https://sputnik-georgia.com/20211111/sait-da-ratom-ixreba-lari-261983182.html
საით და რატომ იხრება ლარი?..
საით და რატომ იხრება ლარი?..
Sputnik საქართველო
რა ხდება სავალუტო ბაზარზე, როგორია ეროვნული ვალუტის პოზიციები პოსტსაარჩევნოდ და რას მოუტანს ლარს წლის ბოლომდე დარჩენილი დრო? 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T14:08+0400
2021-11-11T14:08+0400
2021-11-11T20:24+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277036_0:0:3029:1705_1920x0_80_0_0_7c85df51e4367a104284f833d04805ab.jpg
გიორგობისთვის მეორე დეკადა დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებიდან უკვე ათი დღე გავიდა და გაირკვა, რომ „ოცნება“ საქართველოში ისევ მოდაშია. თუმცა, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ ვწერდი, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მორიგი პარტია ჯერ არ დასრულებულა. მხარეები ცაიტნოტში არიან და ყოველი მომდევნო სვლა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. ვინ დაუშვებს ნაკლებ შეცდომას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ვნახოთ, პოსტსაარჩევნო პერიოდი როგორ აისახა საფინანსო-სავალუტო ბაზარზე. შეგახსენებთ, ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარება ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ერთი სიტყვით, წინამდებარე სტატიაში ლარის ბოლო ათი დღის თავგადასავალზე გიამბობთ ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით.ოქტომბრის მესამე დეკადის დასაწყისში ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ 0,68 პროცენტით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ თითქმის ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა. გამონაკლისი იყო რუსული რუბლი, რომელთან მიმართებაშიც ეროვნული ვალუტა 0,11 პროცენტით გამყარდა. დანარჩენი ცხრა შერჩეული ვალუტის მიმართ გაუფასურების ნიშნული საშუალოდ 0,65 პროცენტს შეადგენდა.მდგომარეობა ნაწილობრივ საარჩევნო ბატალიების დასკვნითი კვირის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 3,159 ლარი ღირდა. ოქტომბრის მიწურულისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ნიშნული 0,9 პროცენტი იყო. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ექვსის მიმართ საშუალოდ 0,28 პროცენტით გაუფასურდა. ყველაზე მეტით, 0,71 პროცენტით ეროვნული ვალუტა უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა. აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინული გრივნის მიმართ ლარის გაუფასურება მხოლოდ გასული კვირის ტენდენცია როდია. მიმდიმარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა უკრაინული გრივნის მიმართ 4,81 პროცენტით არის გაუფასურებული. იანვარი–ოქტომბრის განმავლობაში ლარმა პოზიციები სომხურ დრამთანაც დათმო და თანაც გაცილებით უფრო მაღალი ნიშნულით – 6,07 პროცენტით. გამონაკლისი არც გასული კვირა იყო. ეროვნული ვალუტა სომხურ დრამთან მიმართებით 0,68 პროცენტით გაუფასურდა.გასულ კვირაში ეროვნული ვალუტა ოთხი ვალუტის მიმართ გამყარდა. ლარი ყველაზე მაღალი ნიშნულით, 2,45 პროცენტით ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ეროვნული ვალუტა ბრიტანული ვალუტის მიმართ საშუალო 5,18 პროცენტით არის გამყარებული. წლის დასაწყისის პერიოდთან შედარებით, ლარის გამყარების ნიშნული კიდევ უფრო მაღალია ევროს მიმართ. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 9,30 პროცენტს შეადგენს. გასულ კვირაში კი ევროს მიმართ ეროვნული ვალუტა 0,92 პროცენტით გამყარდა.ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში ეროვნული ვალუტა რუსული რუბლის მიმართ 1,20 პროცენტით გამყარდა. ამავე პერიოდში ლარმა თურქული ლირის მიმართ პოზიციები კიდევ 0,97 პროცენტით გაიმყარა. თურქული ლირა ის ვალუტაა, რომლის მიმართ ამ წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტით, 25,94 პროცენტით გამყარდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ლარის ლირის მიმართ გამყარებას და თავად ლირის დოლარის მიმართ გაუფასურებას იმპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა აქვს, რადგან თურქეთს ჩვენი ქვეყნის იმპორტის საერთო მაჩვენებელში 17,7 პროცენტიანი წილით მთავარი იმპორტიორი ქვეყნის სტატუსი უკავია.ეროვნული ვალუტისთვის ნოემბრის პირველი სავაჭრო კვირა, წინა პერიოდთან შედარებით, არა მხოლოდ ნაკლები გაუფასურებით, არამედ ნაკლები მერყეობითაც გამოირჩეოდა. კერძოდ, თუ ოქტომბრის ბოლო კვირაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა 0,28 პროცენტი იყო, გასულ კვირაში ეროვნული ვალუტის ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0,08 პროცენტით იხრებოდა, რაც შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინური იუანის 0,06 პროცენტიანი მერყეობის შემდეგ ყველაზე მეტად სტაბილური ვალუტის სტატუსია.რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ინდექსს, გასულ კვირაში შერჩეული ვალუტების მიმართ ლარის ნომინალური კურსის ცვლილება მის ეფექტურ კურსზეც აისახა. თუ ოქტომბრის ბოლო კვირაში ნომინალური ეფექტური კურსი 0,56 პროცენტით გაუფასურებული იყო, ეს მაჩვენებელი ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში 0,45 პროცენტით გამყარდა. გასულ კვირაში ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის მერყეობა წინა პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა და 0,33 პროცენტს შეადგენდა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ლარის გაცვლითი კურსის ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ეროვნული ვალუტის ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე. შესაბამისად, გაცვლითი კურსის გაუფასურება იმპორტულ პროდუქციას აძირებს. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ინდექსი 4,93 პროცენტით არის გამყარებული, რაც ოქტომბრის ბოლო კვირაში 2,44 პროცენტი იყო.ერთი სიტყვით, თუ გასული ორი კვირის მაჩვენებლებს ერთმანეთს შევადარებთ, მარტივად დავასკვნით: არჩევნები დასრულდა და ეროვნულმა ვალუტამ მცირედით ამოისუნთქა. აქვე დავძენ, რომ ოქტომბრის თვე მთლიანობაში ლარისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იყო. გასული თვის განმავლობაში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა საშუალო 0,20 პროცენტით გაუფასურდა. არადა, იანვრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ საშუალო 4,07 პროცენტით არის გამყარებული.საინტერესოა, როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის განმავლობაში, კერძოდ. რა სიხშირით ახორციელებს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. ამთავითვე გეტყვით, რომ ამ მხრივ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე აქტიურობით არ გამოირჩევა. იანვარი–ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია სულ 10-ჯერ განახორციელა, მათ შორის ბოლო იყო 30 სექტემბერს, როდესაც სხვა წინა პერიოდებთან შედარებით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონს უფრო დიდი მოცულობის, 60 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა.კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უფრო აქტიურობდა. ეროვნულმა ბანკმა იანვარი–აპრილში ინტერვენცია სულ შვიდჯერ განახორციელა და ბაზრზე 242,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე სულ 332,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. წლის ბოლომდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყების მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციების რაოდენობაც და გაყიდული ამერიკული დოლარის მოცულობაც გასული წლის ამავე მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. შეგახსენებთ, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 26 ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონებზე 873,2 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.და, ბოლოს, როგორია ეროვნული ვალუტის ახლო მომავლის პერსპექტივა? მთავრობასა და ეროვნულ ბანკში წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ლარის მკვეთრ მერყეობას არ ვარაუდობენ და ელიან, რომ ახალი ტენდენცია მხოლოდ მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოიკვეთება. თუ საით გადაიხრება ეროვნული ვალუტა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული – დაწყებული ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დასრულებული პოლიტიკური კლიმატით. ანდა პირიქით. შესაკრებთა ჯამისა არ იყოს, ფაქტორთა გადანაცვლებით შესაძლო შედეგი არ იცვლება...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20211104/ratom-gadzvirda-cxovreba-261777878.html
https://sputnik-georgia.com/20211029/mzardi-inflacia-261604429.html
https://sputnik-georgia.com/20211025/ras-gvpirdeba-mtavroba-261456554.html
https://sputnik-georgia.com/20211020/situacia-safinanso-bazarze-261315658.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277036_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2fcbca2f2aa6b56e9012cbfc9cb390f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საით და რატომ იხრება ლარი?..
