დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ნოემბერი

© photo: Sputnik / Pavel Lvov / გადასვლა მედიაბანკშიზღვა და კლდე
ზღვა და კლდე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 4 ნოემბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დღის დასაწყისში მოულოდნელობებია მოსალოდნელი, რომელთა გამო, შესაძლოა, გეგმების შეცვლა გახდეს საჭირო. აუცილებელია მეტი მოქნილობა, საჭიროა შეწყვიტოთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელების მცდელობა, გააცნობიერეთ, რომ ზოგიერთი საქმე მოიცდის. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხარდაჭერა. შეარჩიეთ ყველაზე ახლობელი ადამიანი და მას გული გადაუშალეთ. ასე განწყობა აგიმაღლდებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ნოემბერი>>
ვერძი: მნიშვნელოვანია, რომ უკან არ დაიხიოთ სირთულეების წინაშე. საქმეებს ცუდად არ უმკლავდებით, მაგრამ ამას ძალისხმევა სჭირდება. მზად იყავით იმისთვის, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება შეიძლება მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით, რომ ეს შეცდომები ვინმე არაკეთილმოსურნემ თქვენ არ მოგაწეროთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ წესრიგის შენარჩუნება და გეგმის მიხედვით მოქმედება, მაინც მოსალოდნელია გაუგებრობები.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: უნდა იჩქაროთ. საჭიროა მტკიცე მოქმედებები, რომ მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწიოთ. არ გადადოთ დიდი ხნით სერიოზული საქმეები, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებსაც სარგებლობის მოტანა შუძლიათ თქვენთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები, უფრო მეტად საოჯახო საქმეებთან, ხარჯებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.
ტყუპი: როგორც არ განვითარდეს მოვლენები, იყავით სერიოზული და გახსოვდეთ უმთავრესი მიზნები. ბევრია დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა გაუძლოთ ცდუნებებს, წამიერ სურვილებს, არ აჰყვებით პროვოკაციებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სანამ თავის გაკონტროლებას შეძლებთ, ყველაფერი კარგად აეწყობა. დღის პირველი ნახევარი შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს, ხოლო მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება.
კირჩხიბი: არაფერზე ინერვიულოთ. დღეს ყველაფერი კარგად გამოგდით, თუმცა ერთბაშად არა. ხანდახან ჩვეული მეთოდები არაეფექტურია და ახლის მოფიქრებაა საჭირო იმისთვის, რომ საჭირო შედეგი მიიღოთ. ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით, თუ არ ინერვიულებთ და წვეილმანებზე არ „ჩაიციკლებით“. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ყველასთან იოლად პოულობთ საერთო ენას. ბევრი მოისურვებს თქვენთან დაახლოებას, დამეგობრებას.
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2020
არომატი, როგორც აფროდიზიაკი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული
ლომი: არ ინერვიულოთ, თუ დღის დასაწყისში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. შესაძლებელია გარკვეული მოულოდნელობები, მაგრამ ეს ახალ შესაძლებლობებს გახსნის თქვენ წინაშე და ჩანაფიქრის განხორციელებას არ შეუშლის ხელს. გელოდებათ ძალიან სასიამოვნო ურთიერთობები, როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. ბევრს მოსწონს თქვენი იდეები, მათაც კი, ვინც, ჩვეულებრივ, სკეპტიკურად არის განწყობილი თქვენ მიმართ.
ქალწული: დღე საინტერესოდ იწყება, შეიძლება გაჩნდეს ახალი უჩვეულო იდეები, გეგმები, რომელთა დაუყოვნებლივ განხორციელების სურვილი იქნება. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომელთა წყალობით იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ. დღის მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი და რთული საქმეების დროა. დაგჭირდებათ სიჯიუტე და სიმტკიცე, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.
სასწორი: დამღლელი დღეა, მაგრამ ნაყოფიერი. შეიძლება ახალი მცირე ამოცანები გაჩნდეს, რომელთა გამო თქვენთვის უფრო საინტერესოზე ყურადღება ვეღარ გაამახვილოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, გადაწყვეტთ პრობლემებს. დღეს თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. სურვილი გაქვთ, რომ მათ თქვენი გულისტკივილის შესახებ უამბოთ. აუცილებლად მიიღებთ სათანადო რჩევებს და მხარდაწერას მათგან.
მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?
მორიელი: იფიქრეთ. ეს დღეს შესანიშნავად გამოგივათ. რაც უფრო რთულია თქვენ წინაშე მდგარი ამოცანა, მით უფრო სასიამოვნოა მათი გადაწყვეტის პოვნა. ბევრ რამეს განსხვავებულად უყურებთ, ამჩნევთ იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. გარშემომყოფები აღფრთოვანებული იქნებიან თქვენით. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დამეგობრების სურვილი. საღამოსთვის ნუ დაგეგმავთ რამე რთულ და დამღლელ საქმეებს. სჯობს, დაისვენოთ და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.
მშვილდოსანი: დღე იღბლიანი იქნება, თუ თავად არ შეიქმნით პრობლემებს. კარგად მოფიქრებული ნაბიჯები მიზანთან მიგიყვანთ, გადაწყვეტილებები სწორი აღმოჩნდება. ცუდად იქნება საქმე, თუ ემოციებით იმოქმედებთ. ფულთან დაკავშირებულ საქმეებში უზადო წესრიგი უნდა იყოს. იფრთხილეთ რამის ყიდვის დროს, არაა საჭირო ძვირად ღირებულის ყიდვა. შეამოწმეთ, რომ ყველა გადასახადი გადაიხადეთ.
თხის რქა: არ ინერვიულოთ. ცუდი დღე არაა, თუმცა მშფოთვარე – კი. აღმოცენებულ სირთულეებს სწრაფად გაუმკლავდებით. არ იფიქროთ, რომ გეგმების რეალიზებაში რაღაც შემთხვევა, გაუთვალისწინებელი მოვლენა ან გაჭიანურებული დავა შეგიშლით ხელს. კარგი იქნება გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დღეა სერიოზული საკითხების განსახლველად. ჰარმონიულად აეწყობა ურთიერთობები.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2019
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები
მერწყული: შესანიშნავი იდეების, კარგი სიახლეებისა და სასარგებლო აღმოჩენების დღეა. შეძლებთ გადაწყვეტას იმ საკითხების, რომლებსაც ჩიხში შეჰყავდით თქვენც და თქვენი ნაცნობებიც. სამუშაო ამოცანების გადაჭრაში ხშირად დაგემხარებაღ ძველი საქმიანი პარტნიორების, ყოფილი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია. არ გაუშვათ ძველი კავშირების აღდგენის შანსი. მოუსმინეთ ირგვლივ მყოფებს, მაგრამ მათთან გულახდილობას ნუ იჩქარებთ.
თევზები: ჩვეულებრივზე მეტად მოგიწევთ სხვისი საქმეების გაკეთება, სხვა ადამიანების შეცდომების გამოსწორება. რა თქმა უნდა, ეს არ აღგაფრთოვანებთ, მაგრამ არც ძალიან გაღიზიანებთ, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, ოპტიმიზმსა და კარგ განწყობას. დიპლომატიურობა დაგეხმარებათ წვრილმანებისა და გაუგებრობების გამო გამოწვეული კონფლიქტების მოგვარებაში. ოჯახში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი. შეგიძლიათ საოჯახო დღესასწაული მოაწყოთ.
ყველა ახალი ამბავი
0