https://sputnik-georgia.com/20211104/ratom-gadzvirda-cxovreba-261777878.html
პოლიტიკური იწილო-ბიწილო და კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება
პოლიტიკური იწილო-ბიწილო და კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება
Sputnik საქართველო
მორიგი საარჩევნო მარათონი დასრულდა, პოლიტფიგურანტების დაპირისპირება არ ცხრება. ამასობაში ცხოვრება ძვირდება, ფასებმა მოიმატა ყველა მიმართულებით, წლიური... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T10:38+0400
2021-11-04T10:38+0400
2021-11-04T15:21+0400
ეკონომიკა
ანალიტიკა
მიმოხილვები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047434_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_f831494279170f61788458c778e377e2.jpg
კალენდარი გიორგობისთვის პირველ დეკადას ითვლის. პოსტსაარჩევნოდ ვნებათაღელვა არ ცხრება და არავინ უწყის, როდის დაიკლებს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა. ჩვენში ხომ ასეა, პოლიტიკური პროცესის ასპარეზი უკვე სამი ათეული წელია ქუჩაა. თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენებური გაგება ამ ხნის განმავლობაში იყო და ახლაც არის გამორჩეული. იმასაც ვიტყვი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ხშირად გაგვიოცებია. გამონაკლისი არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო. წავაგე, მაშასადამე გაყალბდა! – ეს სენტენცია უკვე არახალია. ჰოდა, სიახლის მომლოდინეთათვის ოპოზიციურ ფლანგზე ახალი თეორია ჩამოყალიბდა.„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნები არ არის ხალხის ნების გამოხატულება და ის მხოლოდ ტექნიკური საკითხია“, − ასეთია დემოკრატიის, ხალხის მმართველობის ახლებურად გააზრების მცდელობა. ვის ეკუთვნის კონცეფცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ოპოზიცია მომავალი ქმედების იდეოლოგიურ საფუძვლად გაიხდის, უცნობია. კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად ნაფიქრალი ხატია დეკანოიძემ გაახმოვანა. ისე, არ არის გამორიცხული, ავტორიც თავად იყოს.დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, რომ მომდევნო სტრიქონებში პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე ვიმსჯელებ. არადა, არ არის ასე. დიდი ხანია ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პოლიტიკური კლასის თავგადასავალზე მეტად მისივე ყოველდღიური პრობლემები და მათი მოგვარების პერსპექტივა აღელვებს. რაკი ასეა, მათ „გასახარად“ ვიტყვი, რომ ვიდრე პოლიტიკური ელიტა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება, ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება, რაც ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება.ერთი სიტყვით, წინამდებარე სტატიაში ფასების ზრდის დინამიკაზე მოგახსენებთ. ყოველი თვის ბოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. ტრადიცია არც ახლა დაირღვა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12,8 პროცენტი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აჭარბებს სექტემბრის თვის ამავე მაჩვენებელს.საინტერესოა, როგორია ფასების ზრდის დინამიკა ცალკეული ჯგუფების მიხედვით. არ გაგიკვირდეთ, ფასები ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა და 19,6 პროცენტი შეადგინა, რაც 2,4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 28,9 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2,8 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე კი ფასები 1,3 პროცენტით შემცირდა.ფასების ზრდის 18,4-პროცენტიანი მაჩვენებლით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს მეორე პოზიცია უკავია. ჯგუფის წილი წლიურ ინფლაციაზე 5,73 პროცენტია. ბოსტნეული და ბაღჩეული 43,0 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 31,6 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 19,4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 18,2 პროცენტით, შაქარი, ჯემი, ზოგადად ტკბილეული 18,0 პროცენტით, თევზეული 16,0 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13,0 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 11,2 პროცენტით, ხილი და ყურძენი 9,3 პროცენტით და ბოლოს ყავა, ჩაი და კაკაო 6,4 პროცენტით გაძვირდა.პირველ სამეულშია ჯგუფი − საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია. ფასები 11,9 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,75 პროცენტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13,9 პროცენტით, საცხოვრებლის მოვლა და შეკეთება 7,3 პროცენტით, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 4,5 პროცენტით გაძვირდა.ფასებმა 11,3 პროცენტით მოიმატა ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე. წლიურ ინფლაციაში ამ ჯგუფის წილი 0,59 პროცენტია.გაძვირებულია სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებაც. ფასების ზრდამ 11,2 პროცენტი შეადგინა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მომსახურების სფერო, რომელიც ტრადიციულად ტურისტზეა ორიენტირებული, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გაძვირდა, როდესაც ტურისტული ნაკადები საგრძნობლად შემცირდა. ყველაფერი უცნაური ჩვენში ხდება, ფასები მაშინაც მატულობს, როცა მოთხოვნა იკლებს. ასეა თუ ისე, ამ ჯგუფის გავლენა წლიურ ინფლაციაზე 0,63 პროცენტით აისახა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა 8,4 პროცენტით გაძვირდა. ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0,65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ფასები 12,7 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურების 5,3 პროცენტით და ბოლოს ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასები 3,6 პროცენტით გაიზარდა.„საქსტატის“ მონაცემებით, სამომხმარებლო კალათით განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271 სახეობის პროდუქტის ფასები გაიზარდა. მათ შორის 139 პროდუქტი გაძვირდა ორნიშნა პროცენტით, ხოლო ორი დასახელების პროდუქტი სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით.საკვები პროდუქტებიდან 128 პროცენტით ბადრიჯანი გაძვირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პომიდორის ფასმა 117 პროცენტით მოიმატა. როგორც უკვე აღვნიშნე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ყველაზე მეტად სწორედ ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი გაიზარდა. არასაკვები პროდუქტებიდან კი გაძვირების მაჩვენებლით საწვავი ლიდერობს. ბენზინი 43 პროცენტით, ხოლო დიზელი 35 პროცენტით გაძვირდა. სამომხმარებლო კალათით გათვალისწინებული სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდის დინამიკას თავადაც შეგიძლიათ „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გაეცნოთ. მე კი ერთსაც დავძენ, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს, რაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს. ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კიდევ 130 ათასით გაიზარდა და უკვე 622 ათასს შეადგენს.ერთი სიტყვით, საქართველოში ინფლაცია მკვეთრად იზრდება და დღეისათვის თითქმის 4,5-ჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს.რატომ იზრდება ფასები და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს მოკლე, ანდა გრძელვადიან პერიოდში? ˗ დაინტერესდება მკითხველი. ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეროვნული ბანკია. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ინფლაციის მაღალი დონე გასული და მიმდინარე წლების გლობალური ფაქტორების შედეგია. უპირველესად, ეს არის მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა.ძალიან ბანალური კითხვაა − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა და არც ის გამიკვირდება, რომ პასუხის საკუთარი ვერსიაც შემომთავაზოს. მიზეზთა მისეული ჩამონათვალიც ადვილად წარმოსადგენია. მკითხველი ბიზნეს-სექტორისთვის კომუნალური გადასახადების ზრდას დაასახელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის არც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას დაივიწყებს. გავბედავ და ვიტყვი, რომ პასუხი სწორია.ანალიტიკოსები ფასების ზრდის ძირითად მიზეზად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და საწვავის გაძვირებას ასახელებენ. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების მომატება საერთაშორისო ბაზარზე. მათი თქმით, როცა მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ფასი იზრდება, ეს ავტომატურად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებზე.მსოფლიო ბაზარს შევეხეთ და იმასაც გეტყვით, რომ ექსპერტები საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების შემდგომ გაძვირებას ვარაუდობენ. გამოცემა Bloomberg-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, ამის მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც ახდენს გავლენას. ფასების კიდევ უდრო ზრდის მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებსაც. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ბაზრებზე მიმდინარე პროცესი ადგილობრივი ბაზრისთვის გადამდები იქნება, რასაც ძირითადად როგორც ლარის მაღალი კურსი, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიც, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურება განაპირობებს. ივა ჭყონიას თქმით, ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ეროვნული ვალუტა, რომ ქართული ლარიც არ დაადგეს თურქული ლირის გზას.და, ბოლოს, სტატიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით დავასრულებ. ქვეყნის მთავარი ბანკირი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და კლებას მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. როგორ განვითარდება პროცესები, დრო გვიჩვენებს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პოლიტიკური კლიმატი იქნება. ეკონომიკა, ჩვენგან განსხვავებით, მუდმივ პოლიტიკურ დუღილს ვერ ჰგუობს...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20211029/mzardi-inflacia-261604429.html
https://sputnik-georgia.com/20211025/ras-gvpirdeba-mtavroba-261456554.html
https://sputnik-georgia.com/20211020/situacia-safinanso-bazarze-261315658.html
https://sputnik-georgia.com/20211014/ramdenit-gaizarda-sagareo-vali-260530365.html
https://sputnik-georgia.com/20211009/biujetis-proeqti-260384231.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260047434_14:0:2745:2048_1920x0_80_0_0_66c34e58d00636f1f502a75439ce2107.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, ანალიტიკა, მიმოხილვები, საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკური იწილო-ბიწილო და კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება
10:38 04.11.2021 (განახლებულია: 15:21 04.11.2021) მორიგი საარჩევნო მარათონი დასრულდა, პოლიტფიგურანტების დაპირისპირება არ ცხრება. ამასობაში ცხოვრება ძვირდება, ფასებმა მოიმატა ყველა მიმართულებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,8 პროცენტია... რატომ იზრდება ფასები და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს უახლოეს მომავალში?
