დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERმარტყოფი
მარტყოფი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 7 ნოემბერია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს დიდებისა და წარმატების წუთი, მაგრამ ყველაფერი სარგებელს არ მოიტანს. შესაძლებელია რაღაც სიურპრიზები და ყოველთვის სასიამოვნო – არა. საჭიროა ფაქტების შემოწმება, არ უნდა ვენდოთ ახალ ნაცნობებს, არ უნდა მოვტყუვდეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ ყველას გავეცლებით და მოვდუნდებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი>>
ვერძი: საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ. თავი ხელში აიყვანეთ და ეცადეთ, მის მოტივებს გაუგოთ. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ შანსი ყოველ კუთხე–კუნჭულში გელოდებათ, ამიტომ იაქტიურეთ, არ დაიზაროთ შრომა. საჭიროა ყურადღება ჯანმრთელობის მიმართ. ნუ ეცდებით ვინმეზე ზეწოლას – ამან შესაძლოა, კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ფინანსურად იღბლიანი კვირის დღეები და თვის რიცხვები – ისარგებლეთ მთვარის კალენდრით
კურო: შეინარჩუნეთ სულიერი სიმტკიცე, იკონტაქტეთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოზიტიურად არიან განწყობილი. ეს დაგეხმარებათ, რომ დღე მხიარულად და საინტერესოდ გაატაროთ. არაა გამორიცხული, რომ შეუძლოდ იგრძნოთ თავი, ამიტომ სჯობს, სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. ურთიერთობებშიც პრობლემები შეიძლება გაჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად მეტად გულწრფელი იყავით ადამიანებთან.
ტყუპი: თქვენში განგაშის გრძნობა იზრდება და გიჭირთ თავის ხელში აყვანა. გახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემა დროებითია. გქონდეთ მეგობრების იმედი – ისინი მხარში ამოგიდებიან. წაგადგებათ, თუ დღეს საკუთარ თავს შეაქებთ და ასევე დაასაჩუქრებთ, მაგალითად, შეიძენთ რამეს, რომელიც დიდი ხანია გსურთ. ეს განწყობას აგიმაღლებთ. რთული საქმეების დამთავრებაში შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: საუბრით ნებისმიერი, მათ შორის უკვე „მკვდარი“ ურთიერთობების გაცოცხლება შეგიძლიათ. ასე რომ, ნუ გადაწვავთ ხიდებს, არამედ მოუსმინეთ თანამოსაუბრეს და კომპრომისზე წადით. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ეს კავშირები მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. ამისთვის პირადი შეხვედრა არც არის საჭირო – შეგიძლიათ დაურეკოთ მათ ან მისწეროთ. კორონავირუსის პანდემიის დროს ეს შესაფერისი ვარიანტია.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები
ლომი: გიყვართ საკუთარი თავის წარმოჩინება და ნიჭის რეკლამირება. სწორედ ეს უნდა გააკეთოთ დღეს. გაქვთ კარიერული წინსვლის შანსი. შესაძლოა ამისთვის ბრძოლა მოგიხდეთ, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გაიმარჯვებთ, თუ საუკეთესო თვისებებს გამოამჟღავნებთ. ბრძოლაში საეჭვო ხერხების გამოყენება არ ღირს. ახლა ვარსკვლავები ახალ პროექტებსა და საქმეებს დაუჭერენ მხარს, ამიტომ გააკეთეთ ის, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ და აქამდე ვერ დაიწყეთ.
ქალწული: მნიშვნელოვანი საქმეები და სახლის საზრუნავი ერთი წუთით არ დაგასვენებთ. ეცადეთ, დრო სწორად დაგეგმოთ, რომ საღამოს მოდუნება და სამუშაო კვირისთვის ძალების აღდგენა მოახერხოთ. შესაძლოა, რაღაც სიახლეებმა ძალიან გაგახაროთ და მომავლის იმედი ჩაგისახოთ. იქონიეთ მეტი ურთიერთობები, არავინ იცის, საიდან მიიღებთ სასიხარული ახალ ამბავს. მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, სიფრთხილის ზომები არ დაივიწყოთ.
