პარლამენტის დეპუტატი ქალები მოძალადე კოლეგების დასჯას მოითხოვენ

© Facebook / Khatia Dekanoidzeხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებენ იმას, რომ პარლამენტის 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ ქალი დეპუტატების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართავენ – მიიღოს სათანადო ზომები პარლამენტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც 18 ივლისს პარლამენტის დეპუტატი ქალების მიმართ ძალა გამოიყენეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობის წევრებს შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ. პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადება დასარეგისტრირებლად დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ შეიტანეს.
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2021
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში ჩაიშალა
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მიუღებელია კახა კუჭავას დუმილი და უმოქმედობა, რაც ძალადობას ახალისებს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის სპიკერს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა  „მოძალადე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო“.
„მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია, რადგან 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით ფიზიკურად გააჩერონ ის“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა – ვიდეო>>
პარლამენტის 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა იგეგმებოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას შეეცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნას ძალის გამოყენებით მოაშორა.
დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი დააწესეს
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ნონა მამულაშვილი კი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მაგიდიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. 
მმართველ პარტიაში ამ ბრალდებებს არ აღიარებენ. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 18 ივლისს უმრავლესობის დეპუტატების ქმედებები „აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური" იყო. მან მხარდაჭერა გამოუცხადა თანამოაზრეებს. რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, კობახიძემ მათ ქმედებებს მიუღებელი უწოდა და მათ საკანონმდებლო ორგანოში არსებული წესების პატივისცემისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0