თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

© FB/Montessori Educationმარია მონტესორი
მარია მონტესორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია მონტესორი ცნობილი იტალიელი მეცნიერი, ექიმი-ანთროპოლოგი, პედაგოგი და ფსიქოლოგია. ის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო იტალიის ისტორიაში, რომ მონტესორის გამოსახულება ეროვნულ ვალუტაზეც დაიტანეს.

მარია მონტესორიმ მთელი ცხოვრება ბავშვთა აღზრდის სპეციალური მეთოდიკის შექმნას მიუძღვნა. მონტესორი, რომელსაც უამრავი დრო აქვს გატარებული ბავშვებთან მუშაობაში, თანდათან მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვი თავად არის საკუთარი პიროვნების შემოქმედი. მასში იმთავითვე არის ჩადებული თვითგანვითარებისადმი მისწრაფება და საამისო ენერგია.

© FL/ Marina Alexis Parkerმარია მონტესორის გამოსახულება იტალიის ეროვნულ ვალუტაზე
მარია მონტესორის გამოსახულება იტალიის ეროვნულ ვალუტაზე - Sputnik საქართველო
მარია მონტესორის გამოსახულება იტალიის ეროვნულ ვალუტაზე

და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს თავისი შეხედულება გააჩნია საკუთარი პირმშოს აღზრდაზე და ამიტომ მათ მაინც და მაინც არ უყვართ სხვათა რჩევების მოსმენა, თავს უფლებას მივცემთ, მარია მონტესორის მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგი — 19 მცნება გავაცნოთ.

1. ბავშვები სწავლობენ ყველაფრისგან, რაც გარს აკრავთ.

2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვების დადანაშაულებას — მათთვის გადაბრალებას ეჩვევა.

3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ — ის შეფასებას სწავლობს.

4. თუ ბავშვს მტრულად ექცევიან — ის ხელჩართულ ჩხუბს სწავლობს.

5. თუ ბავშვს არ ატყუებენ და მასთან გულწრფელები არიან — ის სამართლიანობას სწავლობს.

6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან — ის მშიშარა, მორცხვი და მორიდებული ხდება.

7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს — ის ნდობას სწავლობს.

წერილი - Sputnik საქართველო
დედის წერილი შვილს: ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და შენ გამო ყველა საქმე მივატოვო...

8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ — ის გამუდმებით დამნაშავედ იგრძნობს თავს.

9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს — ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.

10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობასა და გულმოწყალებას — ის მოთმინებას სწავლობს.

11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ — ის თავდაჯერებული ხდება.

12. თუ ბავშვი მეგობრულ ატმოსფეროში ცხოვრობს და თავს საჭიროდ გრძნობს — ის სიყვარულის პოვნას სწავლობს.

13. არასდროს თქვათ ბავშვზე ცუდი — არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.

14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.

15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც ის მოგმართავთ.

16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას დღესვე ან ცოტა მოგვიანებით.

17. ყოველთვის დაეხმარეთ  ბავშვს, რომელიც ძიებაშია და დარჩით შეუმჩნეველი იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე იპოვა ის, რასაც თავისთვის ეძებდა.

18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებით, ჩუმად და სიყვარულით.

19. ბავშვთან ურთიერთობაში ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება კარგ მანერებს და დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

ყველა ახალი ამბავი
0