დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 ნოემბერი

© Pixabay / samvsmithარწივი მთებში
არწივი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 5ნოემბერია, პარასკევი. ახალმთვარეობა მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა თემაზე საუბრისთვის. ახლა შესაძლებელია მშვიდად და კონსტრუქციულად განხილვა იმის, რაც აქამდე დიდი კამათის საგანი იყო. მოხერხდება კონფლიქტების თავიდან აცილება, ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღება. ჩამოყალიბდება უჩვეულო კავშირები. ადამიანები ადვილად პოულობენ საერთო ენას.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი>>
ვერძი: ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვანზე. ხელსაყრელი დღეა სასარგებლო საქმეებისთვის, სერიოზული მუშაობისთვის. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიყენოთ, რათა რეალიზება მოახდინოთ დიდი ხნის ჩანაფიქრის. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები, უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის. სიფრთხილეა საჭირო მხოლოდ ფინანსებთან დაკავშირებით.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2017
მამაკაცებისთვის: ენდეთ ფსიქოლოგებს – იმსჯელეთ ქალზე მისი დაბადების თვის მიხედვით
კურო: არ იჩქაროთ სერიოზულ საქმეებთან შეჭიდება. დღის პირველი ნახევარი უფრო მცირე ამოცანების გადაწყვეტას მიესადაგება, რომლებიც ასევე მოითხოვს ყურადღებას. ახალი და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება მოგვიანებით აჯობებს. თანდათანობით ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და წარმატების მიღწევაც იოლდება. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: სიჩქარეა საჭირო. ბევრ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწევთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, რაღაც მოვლენები, რომელთა წყალობით ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ ჯობია მოქმედება. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა. გარშემომყოფებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნის ან იმ ადამიანთან შეხვედრისთვის, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ.
კირჩხიბი: არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა. დიდი ალბათობით, დღე თქვენი მოლოდინების შესაბამისად არ ჩაივლის. მოსალოდნელია სიურპრიზები, მოვლენები, რომელბსაც ვერანაირად ვერ გათვლიდით. თუმცა სერიოზული პრობლემები არ შეიქმნება, ხოლო მცირე სირთულეებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. არცთუ საუკეთესო დღეა სხვადასხვა ოფიციალურ ორგანიზაციაში მიმართვისთვის, თუმცა შეგიძლიათ ინფორმაციის შეგროვება.
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2019
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი
ლომი: არ გადადოთ საქმიანი შეხვედრები და სერიოზული საკითხების განხილვა. დღის დასაწყისი მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ შესანიშნავი დროა. საკუთარ სიმართლეში იმასაც კი დაარწმუნებთ, რომელსაც არაფრის მოსემნა არ სურდა. და აქ საქმე მხოლოდ არგუმენტებში არაა, არამედ თქვენს მომხიბვლელობაშიც. მცირე უსიამოვნებები ახლობლებთან ურთიერთობებში წარსულს ჩაბარდება. საღამო შესაფერისი დროა ოჯახური ღონისძიებებისთვის.
ქალწული: ილაპარაკეთ პირდაპირ, მიკიბვ–მოკიბვის გარეშე. დღეს არაა საჭირო ეშმაკობა, მინიშნებები ან დადუმება. გარშემომყოფებს გაახარებს თქვენი გულწრფელობა და პატიოსნება, თუნდაც ხანდახან თქვენი გამონათქვამები უხეში იყოს. კარგი დღეა რთული და საპასუხისმგებლო მუშაობისთვის. მოახერხებთ მცირე დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება მოპმავალი სასიკეთო ცვლილებების დასაბამი გახდეს.
სასწორი: განეწყვეთ მშვიდობიანად, მოერიდეთ დაძაბულ კამათს და ეძებეთ კომპრომისები. მაქსიმალურად თავშეკავებული და მომთმენი იყავით ადამიანებთან, თუ ვერ მოახერხებთ მათთან შეთანხმებას და ერთი და იმავეს გამეორება ბევრჯერ გიწევთ. შესაძლებელია რაღაც მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულება. აქ მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა, დეტალებისადმი მაქსიმალური ყურადღება. ასე სავალალო შეცდომებს აირიდებთ თავიდან.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მორიელი: შესანიშნავად უმკლავდებით რთული საკითხების გადაწყვეტას, რადგან ხედავთ იმას, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს. დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობების, საერთო ენის გამონახვის უნარიც. ურთიერთობები, რომლებიც დღეს საქმიანი ხასიათისა იქნება, მოგვიანებით შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად ჩამოყალიბდეს. დღის მეორე ნახევარში მცირე ოჯახური პრობლემებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ხარჯებს უკავშირდებოდეს.
მშვილდოსანი: ეძებეთ მოკავშირეები. დღეს გაქვთ შანსი, რომ თქვენ მხარეს გადმოიბიროთ ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ძველი მეტოქეები მიხვდებიან, რომ თქვენთან მტრობას თანამშრომლობა ჯობია. შესაძლებელია ნაცნობობა, რომლითაც რომანტიკულ ისტორიას დაედება სათავე. კარგი დღეა საყიდლებზე წასვლისთვის. ასევე არაა გამორიცხული საჩუქრების მიღება, რომლებიც ძალიან გაგახარებთ.
თხის რქა: ვარსკვლავები დღეს განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი არიან თქვენ მიმართ, ამიტომ დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. შეგიძლიათ ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ და წინ წაიწიოთ. შესაძლებელია შესამჩნევი ცვლილებები უკეთესობისკენ ურთიერთობებში, რომელიც ბოლო დროს დაძაბულად ვითარდებოდა. კარგად ხვდებით, რა სურთ თქვენგან გარშემომყოფებს. საღამო კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ნოემბერი და ზოდიაქოს ნიშნები – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
მერწყული: ეცადეთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოუსმინოთ ინტუიციას დღის პირველ ნახევარში. მისი კარნახით შესაძლებელია პასუხების პოვნა მნიშვნელოვან კითხვებზე, პრობლემების გადაწყვეტა. საქმეებისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, რთული იყოს ირგვლივ მყოფებთან შეთანხმება – დღეს ისინი ყოველთვის სწორად ვერ გიგებენ. თქვენ მომთმენი იქნებით და ეცდებით, რომ ამის გამო კონფლიქტი არ წარმოიშვას.
თევზები: ყველას ნუ ენდობით. ნამდვილად წაგადგებათ მცირეოდენი ჯანსაღი სკეპტიციზმი. განსაკუთრებით იფრთხილეთ, როდესაც რეალობისგან შორს მყოფ მაცდურ საქმიან წინადადებებს შემოგთავაზებენ – წამიერად გამდიდრება დღეს ნამდვილად არ „გემუქრებათ“. დღეს განსაკუთრებულად გაგახარებთ სხვებზე მზრუნველობა, რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ახლობლების დახმარება. გახსოვდეთ, რომ დღეს გაკეთებული სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0