დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ნოემბერი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 3 ნოემბერია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ინტუიციის მინიშნებებისადმი, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მიზნებისკენ უმოკლესი გზის მოძებნაში. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, სერიოზული საკითხების განხილვისთვის. არის დიდი ალბათობა, რომ დღეს რომანტიკულ ურთიერთობებს ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც უამრავ კაშკაშა ემოციას მოიტანს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ნოემბერი>>
ვერძი: ეცადეთ, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ დღის პირველი ნახევარი, არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ. თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. კარგი დროა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ. დღის მეორე ნახევარში რთული იქნება ყურადღების კონცენტრაცია.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
კურო: დღის დასაწყისში წვრილმანებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მათ გამო ნუ ინერვიულებთ. რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ სარგებლის მიღება აქედანაც შეიძლება. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ახალი გარემოებების გამოყენება ძველი მიზნების მისაღწევად. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მომენტები შეიქმნება. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ტყუპი: ეცადეთ, დილიდან არვისთან იკამათოთ. ეს ადვილი არ იქნება. რთულია ურთიერთპრეტენზიებისა და წყენების თავიდან არიდება, გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ყველას მოეწონება. სჯობს, გადადოთ სერიოზული საკითხების განხილვა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, კარგი სიახლეები. მოიმატებს თავდაჯერებულობა. დაგეგმვიდან შეიძლება უკვე მტკიცე მოქმედებებზე გადასვლა.
კირჩხიბი: ეჭვების გარეშე შეუდექით ყველაფერ მნიშვნელოვანსა და სასწრაფოს. შესანიშნავად გაუმკლავდებით ასეთ საქმეებს, მიაღწევთ წარმატებას იქ, სადაც სხვებმა ეს ვერ მოახერხეს. ამაში ხშირად დაგეხმარებათ ყურადღება გარშემომყოფებისადმი. ადვილად ხვდებით მათ სურვილებს, ზრახვებსა და გეგმებს. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ფულს სწორად დახარჯავთ. შეიძენთ ისეთ ნივთებს, რაც აუცილებელი და საჭიროა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
ლომი: დღის პირველი ნახევარი სასარგებლო საქმიანობაში უნდა გაატაროთ. გაიხსენეთ საქმეები, რომლებიც აქამდე ვერ დაამთავრეთ, გეგმები, რომლებიც ვერ განახორციელეთ. ახლა ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ბევრი რამ კარგად გამოგივათ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის არაფორმალურ გარემოში. შესაძლებელია მნიშვნელოვანი საკითხების მშვიდ გარემოში განხილვა.
ქალწული: არ იჩქაროთ. დღის დასაწყისში მეტი სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ყოველთვის ვერ მოახერხებთ საქმეებთან სწრაფად გამკლავებას, პასუხების პოვნას მნიშვნელოვან კითხვებზე, მაგრამ ბარიერების წინაშე უკან არ დაიხევთ, ამიტომ წარმატებასაც მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ურთიერთობების აღდგენა, რომელსაც დიდი ადგილი ეკავა თქვენს ცხოვრებაში, გაგახარებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები.
სასწორი: არ აჰყვეთ პროვოკაციებს დღის დასაწყისში, სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, რადგან გარშემომყოფები თითქოს სპეციალურად ცდიან თქვენს მოთმინებას. მეგობრული განწყობისა და იუმორის გრძნობის მეშვეობით შეძლებთ პრობლემების თავიდან აცილებას. დღის მეორე ნახევარში ახალი საქმეები გელოდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. დღეს შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2020
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი
მორიელი: გადაწყვიტეთ რთული საკითხები, გაარკვიეთ ის, რასაც აქამდე ჩიხში შეჰყავდით. დღე დიდი წარმატების მიღწევის შანსს გაძლევთ და თქვენგან მოითხოვს მხოლოდ მიზანსწრაფულობას. არის ძლიერი მოკავშირეების პოვნის შანსი. ჩვეულებრივზე ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში, ინტერესს იწვევთ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აქამდე თქვენ მიმართ სრულიად გულგრილი იყვნენ. არაა გამორიცხული უჩვეულო რომანტიკული ისტორიის დაწყება.
მშვილდოსანი: იმოქმედეთ. დღე თქვენ წინაშე უამრავ ახალ შესაძლებლობას გააჩენს. და სწორად მოიქცევით, თუ ეცდებით თითოეულის გამოყენებას. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა, გამოცდილება. სასიამოვნო იქნება ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები. მნიშვნელობა არა აქვს, პირადად შეხვდებით მათ თუ ვირტუალურ საუბარს გამართავთ. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს, შეურიგდეს ადამიანს, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო.
თხის რქა: ილაპარაკეთ მნიშვნელოვანზე, გაუზიარეთ სხვებს თქვენი გეგმები, განიხილეთ თამამი იდეები. დღეს განსაკუთრებით ყურადღებით მოგისმენენ ადამიანები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არაა გამორიცხული, რომ გავლენიანი მოკავშირეები მოძებნოთ. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები დროთა განმავლობაში შეიძლება მეგობრულ ურთიერთობებად ჩამოყალიბდეს. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
აისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2019
შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი: სიგიჟიდან გულგრილობამდე – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: გააკეთეთ ის, რაც გულით გწადიათ. დღეს ინტუიცია შეუცდომლად გიკარნახებთ, რაზე ღირს ყურადღების გამახვილება, რომელი იდეების რეალიზება აჯობებს დაუყოვნებლივ. პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ და დარწმუნდებით, რომ სწორ გზაზე დგახართ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, მოულოდნელი აღმოჩენები, რომლებიც გაგახარებთ. შესაძლოა მიხვდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ ძველი სურვილის ასასრულებლად.
თევზები: განიხილეთ საქმეები და გეგმები. ბევრ კარგ რჩევას მოისმენთ, მიიღებთ სწორედ იმ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად არ გყოფნიდათ. მხარდაჭერა შეიძლება შემოგთავაზონ ადამიანებმა, რომლებიც აქამდე თქვენით არ დაინტერესებულან. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ დამღლელ საქმეებს და სტრესულ ვითარებებს. დაისვენეთ, გაიხსენეთ რამე ჰობი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0