კალენდარი გიორგობისთვის პირველ დეკადას ითვლის. პოსტსაარჩევნოდ ვნებათაღელვა არ ცხრება და არავინ უწყის, როდის დაიკლებს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა. ჩვენში ხომ ასეა, პოლიტიკური პროცესის ასპარეზი უკვე სამი ათეული წელია ქუჩაა. თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენებური გაგება ამ ხნის განმავლობაში იყო და ახლაც არის გამორჩეული. იმასაც ვიტყვი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც ხშირად გაგვიოცებია. გამონაკლისი არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო. წავაგე, მაშასადამე გაყალბდა! – ეს სენტენცია უკვე არახალია. ჰოდა, სიახლის მომლოდინეთათვის ოპოზიციურ ფლანგზე ახალი თეორია ჩამოყალიბდა.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნები არ არის ხალხის ნების გამოხატულება და ის მხოლოდ ტექნიკური საკითხია“, − ასეთია დემოკრატიის, ხალხის მმართველობის ახლებურად გააზრების მცდელობა. ვის ეკუთვნის კონცეფცია, რომელსაც, სავარაუდოდ, ოპოზიცია მომავალი ქმედების იდეოლოგიურ საფუძვლად გაიხდის, უცნობია. კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად ნაფიქრალი ხატია დეკანოიძემ გაახმოვანა. ისე, არ არის გამორიცხული, ავტორიც თავად იყოს.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი ვარაუდობს, რომ მომდევნო სტრიქონებში პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე ვიმსჯელებ. არადა, არ არის ასე. დიდი ხანია ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პოლიტიკური კლასის თავგადასავალზე მეტად მისივე ყოველდღიური პრობლემები და მათი მოგვარების პერსპექტივა აღელვებს. რაკი ასეა, მათ „გასახარად“ ვიტყვი, რომ ვიდრე პოლიტიკური ელიტა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნავს და მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდება, ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება, რაც ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება.
ერთი სიტყვით, წინამდებარე სტატიაში ფასების ზრდის დინამიკაზე მოგახსენებთ. ყოველი თვის ბოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს. ტრადიცია არც ახლა დაირღვა. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12,8 პროცენტი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აჭარბებს სექტემბრის თვის ამავე მაჩვენებელს.
საინტერესოა, როგორია ფასების ზრდის დინამიკა ცალკეული ჯგუფების მიხედვით. არ გაგიკვირდეთ, ფასები ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა და 19,6 პროცენტი შეადგინა, რაც 2,4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე ფასები 28,9 პროცენტით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2,8 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე კი ფასები 1,3 პროცენტით შემცირდა.
ფასების ზრდის 18,4-პროცენტიანი მაჩვენებლით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს მეორე პოზიცია უკავია. ჯგუფის წილი წლიურ ინფლაციაზე 5,73 პროცენტია. ბოსტნეული და ბაღჩეული 43,0 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 31,6 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 19,4 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 18,2 პროცენტით, შაქარი, ჯემი, ზოგადად ტკბილეული 18,0 პროცენტით, თევზეული 16,0 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13,0 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 11,2 პროცენტით, ხილი და ყურძენი 9,3 პროცენტით და ბოლოს ყავა, ჩაი და კაკაო 6,4 პროცენტით გაძვირდა.
პირველ სამეულშია ჯგუფი − საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია. ფასები 11,9 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,75 პროცენტით აისახა. ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13,9 პროცენტით, საცხოვრებლის მოვლა და შეკეთება 7,3 პროცენტით, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 4,5 პროცენტით გაძვირდა.
ფასებმა 11,3 პროცენტით მოიმატა ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და სახლის მოვლაზე. წლიურ ინფლაციაში ამ ჯგუფის წილი 0,59 პროცენტია.
