დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 1ნოემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღე მოეწონება იმას, ვინც ბოლო დროს პასუხებს ეძებდა მნიშვნელოვან კითხვებზე და ჭეშმარიტების მიგნების ცდილობდა. ახლა ეჭვებსა და მინიშნებებს გარკვეულობა ჩაანაცვლებს. ამის გამო შეიძლება გეგმები შეიცვალოს. ცხადი გახდება, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში და რისი გადადება შეიძლება. შესაძლებელი გახდება კამათის დამთავრება. მეგობრული დამოკიდებულების გამო გაადვილდება ურთიერთობები გარშემომყოფებთან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი>>
ვერძი: გექნებათ შეგრძნება, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია და ეს ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს დგას. ბევრ რამეს გაართმევთ თავს კარგად, აღწევთ მნიშვნელოვან მიზნებს. ადამიანები, რომლებიც თქვენთვის გზის გადაღობვას ცდილობდნენ, იძულებული გახდებიან, აღიარონ, რომ ამას აზრი არა აქვს. თუ ვინმემ თანამშრომლობა შემოგთავაზათ, ჯერ არ დათანხმდეთ. გელოდებათ სასიამოვნო საუბრები როგორც საქმიან, ისე პირად საკითხებზე.
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ნოემბერი და ზოდიაქოს ნიშნები – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
კურო: სერიოზულად ეკიდებით ყველა საქმეს და ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახლა საჭიროა, რომ ყველაფერს რეალურად შეხედოთ და ილუზიები არ ააგოთ. ეს შესანიშნავად გაქვთ გაცნობიერებული. თქვენი პრაქტიკულობა შეიძლება ბევრს არ მოეწონოს და გისაყვედურონ კიდეც ამის გამო, მაგრამ მომავალი დაამტკიცებს, რომ მართალი იყავით. შესანიშნავი დღეა მცოდნე ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. მათგან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიტყობთ.
ტყუპი: დღევანდელმა მოვლენებმა შეიძლება შეგაშფოთოთ, მაგრამ სიხარულის საბაბიც ბევრი მოგეცემათ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა განსაკუთრებით საქმიან სფეროში შეიგრძნობა, ამიტომ სჯობს, სამუშაოს, სწავლასა და სერიოზული პრობლემების გადაჭრას შეუდგეთ. ადვილი არ იქნება ახლობლებთან ურთიერთობები, მოსალოდნელია გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ, დიდი ალბათობით, სერიოზული პრობლემები არ წამოიჭრება.
კირჩხიბი: ყველაფერი კარგად აეწყობა, თუ არ აჩქარდებით და ყველაფრის ერთბაშად მიღწევას არ ეცდებით. იმოქმედეთ თანმიმდვერულად და საჭირო შედეგებს აუცილებლად მიიღებთ. კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, სამუშაო საკითხების განხილვისთვის, პროფესიული გეგმების შედგენისთვის. კარგად გაუმკლავდებით საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ოფიციალური დოკუმენტების შედგენას.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. დღეს მეტად მგრძნობიარე ხართ, გულთან ახლოს მიგაქვთ ყველაფერი. ფუჭი მღელვარება და განცდები ყურადღების კონცენტრაციაში გიშლით ხელს. საბედნიეროდ, გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც პოზიტიურ მუხტს შემოიტანს და თქვენს განწყობას აამაღლებს. მტკიცედ ხართ განწყობილი არა მხოლოდ საქმიან სფეროში, არამედ პირად საკითხებთან მიმართებითაც. უკან არ იხევთ და ეს ბევრს მოსწონს.
ქალწული: თუ დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრი რამ შესანიშნავად აეწყობა, სჯობს, თუ არ გადადებთ ყველაზე უსიამოვნო და მოსაწყენ საქმეებს. მათ დილით უფრო სწრაფად გაუმკლავდებით, მოგვიანებით შეიძლება რაღაც სირთულეები გაჩნდეს. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადამიანებს კარგად ეწყობით, ადვილად პოულობთ მეგობრებს. არ მოგერიდოთ საკუთარ გამარჯვებებზე საუბარი. საქმიან სფეროში თქვენი მომხიბვლელობა დაგეხმარებათ.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა, თუმცა რამდენადმე მშფოთვარე. ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. ამის გამო დროს უქმად არ კარგავთ და სხვებსაც ურჩევთ, სწრაფად იმოქმედონ. გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენი რჩევა არ გაითვალისწინონ და ამის გამო დაძაბული მომენტები შეიქმნას. ინტუიცია გკარნახობთ, რომ კამათი არაფერ კარგს არ მოიტანს. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო შეძლებთ ჰარმონიის შენარჩუნებას ურთიერთობებში.ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომ შეცდომები არ გაგეპაროთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მორიელი: შესანიშნავი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, თქვენთვის აქამდე უცნობი სამუშაო საკითხების გადასაწყვეტად. სწრაფად შეძლებთ სიახლეებში გარკვევას. გარშემომყოფები თქვენით აღფრთოვანებული დარჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე გაქვთ, დროს მაინც გამონახავთ ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მათთან სხვადასხვა საკითხი განიხილოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, მათ შორის, რომანტიკული.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ და ეს ყველას მოსწონს. მოახერხებთ გაუგებრობების თავიდან აცილებას, შეთანხმებას სხვადასხვა საკითხზე. არაკეთილმოსურნეები მიხვდებიან, რომ თქვენთან მტრობას თანამშრომლობა ჯობია. ბევრი ცდილობს თქვენთან დაახლოებას, მაგრამ ყველას ნდობა არ შეიძლება. სასიკეთოდ გადაწყდება ფინანსური საკითხები.
თხის რქა: ნამდვილად ღირს, რომ რამე ახალ და უჩვეულო საქმეს მიჰყოთ ხელი. რუტინა და ერთფეროვნება დღეს ძალიან გაღიზიანებთ. შსანიშნავად გამოგდით იმპროვიზირება. თამამი ექსპერიმენტები ბრწყინვალე შედეგებს მოიტანს. თქვენი საქმიანობა გარშემომყოფებს დააინტერესებს. ვიღაცას თქვენი ახლოს გაცნობის სურვილი გაუჩნდება. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული კავშირის დაწყება. შესაძლებელია საყიდლებზე წასვლა.
მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2019
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები
მერწყული: კარგი დღეა სერიოზული საუბრებისთვის. ყველაზე რთული საკითხების განხილვაც კი მშვიდად და კონსტრუქციულად ჩაივლის. თავს აარიდებთ წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს. ბევრი დაინტერესდება თქვენ მიერ დაყენებული საკითხებით. გაჩნდებიან ახალი მოკავშირეები. დიდი ალბათობით, მოახერხებთ რუტინისგან თავის დაღწევას და ახლობლებთან დროის გატარებას ისე, რომ ეს საინტერესო იყოს თქვენთვისაც და ძვირფასი ადამიანებისთვისაც.
თევზები: უცბად შეიძლება ყველაფერი არ გამოგივიდეთ, მაგრამ სიჯიუტის წყალობით საჭირო შედეგებს მაინც მიიღებთ. დაგეხმარებიან კარგად ნაცნობი ადამიანები და ამ მხარდაჭერაზე უარს არ იტყვით. შესაძლებელი გახდება რაღაც საოჯახო საკითხების მოგვარება, გაუგებრობებისთვის წერტილის დასმა. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია. სპონტანურად ნურაფერს შეიძენთ.
ყველა ახალი ამბავი
0