სასწორი: დღეს თქვენთვის ყველაფერი ფრიად საინტერესო იქნება. ჩვეულებრივ ყოფით საქმეებსაც კი ენერგიულად შეუდგებით. ეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ და ეს მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მცირე კოსმეტიკური რემონტი გააკეთოთ, მოიმარაგოთ მთელი კვირის პროდუქტები. ასევე კარგი იქნება, თუ საკუთარ პრობლემებს ახლობლებს გაუზიარებთ. შესაძლოა, მათ კარგი რჩევა მოგცენ.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2019
სიყვარულში უიღბლო ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: დილით ფრთხილად უნდა იყოთ – არაა გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი მოტყუება მოინდომოს. დღისით უკვე შეგიძლიათ მოდუნდეთ. დღეს ძალიან გაწუხებთ ფულზე ფიქრი. ეცადეთ ნაკლები იფიქროთ თანხის დახარჯვაზე. უფრო მის გამომუშავებაზე იფიქრეთ და ამის გზები მოძებნეთ. გულწრფელი საუბრები დღეს ურთიერთობებს განამტკიცებს, ამიტომ არ შეუშინდეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან საკითხებზე ლაპარაკს.
მშვილდოსანი: საქმეები მშვენივრად ეწყობა. ძალზე მნიშვნელოვანია სულიერი სიმტკიცისა და ოპტიმიზმის შენარჩუნება – ეს რაც შეიძლება მეტი ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ. სასიყვარულო ფრონტზე მცირე პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, რადგან, როგორც ჩანს, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ბოლო დროს ნაკლებად უგებთ ერთმანეთს. ეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობები. მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებსა და პრეტენზიების წაყენებას.
თხის რქა: დაისვენეთ და მხოლოდ ის საქმეები გააკეთეთ, რაც გაინტერესებთ. რთული კვირა გელოდებათ უამრავი რთული ამოცანით, ამიტომ დღეს უნდა მოდუნდეთ და ენერგია მოიმარაგოთ შემდეგი სამუშაო კვირისთვის. კარგი იქნება, თუ კომფორტის ზონიდან გახვალთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედოთ. მაგრამ თუ სახლიდან გახვალთ, სიფრთხილის ზომები არ დაგავიწყდეთ: პირბადე, დისტანციის დაცვა.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მერწყული: დაანებეთ თავი რთულ საქმეებსა და ამოცანებს. დღეს დასვენებისა და მოდუნების დღეა. ფიზიკურ ვარჯიშშიც პაუზის აღებაა საჭირო. ჩართეთ საინტერესო ფილმი, აიღეთ წიგნი ან მეგობრებს დაუკავშირდით – ახლა ეს ყველაზე მეტად გარგებთ. საღამოს შეგიძლიათ გაისეირნოთ, იფიქროთ საკუთარ იდეებზე, დააწყოთ გეგმები, თუ როგორ განავითარებთ ამ იდეებს და მნიშვნელოვანი პროექტის ფორმას მისცემთ, რომელიც ბევრს დააინტერესებს..
თევზები: დილით გარკვეული უსიამოვნებებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება ყავა გადაისხათ, ცუდი ამბები გაიგოთ, ან ახლობელ ადამიანს ეჩხუბოთ. ასე რომ, ყურადღებით იყავით. დღისით კი უკვე შეიძლება თავისუფლად ამოსუნთქვა, მოდუნება – ცუდი არაფერი მოხდება. არ ღირს აჩქარება, რადგან ამან შეიძლება პრობლემა გააჩინოს, ან რამე მნიშვნელოვანი ნიუანსი გამოგეპაროთ. ამიტომ იმოქმედეთ ნელა და მშვიდად.
ყველა ახალი ამბავი
0