https://sputnik-georgia.com/20210718/parlamentis-sxdoma-daixura-vaxtang-gomelauris-gamosvla-gadaido-252352630.html
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში ჩაიშალა
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში ჩაიშალა
Sputnik საქართველო
ყველა უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას, კერძოდ კი ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით, განაცხადა... 18.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-18T15:15+0400
2021-07-18T15:15+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_0:26:1301:757_1920x0_80_0_0_cecd1290b120baa58001073104226357.jpg
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა - შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო.რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - გომელაურს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა - მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.„უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.მისი თქმით, ყველას ჰქონდა უფლება და დრო პროტესტისთვის, მაგრამ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას, კერძოდ კი ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით.ჟურნალისტებმა აივნიდან გადმოფინეს წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.ჟურნალისტებთან ავიდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა და ბანერის ჩამოხსნა სთხოვა. რაზეც ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს. სწორედ ეს გახდა სხდომის შეწყვეტის საბაბი.თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.
https://sputnik-georgia.com/20210718/xmauri-da-dapirispireba-vaxtang-gomelauri-parlamentSi-gamosvlas-ver-axerxebs-252352572.html
https://sputnik-georgia.com/20210718/saprotesto-aqciis-organizatori-Jurnalistebi-parlamentSi-ar-SeuSves-252352431.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352988_128:0:1171:782_1920x0_80_0_0_72ad3c4d4be74ab7ce9f81e9520dc98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში ჩაიშალა
15:15 18.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ყველა უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას, კერძოდ კი ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა - შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდო.
რატომ ვერ მოხერხდა 5-6 ივლისს რუსთაველის გამზირზე არეულობისა და ძალადობის აღკვეთა, სამართალდამცველების რა რაოდენობის მობილიზება მოხდა თბილისის ცენტრში - გომელაურს ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა - მან თავისი გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ტრიბუნასთან მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები გარდაცვლილი ოპერატორის პორტრეტებით და ტრიბუნის დაკავება სცადეს. მათსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
„უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ყველას ჰქონდა უფლება და დრო პროტესტისთვის, მაგრამ ყველა უნდა დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას, კერძოდ კი ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით.
„რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო“, - განაცხადა კუჭავამ.
ჟურნალისტებმა აივნიდან გადმოფინეს წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.
ჟურნალისტებთან ავიდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა და ბანერის ჩამოხსნა სთხოვა. რაზეც ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს. სწორედ ეს გახდა სხდომის შეწყვეტის საბაბი.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო, სადაც 3,2 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმა, შსს-ს თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაფერი გააკეთეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამავე დროს გომელაურმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იყო ორგანიზებული და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებით.
ამ დროისთვის 5-6 ივლისის მოვლენებზე 25 ადამიანია დაკავებული.