დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERსაბადურის ტყე
საბადურის ტყე - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 6ნოემბერია, შაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
სასიამოვნო, მსუბუქი და საინტერესო დღეა. შეგიძლიათ უჩვეულო საქმიანობა, რომელიც ასევე უჩვეულო ნაცნობობასთან მიგიყვანთ. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. სასიამოვნოდ ჩაივლის სამომავლო გეგმების დაწყობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ნოემბერი>>
ვერძი: თუნდაც რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს, კონტროლს არ კარგავთ. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად დიდი დრო არ გჭირდებათ. როგორ უნდა მოიქცეთ, ამაში ხშირად ინტუიცია გეხმარებათ. შესაძლებელია რთული საქმეების წარმატებით დასრულება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. მოსალოდნელია თანხის მიღება, შესაძლებელია კარგი იდეები გაგიჩნდეთ, რომ ეს თანხა სწორად გადაანაწილოთ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
კურო: გულთან ახლოს ნუ მიიტანთ სირთულეებს, რომლებიც დღის პირველ ნახევარში შეიძლება გაჩნდეს. ეს არცთუ სასიამოვნო დროა და სრულიად შესაძლებელია რაღაც დაძაბული მომენტები შეიქმნას. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაიზრდება და პრობლემების მოგვარდება. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და სასიამოვნო იქნება. კარგი დროა ურთიერთობებისთვის.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა, რომელიც მოიტანს კარგ სიახლეებს, საინტერესო წინადადებებს. შესაძლოა, თავი შეგახსენონ ძველმა ნაცნობებმა. შუადღე შესანიშნავი დროა სამუშაო, სასწავლო ან ბიზნეს გეგმების დასაწყობად. შეიძლება გაჩნდეს ძალიან კარგი იდეები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ მათ გულთან ახლოს არ მიიტანთ და სწორადაც იქცევით.
კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში, დიდი ალბათობით, გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ირგვლივ მყოფებთან. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება განმარტოების, ბოლო დროის მოვლენების განხილვის სურვილი. ნაშუადღევს თავს უფრო მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ. იგრძნობთ, რომ მზად ხართ შეხვედრებისა და საუბრებისთვის მათთანაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ გაიცანით. დღის მეორე ნახევარში კარგ ამბებს გაიგებთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2018
ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი
ლომი: ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. ბევრ რამეში გაგიმართლებთ. შეგიძლიათ რთულ და მანიშვნელოვან საქმეებს შეეჭიდოთ, მიაღწიოთ მიზნებს იმაზე სწრაფად, ვიდრე ელოდებოდით. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა დასვენებისთვის. პაუზა მცირე ხნით დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. თავს უფრო ენერგიულად იგრძნობთ. არასასურველია ამ დროს რამის ყიდვა, სესხის გაცემა.
ქალწული: არ ღირს დღის დაწყება სერიოზული საუბრებით ან ყველასთვის მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობით. რთული იქნება საერთო ენის გამონახვა იმათთანაც კი, ვისთანაც ამის პრობლემა არასდროს გქონიათ. შეიძლება არასასიამოვნო მოგონებები ამოტივტივდეს. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება. გაგახარებთ კარგი სიახლეები, სასიამოვნო სიურპრიზები. კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის.
სასწორი: განეწყვეთ სერიოზულად, თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გაქვთ დაგეგმილი. თუ გექნებათ იღბლის იმედი, სჯობს, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და არ დაუშვათ მხირე შეცდომაც კი. პოზიტიური ტენდენციების გავლენა დროთა განმავლობაში გაძლიერდება და დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდი და სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებით ხელსაყრელია ეს დრო სწავლისთვის.
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ნოემბერი და ზოდიაქოს ნიშნები – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
მორიელი: დღის დასაწყისი შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. ნებისმიერზე შეგიძლიათ კარგი შთაბეჭდილების მოხდენა, თან ამისთვის ზედმეტი მცდელობა არც დაგჭირდებათ, უბრალოდ, იყავით ის, ვინც ხართ, ადამიანები ამას დააფასებენ. არაა გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. დღის მეორე ნახევარი უფრო მშფოთვარე იქნება, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით.
მშვილდოსანი: დღის პირველ ნახევარში, შესაძლოა, ყურადღების კონცენტრაცია გაგიჭირდეთ. მოგიწევთ რამდენიმე საქმეზე ერთდროულად ფიქრი. მოახერხებთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ მხედველობიდან, არაფერი აურიოთ. დროთა განმავლობაში ვითარება უფრო მშვიდი და სტაბიოლური გახდება და მოგეცემათ თანმიმდევრულად მოქმედების საშუალება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.
თხის რქა: გაქვთ სიხარულის საბაბი. დღე იღბლიანად ჩაივლის. გექნებათ შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდეთ იმას, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ, გადაჭრათ საკითხები, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდით. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ წვრილმანებზე. ის, რაც დღეს უმნიშვნელო გგონიათ, მოგვიანებით შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. რაღაც უჩვეულო მოვლენებმა შესაძლოა საინტერესო აზრები გააჩინოს.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
მერწყული: ბევრი საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – ყველაფერს მოასწრებთ, რაც დაგეგმეთ. შესაძლოა, მოახერხოთ იმ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, რომლებმაც ჩიხში მოგაქციეს. ამაში გამოცდილება და ჯანსაღი აზრი დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ვიზიტები, შეხვედრები დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან. სალაპარაკო თემები ნამდვილად არ შემოგელევათ.
თევზები: შესანიშნავი, მშვენიერი და მრავალფეროვანი დღე გელოდებათ. გაჩნდება გეგმები და მათ რეალიზაციას ენთუზიაზმით შეუდგებით. შესაშური ენერგიით ხართ აღსავსე. შეიძლება გამოგივიდეთ ის, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. დღე მოგცემთ ადრე დაშვებული რაღაც შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ეს პირად ურთიერთობებსაც ეხება – გაჩნდება შანსი, რომ შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც ადრე აწყენინეთ.
ყველა ახალი ამბავი
0