14:08 11.11.2021 (განახლებულია: 20:24 11.11.2021) რა ხდება სავალუტო ბაზარზე, როგორია ეროვნული ვალუტის პოზიციები პოსტსაარჩევნოდ და რას მოუტანს ლარს წლის ბოლომდე დარჩენილი დრო?
გიორგობისთვის მეორე დეკადა დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ჩატარებიდან უკვე ათი დღე გავიდა და გაირკვა, რომ „ოცნება“ საქართველოში ისევ მოდაშია. თუმცა, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ ვწერდი, პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მორიგი პარტია ჯერ არ დასრულებულა. მხარეები ცაიტნოტში არიან და ყოველი მომდევნო სვლა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. ვინ დაუშვებს ნაკლებ შეცდომას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ვნახოთ, პოსტსაარჩევნო პერიოდი როგორ აისახა საფინანსო-სავალუტო ბაზარზე. შეგახსენებთ, ექსპერტ-ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ დაძაბული პოლიტიკური ვითარება ეროვნულ ვალუტაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა. ერთი სიტყვით, წინამდებარე სტატიაში ლარის ბოლო ათი დღის თავგადასავალზე გიამბობთ ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით.
ოქტომბრის მესამე დეკადის დასაწყისში ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ 0,68 პროცენტით იყო გაუფასურებული. ამავე პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ თითქმის ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა. გამონაკლისი იყო რუსული რუბლი, რომელთან მიმართებაშიც ეროვნული ვალუტა 0,11 პროცენტით გამყარდა. დანარჩენი ცხრა შერჩეული ვალუტის მიმართ გაუფასურების ნიშნული საშუალოდ 0,65 პროცენტს შეადგენდა.
მდგომარეობა ნაწილობრივ საარჩევნო ბატალიების დასკვნითი კვირის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი ამერიკული დოლარი 3,159 ლარი ღირდა. ოქტომბრის მიწურულისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ნიშნული 0,9 პროცენტი იყო. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ექვსის მიმართ საშუალოდ 0,28 პროცენტით გაუფასურდა. ყველაზე მეტით, 0,71 პროცენტით ეროვნული ვალუტა უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა. აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინული გრივნის მიმართ ლარის გაუფასურება მხოლოდ გასული კვირის ტენდენცია როდია. მიმდიმარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა უკრაინული გრივნის მიმართ 4,81 პროცენტით არის გაუფასურებული. იანვარი–ოქტომბრის განმავლობაში ლარმა პოზიციები სომხურ დრამთანაც დათმო და თანაც გაცილებით უფრო მაღალი ნიშნულით – 6,07 პროცენტით. გამონაკლისი არც გასული კვირა იყო. ეროვნული ვალუტა სომხურ დრამთან მიმართებით 0,68 პროცენტით გაუფასურდა.
გასულ კვირაში ეროვნული ვალუტა ოთხი ვალუტის მიმართ გამყარდა. ლარი ყველაზე მაღალი ნიშნულით, 2,45 პროცენტით ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში ეროვნული ვალუტა ბრიტანული ვალუტის მიმართ საშუალო 5,18 პროცენტით არის გამყარებული. წლის დასაწყისის პერიოდთან შედარებით, ლარის გამყარების ნიშნული კიდევ უფრო მაღალია ევროს მიმართ. კერძოდ, ეს მაჩვენებელი 9,30 პროცენტს შეადგენს. გასულ კვირაში კი ევროს მიმართ ეროვნული ვალუტა 0,92 პროცენტით გამყარდა.
ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში ეროვნული ვალუტა რუსული რუბლის მიმართ 1,20 პროცენტით გამყარდა. ამავე პერიოდში ლარმა თურქული ლირის მიმართ პოზიციები კიდევ 0,97 პროცენტით გაიმყარა. თურქული ლირა ის ვალუტაა, რომლის მიმართ ამ წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტით, 25,94 პროცენტით გამყარდა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ლარის ლირის მიმართ გამყარებას და თავად ლირის დოლარის მიმართ გაუფასურებას იმპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა აქვს, რადგან თურქეთს ჩვენი ქვეყნის იმპორტის საერთო მაჩვენებელში 17,7 პროცენტიანი წილით მთავარი იმპორტიორი ქვეყნის სტატუსი უკავია.
