https://sputnik-georgia.com/20210919/axali-kavsirebi-da-investiciebi-natia-turnava-gaertianebul-saamiroebs-ewvia-259719671.html
ახალი კავშირები და ინვესტიციები: ნათია თურნავა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია
ახალი კავშირები და ინვესტიციები: ნათია თურნავა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია
Sputnik საქართველო
შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T20:05+0400
2021-09-19T20:05+0400
2021-09-19T20:05+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24861/57/248615730_0:88:1698:1043_1920x0_80_0_0_f4013562637f850596da64cf799cf617.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე წამყვანი ადგილობრივი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებთან.შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი. შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს და გაეცნობა საქართველოს პავილიონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ზე იქნება წარმოდგენილი.არაბეთის გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
https://sputnik-georgia.com/20210811/roeli-qveynebidan-chamovlen-aucreli-turistebi-qveynebis-sia-gapartovda-252554068.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24861/57/248615730_95:0:1603:1131_1920x0_80_0_0_68a94d4b201bc3cbb514c56212f3a5a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი კავშირები და ინვესტიციები: ნათია თურნავა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია
შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს
პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე წამყვანი ადგილობრივი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებთან.
შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.
„აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი. შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს და გაეცნობა საქართველოს პავილიონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ზე იქნება წარმოდგენილი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.