https://sputnik-georgia.com/20210811/roeli-qveynebidan-chamovlen-aucreli-turistebi-qveynebis-sia-gapartovda-252554068.html
რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები – საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა
რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები – საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა
Sputnik საქართველო
ყველა უცხოელ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლისას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალო ხარჯებს დაფარავს. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T09:44+0400
2021-08-11T09:44+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396168_0:226:3224:2048_1920x0_80_0_0_5a1dc9f85544d3339e5cba792ce47d5c.jpg
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე, მაგრამ უარყოფითი PCR–ტესტით შეუძლიათ.მთავრობის განკარგულებით, უკვე არსებული ქვეყნების სიას დაემატა იორდანია, ლიბანი და ერაყი.ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი შედეგით. შემდგომში ჩამოსვლიდან მესამე დღეს მათ განმეორებითი PCR–ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით მოუწევთ. მანამდე ეს წესები ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი, სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა.აგრეთვე საქართველოში ჩამოსვლა შეუძლია ყველა ვაქცინირებულ უცხოელს (გამონაკლისს წარმოადგენს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში ნამყოფი ადამიანები).ყველა უცხოელ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლისას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალო ხარჯებს დაფარავს.
https://sputnik-georgia.com/20210729/mogzauroba-Zalian-rTulia-TiTqmis-SeuZlebelia-mokled-turizmis-Sesaxeb-2021-wels-252459183.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/17/252396168_0:22:3224:2048_1920x0_80_0_0_4751f47a0cef4781ca9d7d64e909e21e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველო
რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები – საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა
09:44 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ყველა უცხოელ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლისას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალო ხარჯებს დაფარავს.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე, მაგრამ უარყოფითი PCR–ტესტით შეუძლიათ.
მთავრობის
განკარგულებით, უკვე არსებული ქვეყნების სიას დაემატა იორდანია, ლიბანი და ერაყი.
ამ ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი შედეგით. შემდგომში ჩამოსვლიდან მესამე დღეს მათ განმეორებითი PCR–ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით მოუწევთ.
მანამდე ეს წესები ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელი, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი, სან-მარინო, მონაკო, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ანდორა, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
აგრეთვე საქართველოში ჩამოსვლა შეუძლია ყველა ვაქცინირებულ უცხოელს (გამონაკლისს წარმოადგენს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში ნამყოფი ადამიანები).
ყველა უცხოელ ვიზიტორს საქართველოში შემოსვლისას უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალო ხარჯებს დაფარავს.