ეროვნული ვალუტისთვის ნოემბრის პირველი სავაჭრო კვირა, წინა პერიოდთან შედარებით, არა მხოლოდ ნაკლები გაუფასურებით, არამედ ნაკლები მერყეობითაც გამოირჩეოდა. კერძოდ, თუ ოქტომბრის ბოლო კვირაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა 0,28 პროცენტი იყო, გასულ კვირაში ეროვნული ვალუტის ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0,08 პროცენტით იხრებოდა, რაც შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინური იუანის 0,06 პროცენტიანი მერყეობის შემდეგ ყველაზე მეტად სტაბილური ვალუტის სტატუსია.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ინდექსს, გასულ კვირაში შერჩეული ვალუტების მიმართ ლარის ნომინალური კურსის ცვლილება მის ეფექტურ კურსზეც აისახა. თუ ოქტომბრის ბოლო კვირაში ნომინალური ეფექტური კურსი 0,56 პროცენტით გაუფასურებული იყო, ეს მაჩვენებელი ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში 0,45 პროცენტით გამყარდა. გასულ კვირაში ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის მერყეობა წინა პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩა და 0,33 პროცენტს შეადგენდა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ლარის გაცვლითი კურსის ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ეროვნული ვალუტის ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე. შესაბამისად, გაცვლითი კურსის გაუფასურება იმპორტულ პროდუქციას აძირებს. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ინდექსი 4,93 პროცენტით არის გამყარებული, რაც ოქტომბრის ბოლო კვირაში 2,44 პროცენტი იყო.
ერთი სიტყვით, თუ გასული ორი კვირის მაჩვენებლებს ერთმანეთს შევადარებთ, მარტივად დავასკვნით: არჩევნები დასრულდა და ეროვნულმა ვალუტამ მცირედით ამოისუნთქა. აქვე დავძენ, რომ ოქტომბრის თვე მთლიანობაში ლარისთვის სახარბიელო ნამდვილად არ იყო. გასული თვის განმავლობაში დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა საშუალო 0,20 პროცენტით გაუფასურდა. არადა, იანვრიდან დღემდე ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ საშუალო 4,07 პროცენტით არის გამყარებული.
საინტერესოა, როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის განმავლობაში, კერძოდ. რა სიხშირით ახორციელებს ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. ამთავითვე გეტყვით, რომ ამ მხრივ კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე აქტიურობით არ გამოირჩევა. იანვარი–ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია სულ 10-ჯერ განახორციელა, მათ შორის ბოლო იყო 30 სექტემბერს, როდესაც სხვა წინა პერიოდებთან შედარებით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონს უფრო დიდი მოცულობის, 60 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა.
კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უფრო აქტიურობდა. ეროვნულმა ბანკმა იანვარი–აპრილში ინტერვენცია სულ შვიდჯერ განახორციელა და ბაზრზე 242,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონებზე სულ 332,9 მილიონი ამერიკული დოლარი გაიყიდა. წლის ბოლომდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყების მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციების რაოდენობაც და გაყიდული ამერიკული დოლარის მოცულობაც გასული წლის ამავე მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. შეგახსენებთ, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 26 ინტერვენცია განახორციელა და სავალუტო აუქციონებზე 873,2 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა.
და, ბოლოს, როგორია ეროვნული ვალუტის ახლო მომავლის პერსპექტივა? მთავრობასა და ეროვნულ ბანკში წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ლარის მკვეთრ მერყეობას არ ვარაუდობენ და ელიან, რომ ახალი ტენდენცია მხოლოდ მომდევნო წლის გაზაფხულზე გამოიკვეთება. თუ საით გადაიხრება ეროვნული ვალუტა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული – დაწყებული ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დასრულებული პოლიტიკური კლიმატით. ანდა პირიქით. შესაკრებთა ჯამისა არ იყოს, ფაქტორთა გადანაცვლებით შესაძლო შედეგი არ იცვლება...