ბავშვები ღამით ტირიან, რათა მშობლებს სხვა ბავშვის ჩასახვაში შეუშალონ ხელი: ჰეიგის თეორია

© Pixabay / pinkpig0416მტირალი ბავშვი
მტირალი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ბავშვების აღზრდის, მოვლისა და განვითარების შესახებ ყველა ჩვენგანს აქვს უზარმაზარი ინფორმაცია, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომლებიც შესაძლოა არც კი გსმენოდეთ.
აი, მაგალითად, იცით, რატომ ჟღერს ძალიან ბევრ ენაში სიტყვა „დედა“ (мама) ერთნაირად? იმიტომ, რომ თურმე თავად ბავშვებმა გადაწყვიტეს ასე. ირკვევა, რომ მეტყველებისა და არტიკულაციის განვითარების თავისებურებების გამო, ბგერები „მ“ და ა“ ყველაზე იოლი წარმოსათქმელია და სწორედ ამიტომაც ამბობენ ბევრი ეროვნების ბავშვები პირველად ამ სიტყვას.

ქვემოთ კიდევ რამდენიმე უცნობ და საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ბავშვების შესახებ, რომელთა ცოდნაც მშობლებს აუცილებლად წაადგებათ.

რატომ ტირიან ბავშვები ღამით, როცა არც შიათ, არც სწყურიათ და არც არაფერი აწუხებთ?

ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
15 უნიკალური ფაქტი ორსულობასა და ჩვილებზე
არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვები ღამით უმიზეზოდ იმიტომ ტირიან, რომ მშობლებს... კიდევ ერთი ბავშვის ჩასახვის საშუალება არ მისცენ!
ამ თეორიის ავტორი ბიოლოგ-ევოლუციონისტი დევიდ ჰეიგია, რომლის ვარაუდითაც, აღნიშნული „უნარი“ ახალშობილებს ევოლუციის პროცესში გამოუმუშავდათ: თუ დედას სხვა ბავშვი არ ჰყავდა, უკვე არსებულს სიცოცხლის შენარჩუნების შანსი ეზრდებოდა.
გარდა ამისა, ჰეიგისავე თეორიით, იტირებს თუ არა ღამით ბავშვი, ამას მშობლებისგან მიღებული გარკვეული გენები განსაზღვრავს.

თუ ეს გენები ახალშობილს დედისგან აქვს მიღებული, ის არავითარ შემთხვევაში არ შეაწუხებს მშობლებს ღამით, ვინაიდან დაინტერესებული იქნება დედის კიდევ ერთი ორსულობით; ხოლო თუ ეს გენები მამისგან მიიღო, მაშინ, პირიქით – იტირებს, ვინაიდან მამის გენი „დარწმუნებული ვერ იქნება“ იმაში, რომ მომდევნო ორსულობა მისგან დადგა.

როგორ ვითარდება ახალშობილის ტვინი?

დაბადების შემდეგ ბავშვის ტვინი ძალიან სწრაფად იზრდება: სიცოცხლის პირველ სამ თვეში ის ზრდასრული ადამიანის თავის ტვინის სრული მოცულობის 50%-ს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ბავშვი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში შეიმეცნებს სამყაროს. მეცნიერების აზრით, ნაყოფი რეაგირებს მკვეთრ შუქზე, ცნობს დედის ხმას და ასევე იმახსოვრებს მის საყვარელ სიმღერას.
ნაწყენი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
მშობლების შეცდომები, ანუ ხუთი რამ, რაც ყველაზე მეტად სწყინთ ბავშვებს

რატომ არ გვახსოვს ადრეული ბავშვობის დროინდელი ამბები?

„ინფანტილური ამნეზია“ — ასე უწოდებენ მეცნიერები ფენომენს, რომლის გამოც ადამიანი სიცოცხლის პირველ წელს ვერ იხსენებს.
სწავლულებს ამ მოვლენის თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიან მას. თუმცა ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ, დიდი ალბათობით, „ინფანტილური ამნეზია“ იმის გამო დგება, რომ ახალშობილს თავის ტვინში ახალი უჯრედები მოზრდილებზე სწრაფად უყალიბდება, რომლებიც პირველი მოგონებების შემნახველ ძველ უჯრედებს ტვინიდან აძევებენ.

ახალშობილები სამყაროს შავ-თეთრ-ნაცრისფერ გამაში ხედავენ

გარდა ამისა, ისინი ახლომხედველები არიან და 30 სმ-ზე შორს საგნებს გადღაბნილ ლაქად აღიქვამენ. აი უფრო ახლოს, ასე 20-25 სმ დაშორებით მდებარე ნივთებს კი ყველაზე კარგად არჩევენ. სწორედ ამ მანძილითაა დაშორებული მათგან დედის სახე, როდესაც ბავშვი ძუძუს წოვს.
მამა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2021
მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ბიჭუნებს მხოლოდ მამებისგან გადაეცემათ

ბავშვს დედის გულის განკურნება ძალუძს

ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ნაყოფის ღეროვან უჯრედებს აქვს უნარი, აღუდგინონ დედას მიოკარდის ინფარქტით დაზიანებული გული.
ნიუ-იორკის კარდიოვასკულარული სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორ ჰინა შონდრის თქმით, რომელმაც ჩაატარა კიდეც ზემოთ აღნიშნული კვლევა, ნაყოფი დედის ორგანიზმს კურნავს, რითიც თავად იზრდის სიცოცხლის შანსს.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მექანიზმის არსებობა ადამიანებში ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, დედის ორგანიზმში ნაყოფის ღეროვანი უჯრედების არსებობა აღნიშნული თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს.
ყველა ახალი ამბავი
0