გაძვირებულია სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურებაც. ფასების ზრდამ 11,2 პროცენტი შეადგინა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ მომსახურების სფერო, რომელიც ტრადიციულად ტურისტზეა ორიენტირებული, COVID-19-ის პანდემიის პირობებში გაძვირდა, როდესაც ტურისტული ნაკადები საგრძნობლად შემცირდა. ყველაფერი უცნაური ჩვენში ხდება, ფასები მაშინაც მატულობს, როცა მოთხოვნა იკლებს. ასეა თუ ისე, ამ ჯგუფის გავლენა წლიურ ინფლაციაზე 0,63 პროცენტით აისახა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობის დაცვა 8,4 პროცენტით გაძვირდა. ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0,65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ფასები 12,7 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურების 5,3 პროცენტით და ბოლოს ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასები 3,6 პროცენტით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, სამომხმარებლო კალათით განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271 სახეობის პროდუქტის ფასები გაიზარდა. მათ შორის 139 პროდუქტი გაძვირდა ორნიშნა პროცენტით, ხოლო ორი დასახელების პროდუქტი სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით.
საკვები პროდუქტებიდან 128 პროცენტით ბადრიჯანი გაძვირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პომიდორის ფასმა 117 პროცენტით მოიმატა. როგორც უკვე აღვნიშნე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ყველაზე მეტად სწორედ ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი გაიზარდა. არასაკვები პროდუქტებიდან კი გაძვირების მაჩვენებლით საწვავი ლიდერობს. ბენზინი 43 პროცენტით, ხოლო დიზელი 35 პროცენტით გაძვირდა. სამომხმარებლო კალათით გათვალისწინებული სხვა პროდუქტებისა და მომსახურების ფასების ზრდის დინამიკას თავადაც შეგიძლიათ „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გაეცნოთ. მე კი ერთსაც დავძენ, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს, რაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს. ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კიდევ 130 ათასით გაიზარდა და უკვე 622 ათასს შეადგენს.
ერთი სიტყვით, საქართველოში ინფლაცია მკვეთრად იზრდება და დღეისათვის თითქმის 4,5-ჯერ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში 3 პროცენტიდან 6,5 პროცენტამდე კორექტირებულ, გაზრდილ მიზნობრივ მაჩვენებელს.
რატომ იზრდება ფასები და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს მოკლე, ანდა გრძელვადიან პერიოდში? ˗ დაინტერესდება მკითხველი. ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ეროვნული ბანკია. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ინფლაციის მაღალი დონე გასული და მიმდინარე წლების გლობალური ფაქტორების შედეგია. უპირველესად, ეს არის მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა.
ძალიან ბანალური კითხვაა − შესაძლოა, მიმანიშნოს მკითხველმა და არც ის გამიკვირდება, რომ პასუხის საკუთარი ვერსიაც შემომთავაზოს. მიზეზთა მისეული ჩამონათვალიც ადვილად წარმოსადგენია. მკითხველი ბიზნეს-სექტორისთვის კომუნალური გადასახადების ზრდას დაასახელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის არც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირებას დაივიწყებს. გავბედავ და ვიტყვი, რომ პასუხი სწორია.
ანალიტიკოსები ფასების ზრდის ძირითად მიზეზად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და საწვავის გაძვირებას ასახელებენ. მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების მომატება საერთაშორისო ბაზარზე. მათი თქმით, როცა მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ფასი იზრდება, ეს ავტომატურად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ პროცესებზე.
მსოფლიო ბაზარს შევეხეთ და იმასაც გეტყვით, რომ ექსპერტები საერთაშორისო ბაზრებზე საკვები პროდუქტების შემდგომ გაძვირებას ვარაუდობენ. გამოცემა Bloomberg-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, ამის მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც ახდენს გავლენას. ფასების კიდევ უდრო ზრდის მოლოდინი აქვთ ქართველ იმპორტიორებსაც. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ბაზრებზე მიმდინარე პროცესი ადგილობრივი ბაზრისთვის გადამდები იქნება, რასაც ძირითადად როგორც ლარის მაღალი კურსი, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიც, მათ შორის, თურქული ლირის გაუფასურება განაპირობებს. ივა ჭყონიას თქმით, ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ეროვნული ვალუტა, რომ ქართული ლარიც არ დაადგეს თურქული ლირის გზას.
და, ბოლოს, სტატიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზით დავასრულებ. ქვეყნის მთავარი ბანკირი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და კლებას მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. როგორ განვითარდება პროცესები, დრო გვიჩვენებს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პოლიტიკური კლიმატი იქნება. ეკონომიკა, ჩვენგან განსხვავებით, მუდმივ პოლიტიკურ დუღილს ვერ ჰგუობს...