https://sputnik-georgia.com/20210819/xuTi-ram-rac-bavSvebs-yvelaze-metad-swyinT-252624820.html
მშობლების შეცდომები, ანუ ხუთი რამ, რაც ყველაზე მეტად სწყინთ ბავშვებს
მშობლების შეცდომები, ანუ ხუთი რამ, რაც ყველაზე მეტად სწყინთ ბავშვებს
Sputnik საქართველო
იმ შეცდომებისგან, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თვით ყველაზე ყურადღებიანი მშობელიც კი არ არის დაზღვეული. 19.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-19T17:11+0400
2021-08-19T17:11+0400
2021-08-19T21:09+0400
რჩევები მშობლებს
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23990/79/239907927_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_dd61c8683f6e16225914225ed335ea81.jpg
ხშირად ის, რაც უფროსებს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, პატარებისთვის სერიოზული პრობლემაა და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე აისახება.მაინც რა სწყინთ ჩვენს შვილებს ყველაზე მეტად?ინტერესების დათრგუნვაბავშვი აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ ოჯახი ყოველთვის მხარში ედგება. არასდროს დათრგუნოთ ბავშვის მისწრაფებები და ლტოლვა, თუნდაც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ინტერესი მალე გაუნელდება.სხვებთან შედარებააღზრდის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეთოდი გამუდმებით სხვა ბავშვების მაგალითად მოყვანაა – იქნება ეს მეგობრის, ნათესავის, მეზობლისა თუ ნაცნობის შვილი. გარდა გაღიზიანებისა და არასრულფასოვნების შეგრძნებისა, მსგავსი კომენტარები სხვას არაფერს იწვევს.დაცინვახშირად იმას, რაც უფროსებს უწყინარ ხუმრობად ეჩვენებათ, ბავშვისთვის გულის ტკენა, ასე ვთქვათ, გულში დაჭრა შეუძლია. ამიტომ სანამ რამეზე იხუმრებთ, დაფიქრდით, ხომ არ ეწყინება პატარას თქვენი სიტყვები.ყვირილიდიახ, შესაძლოა ასე მართლაც აიძულოთ ბავშვი გაჩუმდეს, მაგრამ გახსოვდეთ: ასე თქვენ სამუდამოდ დაკარგავთ ნდობასა და ავტორიტეტს ბავშვის თვალში.არ გესმით მისითუ ბავშვს რამე პრობლემად ეჩვენება, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას და შეეცადეთ დაეხმაროთ მის გადაჭრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი იფიქრებს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და იმაზე მეტად ეტკინება გული, ვიდრე წარმოგიდგენიათ.და, ბოლოს, ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ მარია მონტესორის 19 მცნებას მშობლებისთვის, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
https://sputnik-georgia.com/20161201/maria-montesori-19-mcneba-mSoblebs-234026048.html
https://sputnik-georgia.com/20210405/bavSvis-aRzrda-anton-makarenkos-Sgioneba-251377275.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23990/79/239907927_0:0:1700:1275_1920x0_80_0_0_070e624ceb5c357046bdc760ea26c00d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რჩევები მშობლებს, წასაკითხი ამბები
რჩევები მშობლებს, წასაკითხი ამბები
მშობლების შეცდომები, ანუ ხუთი რამ, რაც ყველაზე მეტად სწყინთ ბავშვებს
17:11 19.08.2021 (განახლებულია: 21:09 19.08.2021) იმ შეცდომებისგან, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, თვით ყველაზე ყურადღებიანი მშობელიც კი არ არის დაზღვეული.
ხშირად ის, რაც უფროსებს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ, პატარებისთვის სერიოზული პრობლემაა და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე აისახება.
მაინც რა სწყინთ ჩვენს შვილებს ყველაზე მეტად?
ბავშვი აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ ოჯახი ყოველთვის მხარში ედგება. არასდროს დათრგუნოთ ბავშვის მისწრაფებები და ლტოლვა, თუნდაც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ინტერესი მალე გაუნელდება.
აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეთოდი გამუდმებით სხვა ბავშვების მაგალითად მოყვანაა – იქნება ეს მეგობრის, ნათესავის, მეზობლისა თუ ნაცნობის შვილი. გარდა გაღიზიანებისა და არასრულფასოვნების შეგრძნებისა, მსგავსი კომენტარები სხვას არაფერს იწვევს.
ხშირად იმას, რაც უფროსებს უწყინარ ხუმრობად ეჩვენებათ, ბავშვისთვის გულის ტკენა, ასე ვთქვათ, გულში დაჭრა შეუძლია. ამიტომ სანამ რამეზე იხუმრებთ, დაფიქრდით, ხომ არ ეწყინება პატარას თქვენი სიტყვები.
დიახ, შესაძლოა ასე მართლაც აიძულოთ ბავშვი გაჩუმდეს, მაგრამ გახსოვდეთ: ასე თქვენ სამუდამოდ დაკარგავთ ნდობასა და ავტორიტეტს ბავშვის თვალში.
თუ ბავშვს რამე პრობლემად ეჩვენება, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამას და შეეცადეთ დაეხმაროთ მის გადაჭრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი იფიქრებს, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და იმაზე მეტად ეტკინება გული, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
და, ბოლოს, ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გადაიკითხავთ მარია მონტესორის 19 მცნებას მშობლებისთვის, რომელსაც
აქვე გთავაზობთ.