დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 ოქტომბერი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 31ოქტომბერია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
საკმაოდ იღბლიანი დღეა. საინტერესო შესაძლებლობები გაიხსნება მათთვის, ვისაც დიდი ხანია, რამე ახლის დაწყება უნდა. სერიოზული დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის. დღეს ექსპერიმენტების, ახლის გაკეთების განწყობა მათაც ექნება, ვინც ნაცადი მეთოდებით მოქმედებას ამჯობინებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ოქტომბერი>>
ვერძი: არ იჩქაროთ. ეს ის დღეა, როდესაც არ უნდა იმსჯელოთ იმით, თუ დღე როგორ დაიწყო. დილით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი წარუმატებლად მიდის. მოსალოდნელია გაუგებრობები, უიღბლო თანხვედრები. მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით იზრდება. ნაშუადღევს უკვე შესაძლებელია ახალ და რთულ საქმეებთან შეჭიდება. საღამოს გამოიჩინეთ ინიციატივა პირად ურთიერთობებში. ეს სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
ნოემბერი და ზოდიაქოს ნიშნები – ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად
კურო: დიდი ცვლილებები, სავარაუდოდ, არ გელოდებათ, მაგრამ ცუდი დღე არ იქნება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება, სასიამოვნო საუბრები, მათ შორის, მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა თქვენთვის სანდო ადამიანთან. არ ღირს რთული და განსაკუთრებით დამღლელი საქმეების დაგეგმვა დღის მეორე ნახევარში. ეს დრო დასვენებასა და სასიამოვნო საქმიანობას, ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებს შეეფერება.
ტყუპი: საინტერესო დღეამ რომელიც სასიკეთო ცვლილებებსა და კარგ განწყობას გპირდებათ. სიამოვნებით იჩენთ ინიციატივას და ეს სწორიცაა. თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ. დილა მსუბიქად და სასიამოვნოდ ჩაივლის, მეორე ნახევარში კი ბევრი თქვენგანი ვერ გაექცევა ორომტრიალს. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს სახლის საქმეებ9ი. ასევე შესაძლებელია დაუგეგმავი, მაგრამ სასიამოვნო ხარჯები. შეგიძლიათ ოჯახისთვის სასარგებლო ნივთების ყიდვა.
კირჩხიბი: დღე წარმატებულად იწყება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები, კარგი სიახლეები, სასიხარულო მოვლენები. გექნებათ რაღაც შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა. თავს მეტად თავისუფლად და თავდაჯერებულად იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარი მსჯელობისა და ხანდახან კამათის დროა. ყოველთვის სწრაფად ვერ ახერხებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ შეძლებთ, რომ გარშემომყოფებმა თქვენი აზრი გაითვალისწინონ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: მშფოთვარე, მრავალფეროვანი, დატვირთული და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ საქმეებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც სარგებელს უფრო სხვებს მოუტანს, ვიდრე თქვენ. შეძლებთ ახლობლების მხარდაჭერას, რთულ ვითარებაში ჩავარდილი ადამიანის დახმარებას. თუ საქმეები წინასწარ გაქვთ დაგეგმილი, მათ განმხორციელებას დილიდან შეუდექით, რადგან შემდეგ უფრო რთული გახდება ყურადღების კონცენტრაცია.
ქალწული: თუ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ გასაკეთებელი, არ გადადოთ, დილითვე დაიწყეთ საქმიანობა. ეს პერიოდი ხელსაყრელია როგორც ახალი საქმის დასაწყებად, ისე ძველის დასამთავრებლად. საქმეებს სწრაფად გაართმევთ თავს, რაშიც გამოცდილება დაგეხმარებათ. თქვენ ყურს უგდებთ არა სხვების რჩევებს, არამედ საკუთარ ინტუიციას და სწორადაც იქცევით. დღის მოერე ნახევარი დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის გამოიყენეთ.
სასწორი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი საუბრები. ეს დღე ზუსტად შეესატყვისება სერიოზულ თემებზე მსჯელობას, საკითხების გადაწყვეტას. ხვდებით, რა სურთ სინამდვილეში თანამოსაუბრეებს, თუნდაც მათ თითქმის არ იცნობდეთ. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. თუ გინდათ, რომ ვინმეს მოეწონოთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დღეა. კარგი იქნება საყიდლებზე წასვლაც. დღეს წარმატებით შეარჩევთ საჭირო ნივთებს.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
მორიელი: დიდი ალბათობით, დღის დასაწყისში თავს ვერ აარიდებთ შფოთვას, მაგრამ დღე მთლიანობაში კარგად ჩაივლის. ეცადეთ, რეალური მიზნები დაისახოთ. შეუძლებლის გაკეთებას ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავსაცა და გარშემომყოფებსაც. ეს უსიამოვნო მომენტებს აგაცილებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივად და იღბლიანად ჩაივლის. ამ დროს საუკეთესო იქნება, თუ ინტუიციის კარნახს მოუსმენთ. ის მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: შესანიშნავად უმკლავდებით რთულ საქმეებს, სწრაფად წყვეტთ ამოცანებს, რომლებმაც სხვები ჩიხში შეიყვანა. ამაში სხვებიც დაგეხმარებიან – სწორ კითხვებს სხვამთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც მეტი გამოცდილება გააჩნიათ. მოსალოდნელია კარგი სიახლეები და საინტერესო წინადადებები. ამან შესაძლოა, თქვენი გეგმები შეცვალოს. სჯობს, გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. ჯერ შეისწავლეთ ვითარება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის მიღება.
თხის რქა: საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ, დღის პირველ ნახევარში მაინც. ეს დრო შესაძლოა, უსარგებლო, მაგრამ მაინც რამე სასიამოვნო საქმიანობას დაუთმეთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი კარგ სიახლეებსა და ახალ იდეებს მოიტანს. დაინახავთ შესაძლებლობებს, რომლებსაც აქამდე ვერ ამჩნევდით. მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. დიდი ალბათობით, მხარდამჭერებიც გამოჩნდებიან.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მერწყული: უსაქმოდ ყოფნა არ გინდათ და არც არის საჭირო. შეგიძლიათ ახალი საქმე წამოიწყოთ. შეიძლება ისეთი საქმის გაკეთება მოგიხდეთ, რომელიც მაინცდამაინც არ მოგწონთ, მაგრამ შეეცდებით, რომ მას შემოქმედებითად მოეკიდოთ და საქმე საუკეთესოდ შეასრულოთ. მოსალოდნელია ახალი წინადადებების მიღება, საინტერესო საუბრები. დღის მეორე ნახევარი რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ. ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობები სასიკეთოდ შეიცვლება.
თევზები: დიდი ალბათობით, დღე კამათის გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ ეს სასარგებლო აღმოჩნდება, რადგან დაგეხმარებათ ბევრი საკითხის გადაწყვეტასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მნიშვნელოვანია, რომ არ გაგიტაცოთ კრიტიკულმა შენიშვნებმა, პრეტენზიებმა გარშემომყოფების მიმართ. შეგიძლიათ, რომ ყველა საუბარი მეგობრულად და კონსტრუქციულად წარმართოთ. საღამოს უპრიანია გეგმების დაწყობა მომდევნო კვირისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0