ საკითხებს, გარიგებებს.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
კურო: დღეს იმედისმომცემი გარემოებები შეიქმნება. გაჩნდება შანსი, რომ საქმე მოაგვაროთ მანამდე, სანამ ის კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება. არ არის გამორიცხული წინადადების მიღება საქმიანი პარტნიორის ან კონკურენტისგან. თუ პრობლემა სისტემური ხასიათისაა, რჩება დაპირისპირების შემსუბუქების შანსი. დაგჭირდებათ ახლობელი ადამიანი, რომელიც სამართლებრივ ასპექტებში ერკვევა. დროს ნუ დაკარგავთ.
ტყუპი: სასურველია, ყურადღება საქმეების კრიტიკულ დეტალებზე გაამახვილოთ – გაჩნდება შანსი, მიიღოთ მომსახურება, შეღავათი ან კომპენსაცია. მნიშვნელოვანია სიახლეებისთვის თვალყურის დევნება და სასარგებლო კავშირების გამტკიცება. კარგი იქნება, თუ ინტერესს გამოამჟღავნებთ მკურნალობის, დასაქმების, რემონტის, დაზღვევისა და სხვა საკითხების მიმართ. არ გაწყენთ პირად ურთიერთობებში ინტიმური ნიუანსების განხილვა.
კირჩხიბი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ დიპლომატიური და არ უარყოთ მშვიდობიანი წინადადებები, რა ფარული განზრახვაც არ უნდა იდოს მათში. შეგიძლიათ თანამშრომლობის შესაძლებლობის გამოყენება, თუმცა სიფრთხილით. დღეს ძველი არაკეთილმოსურნეები შეიძლება უცბად ძალზე მომხიბლავი გახდნენ და მოულოდნელად იდუმალ დათმობებზე წავიდნენ. შესაძლებელია რთულ პირად ურთიერთობებში დათბობა.
მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2020
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში
ლომი: დღეს თქვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს რუტინული სამუშაო. არ დაივიწყოთ ჯანმრთელობის შესახებაც. შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივით: სასარგებლო და სასიამოვნო მცირე განახლებებით, კონტაქტების მოგვარებით კოლეგებთან, პერსონალთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან. შესაფერისი დღეა ექიმთან კონსულტაციისთვის, ოჯახური ან სამსახურებრივი თათბირისთვის, რემონტისა და მსგავსი სხვა საქმიანობისთვის.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, არსებითი პრობლემები გადაჭრათ და არ დაელოდოთ მათ გამწვავებას. კარგი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტების მოსაგვარებლად, რაღაც განახლებებისთვის. შესაძლებელია სასიამოვნო ახალი ამბების გაგება. არაა გამორიცხული, რომ წარსულის გაცოცხლება გახდეს საჭირო – ძველი მარშრუტის განახლება, კავშირების, სიმპათიის ობიექტთან კონტაქტის აღდგენის და სხვ.
სასწორი: დღეს თქვენი ყურადღება სახლზეა მიპყრობილი. არის შანსი, გააუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ სახლში სიმყუდროვის შექმნაზე რემონტის, მოწესრიგება–დასუფთავების ან, რაც მთავარია, უსიამოვნებების პროფილაქტიკის მეშვეობით. არ გადადოთ თათბირი სახლის ბინადრებთან მემკვიდრეობის, საოჯახო ბიზნესის ან სხვა ერთობლივი საკითხების შესახებ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
მორიელი: პროდუქტიული და სასიამოვნო დღეა. ის შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაციით, სასარგებლო ინიციატივით ან საინტერესო იდეით დაიწყოს. ვარსიკვლავები გირჩევენ, არ გადადოთ თქვენი გეგმების რეალიზება, განსაკუთრებით, თუ ეს უკავშირდება კონტაქტებს, გადაადგილებას, ინფორმაციის მოპოვებას. დრეს დახმარებას ყველა სფეროში იპოვით. საქმიან ინტერესებთან ერთად გაჩნდება რომანტიკული ან მეგობრული სიმპათიები.
მშვილდოსანი: დღეს თქვენს ყურადღებას მიიქცევს მატერიალური საქმეები და მათთან დაკავშირებული ნიუანსები. შესაძლებელია ახალი ამბების გაგება რამის ყიდვასთან დაკავშირებით, რაღაც გადასახადებზე. არ ღირს ახალი რამის შეძენა, თუ მას წინასწარ არ შეამოწმებთ. ეს დღე უფრო შეესაბამება ძველ დაგროვებულ საკითხებს. კარგად შეისწავლეთ ყველაფერი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დარწმუნდით, რომ გარიგებების დეტალები არ გამჟღავნდება.
თხის რქა: დღეს რამდენიმე სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. ეს შეიძლება იყოს საჩუქარი, რამის შეძენა, პოვნა, პირადი მომხიბვლელობის ამაღლება, პერსპექტიული საქმიანი წინადადება. ძველი კავშირები, სიმპათიები თუ იდეები შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს სამომავლოდ. მიუხედავად მერყეობისა და გაუგებრობებისა, ძალიან დიდი შანსები გაქვთ, რომ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2018
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, საქმეები საიდუმროდ მართოთ. ამისთვის დიდი ყურადღება გმართებთ, უნდა გაფრთხილდეთ, რომ რამე პროვოკაციას არ წამოეგოთ, რომლებიც თქვენი საიდუმლოს თუნდაც რაღაც ნაწილს გათქვამს. არ ღირს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის, პირადი სიმპათიის, ჯანმრთელობის პრობლემების, კერძო ცხოვრების დეტალების (არც წარსულის და არც აწმყოსი) აფიშირება. რეკომენდებულია პრივატული გარიგებები, საიდუმლო შეხვედრები და მოლაპარაკებები.
თევზები: დღეს შესაძლოა, სასიამოვნო სიახლე გაიგოთ ან წინადადება მიიღოთ, რომელიც ერთდროულად წარსულს გაგახსენებთ და მომავალზე დაგაფიქრებთ. ეს შეიძლება იყოს წინადადება ყოფილი კოლეგებისგან და წარსული სიყვარულის შეხსენება. ამ დღის იდეები პოტენციურად ხელსაყრელი და პერსპექტიულია, მაგრამ სჯობს, დასკვების გამოტანა არ იჩქაროთ და თავს ვარიანტების მოფიქრების დრო მისცეთ.
ყველა ახალი ამბავი
0