https://sputnik-georgia.com/20211112/gaeros-komiutetis-daskvna-xanum-jeiranovas-saqmeze-262034128.html
სასტიკად სცემეს და სოფელში ათრიეს: გაეროს კომიტეტის დასკვნა გარდაცვლილი ქალის საქმეზე
სასტიკად სცემეს და სოფელში ათრიეს: გაეროს კომიტეტის დასკვნა გარდაცვლილი ქალის საქმეზე
Sputnik საქართველო
შვიდი წლის წინ, ორი შვილის დედამ ქმრის ნათესავების მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T23:26+0400
2021-11-12T23:26+0400
2021-11-12T23:33+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24683/80/246838090_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_a5c4b737f67a7e0a12de149f990d0824.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხუთი მამაკაცის მიერ სასტიკად ნაცემი ქალის ისტორია შეისწავლა და დასკვნა გამოიტანა.კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა სოფელ ლამბალოში მცხოვრებ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა საჯარო ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი ქალის შვილებისთვის. ასევე, დასკვნის მიხედვით, ხელისუფლებამ ობლად დარჩენილ ბავშვებს, რომლებიც დედის სიკვდილის მომენტისთვის 7 და 11 წლის იყვნენ, მორალური და მატერიალური ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა. როგორც CEDAW-ის დასკვნშია მოთხრობილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ხანუმ ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხნენ ქმარი და მისი ნათესავები, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ მან რამდენჯერმე დაკარგა გონება.იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ ატირებული ქალი დახვდა. ის შველას ითხოვდა, ვინაიდან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. მაგრამ პოლიციამ არც ნათესავები დააკავა და არც ქალი გადაიყვანა საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით კვლავ დედასთან დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი გააპატიოსნეს, თქვეს, რომ მისი სამოსი სისხლით იყო გაჟღენთილი. მოწმის ჩვენებით, ის „სასიკვდილოდ იყო ნაცემი“. მაგრამ პოლიციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.მართალია საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ქმრის ოჯახის წევრების თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო.CEDAW მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
https://sputnik-georgia.com/20210722/parlamentis-deputati-qalebi-moZalade-kolegebis-dasjas-moiTxoven-252391670.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24683/80/246838090_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_d4494c3a0253791d431b671d2e57d884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში
სასტიკად სცემეს და სოფელში ათრიეს: გაეროს კომიტეტის დასკვნა გარდაცვლილი ქალის საქმეზე
23:26 12.11.2021 (განახლებულია: 23:33 12.11.2021) შვიდი წლის წინ, ორი შვილის დედამ ქმრის ნათესავების მიერ მიყენებული შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სიცოცხლე სუიციდით დაამთავრა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (
CEDAW) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხუთი მამაკაცის მიერ სასტიკად ნაცემი ქალის ისტორია შეისწავლა და დასკვნა გამოიტანა.
კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა სოფელ ლამბალოში მცხოვრებ ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი წუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას ოჯახის წევრების დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაევალა საჯარო ბოდიშის მოხდა გარდაცვლილი ქალის შვილებისთვის. ასევე, დასკვნის მიხედვით, ხელისუფლებამ ობლად დარჩენილ ბავშვებს, რომლებიც დედის სიკვდილის მომენტისთვის 7 და 11 წლის იყვნენ, მორალური და მატერიალური ზიანიც უნდა აუნაზღაუროს.
შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა. როგორც CEDAW-ის დასკვნშია მოთხრობილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ხანუმ ჯეირანოვას ნათესავები ქმრის ღალატში ადანაშაულებდნენ. 2014 წლის 16 სექტემბერს მას თავს დაესხნენ ქმარი და მისი ნათესავები, რომლებმაც იგი მთელ სოფელში ათრიეს და ისე სასტიკად სცემეს, რამ მან რამდენჯერმე დაკარგა გონება.
იმ ღამეს სოფლის გამგებელი და პოლიციის თანამშრომლები მსხვერპლის მამის სახლში გამოიძახეს, სადაც მათ ატირებული ქალი დახვდა. ის შველას ითხოვდა, ვინაიდან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. მაგრამ პოლიციამ არც ნათესავები დააკავა და არც ქალი გადაიყვანა საავადმყოფოში. იმ ღამით სოფლის გამგებელმა ქალი ოჯახს გაარიდა, მაგრამ დილით კვლავ დედასთან დაუბრუნა. მეორე დღეს ჯეირანოვას დედამ იგი გარდაცვლილი იპოვა: ცხედარი თოკზე ეკიდა ბაღის ფარდულში.
მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი გააპატიოსნეს, თქვეს, რომ მისი სამოსი სისხლით იყო გაჟღენთილი. მოწმის ჩვენებით, ის „სასიკვდილოდ იყო ნაცემი“. მაგრამ პოლიციას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
მართალია საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ქმრის ოჯახის წევრების თქმით, საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო.
CEDAW მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.