ორმოცი შეთავაზება: მთავრობამ ახალი საინვესტიციო პროექტები მოამზადა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოამზადა, რომლებიც ქვეყანაში ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
აღინიშნება, რომ სამინისტრომ დავალება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
ახალი კავშირები და ინვესტიციები: ნათია თურნავა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, განიხილეს ორმოცამდე საინვესტიციო წინადადება, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი ტურისტული ობიექტების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პროექტებს.

„განხილული წინადადებებიდან უახლოეს პერიოდში საინვესტიციო თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებები შეირჩევა და მათ პროექტირებაზე მუშაობა დაიწყება“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე იდენტიფიცირებულია ყველა რეგიონი, სადაც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების განვითარების პოტენციალი არსებობს. ასეთთა შორისაა:
სამშვილდე — სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი — სადაც ახალი კურორტი განვითარდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ ახალი ტურისტული სერვისებიც გაჩნდება.
როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე, ახალი საინვესტიციო შეთავაზებები დააინტერესებს ინვესტორებს, რომ საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტიციები ჩადონ. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონების თანაბარ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0