დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ნოემბერი

© Sputnik / Goga Vardzieliშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 2 ნოემბერია, სამშაბათი. კლებადი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღის დასაწყისი რთული იქნება, განსაკუთრებით ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლებელია გაუგებრობები, წყენა. სჯობს, გულღიად ილაპარაკოთ და დროულად გაარკვიოთ ყველაფერი. დღის მეორე ნახევარი უკეთესად წარიმართება. ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ნოემბერი>>
ვერძი: მზად იყავით იმისთვის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელი იქნება. ამასთან, მოგიწევთ გარშემომყოფების დახმარება. ეს ყველაფერი დიდ სისწრაფეს მოითხოვს, მაგრამ თქვენ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გაგახარებთ სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, კარგი სიახლეები. შესაძლებელია, დღეს მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდება.
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ნოემბერი და ზოდიაქოს ნიშნები – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
კურო: სწრაფად მოქმედებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ იმ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას, რომლებსაც ეს დღე გაძლევთ. კონტაქტების დროს იფრთხილეთ და ნაკლებად ენდეთ იმ ადამიანებს, როიმლებსაც ხანგრძლივი საუბარი მოსწონთ. ისინი დღეს ბევრ დროს წაგართმევენ. შეძლებთ სახლის რაღაც პრობლემების გადაჭრას, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას. შესაძლებელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა.
ტყუპი: იყავით ოპტიმისტი იმ შემთხვევაშიც, თუ გზაზე დაბრკოლებები გაჩნდება. ბევრი რამ ეწყობა კარგად, თუნდაც ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ საქმე არ გამოდის. მეტი დრო გჭირდებათ და აუცილებლად შენიშნავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას ყოველთვის ვერ ახერხებთ. შეიძლება შეიქმნას დაძაბული მომენტები. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
კირჩხიბი: სასიხარულო დღეა. უამრავ საბაბს პოულობთ ბედნიერების შესაგრძნებად. შესაძლებელია იმ საკითხების იღბლიანად გადაწყვეტა, რაც ამ ბოლო დროს გაწუხებდათ. მოსალოდნელია თანხის მიღება. ახლობლების მიმართ გულწრფელი ხართ და ისინი ამას აფასებენ. შესაძლებელია უამრავ რთულ საკითხზე მათთან დალაპარაკება. არ არის მოსალოდნელი კამათი და გაუგებრობები. კარგია სამომავლო გეგმების შემუშავება.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: ეს ის დღეა, როდესაც ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სწრაფად რეაგირებაა საჭირო. ხანდახან გადაწყვეტილებების მიღება გზადაგზა მოგიწევთ, მაგრამ ამის უნარი თქვენ ნამდვილად გაქვთ. არ გაუშვათ ხელიდან რამე მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობის შანსი. ასე კარიერული პერსპექტივები გაიხსნება თქვენ წინაშე. კარგი დღეა მეგობრებთან ურთიერთობებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის, რომელიც იმედს არ გაგიცრუებთ.
ქალწული: დღეს განსაკუთრებით მიმნდობი ხართ და ეს კარგია. რატომღაც ბევრიამსურველი, რომ თქვენი ცოდნა და ნიჭი, უნარები თავის ინტერესებში გამოიყენოს. საეჭვო წინადადებებს არ თანხმდებით და ცდილობთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ, არ ჰყვებით პროვოკაციებს. შესაძლებელია მცირე ფინანსური დანაკარგები. მეტი ყურადღება გამართებთ ფულთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს.
სასწორი: ეცადეთ, დღის დასაწყისში წვრილმანებს არ გამოეკიდოთ და მხოლოდ მნიშვნელოვანზე იფიქროთ. ასე სერიოზულ საკითხს ხელიდან არ გაუშვებთ. პრიორიტეტები დამოუკიდებლად გაანაწილეთ და არ მოუსმინოთ მათ, ვინც ყველაფერში რჩევებს გაძლევთ. რაც უფრო ნაკლებად ჩაერევიან გარშემომყოფები თქვენს საქმეები, მით უკეთესი იქნება. დღის მეორე ნახევარი ძალზე ხელსაყრელი დროა, უბრალოდ, შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მორიელი: კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. შესანიშნავად ეწყობით კოლეგებს, ხელმძღვანელობას, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებთ საქმიან პარტნიორებზე. გაქვთ შანსი, რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოთ. ცოტა გართულებული იქნება პირადი ურთიერთობები, ახლობლების ყოველთვის არ გესმით, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
მშვილდოსანი: მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სირთულეები მოსალოდნელია, მაინც შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ჯანსაღ აზრს, არ აჰყვებით ემოციებს. შესაძლებელი იქნება ძველი პრობლემების მოგვარება, იმ საქმეების დასრულება, რომლებსაც დიდი ენერგია მოახმარეთ. ხანდახან უბრალოდ გიმართლებთ. თანდათანობით ძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. საღამოს გაგახარებთ შეხვედრა საყვარელ ადამიანთან.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. სანერვიულო არაფერია. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ და შეასრულოთ თამამი გეგმა. სიამოვნებით დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები – აღმოჩნდება, რომ მათ თქვენი იდეები ძალიან მოსწონთ. სახლში საზრუნავი გექნებათ, მაგრამ ეს არ დაგთრგუნავთ, პირიქით, გაგამხიარულებთ კიდეც ოჯახის წევრებთან ერთად პრობლემების მოპგვარება.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და საუბრებისთვის. შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა მათტან, ვისაც აქამდე თქვენი არ ესმოდა და თქვენს მოსაზრებებს არ იღებდა. მეტოქეები მზად არიან, თქვენი მოკავშირეები გახდნენ, თუმცა მათი ნდობა ჯერ ადრე – ყურადღებით უნდა დააკვირდეთ მათ მოქმედებებს. მეგობრები საინტერესო ახალ ამბებს მოგაწოდებენ და საინტერესო იდეებს გაგიზიარებენ.
თევზები: დატვირთული დღე გელოდებათ. ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. ყველა საქმე, შესაძლოა, პირველივე მცდელობაზე არ გამოგივიდეთ, მაგრამ მტკიცე განწყობის წყალობით მაინც მიიღებთ საჭირო შედეგს. თქვენი მიზანსწრაფულობა ბევრზე ტოვებს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას. პირად ურთიერთობებში დიდი ცვლილებები უკეთესობისკენ მოსალოდნელი არ არის, მაგრამ არც დაძაბული მომენტები გექნებათ.
ყველა ახალი ამბავი
0