დასჯით აღიზრდება მონა: გენიალური პედაგოგის 15 შეგონება მშობლებს

© Pixabay / crkmagaპატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“
პატარა ბიჭუნა კედელზე წერს სიტყვას „დედა“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
იუნესკომ მაკარენკო 1988 წელს XX საუკუნის პედაგოგიური აზროვნების განმსაზღვრელ პედაგოგთა ოთხეულში შეიყვანა - ჯონ დიუისთან, გეორგ კერშენშტეინერთან და მარია მონტესორისთან ერთად
მარია მონტესორი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2016
თუ ბავშვს ხშირად... მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებს

უკრაინელმა მწერალმა და პედაგოგმა, პედაგოგიური მეთოდიკის ავტორმა, რომლის წყალობითაც არაერთი მიტოვებული, ყველაზე გარიყული და თავაშვებული ბავშვი გამხდარა საზოგადოების საპატიო წევრი, ანტონ მაკარენკომ მშობლებისთვის „პედაგოგიური პოემა“ დაწერა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ბრძნულ და მართლაც გენიალურ ციტატა-დარიგებას მაკარენკოსგან.

გენიალური პედაგოგის 15 შეგონება ასე გამოიყურება: 

  • გინდათ გარყვნათ საკუთარი შვილის სული? მაშინ არაფერზე არ უთხრათ უარი. და დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ადამიანს კი არა, დაღრეცილ ხეს ზრდით;
  • საკუთარი თავის დამუხრუჭება საჭიროა ყველა ნაბიჯზე. ეს ჩვევად უნდა იქციოთ... ადამიანი მუხრუჭების გარეშე – ეს გაფუჭებული მანქანაა;
  • თქვენ უნდა იცოდეთ, ვისთან მეგობრობს თქვენი შვილი, ვისთან და რას თამაშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს სკოლისა და მასწავლებლებისადმი, რა უჭირს, როგორ იქცევა კლასში;

ბავშვის დასჯა, ქვა თაროზე და ასტრიდ ლინდგრენის სიტყვა, რომელმაც კანონი შეცვალა>>

  • გოგონებს უნდა ასწავლოთ, რომ სასიამოვნო ყმაწვილებთან ურთიერთობაშიც კი გარკვეული „წიწაკა“ უნდა შეინარჩუნონ;
  • აღზრდას ბევრი დრო კი არ სჭირდება, არამედ გონივრულად გამოყენებული ცოტა დრო;
  • ასწავლო შვილს სიყვარული, ასწავლო სიყვარულის ამოცნობა, ასწავლო იყოს ბედნიერი – ნიშნავს ასწავლო მას საკუთარი თავის პატივისცემა, ასწავლო ადამიანური ღირსება;
  • არა დესპოტიზმი, არა მრისხანება, არა ყვირილი, არა ხვეწნა-ვედრება, არამედ მშვიდი, სერიოზული და საქმიანი მითითება – აი, რა უნდა იყოს ოჯახური დისციპლინის გარეგანი გამოხატვის ტექნიკა… ხოლო თუ ბავშვის რეალური და ფიქტიური მოთხოვნების გარჩევასაც ისწავლით, მაშინ თავადაც ვერ შეამჩნევთ, როგორ იქცევა მშობლის მითითება თქვენს შვილთან მეგობრობის ყველაზე სასიამოვნო და საყვარელ ფორმად;
  • თქვენი საქციელი – ეს ყველაზე გადამწყვეტი რამაა. ნუ იფიქრებთ, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ მასთან საუბრისას, ჭკუის სწავლებისას, ან ბრძანების მიცემისას ხდება. თქვენ აღზრდით მას თქვენი ცხოვრების ყველა მომენტში, მაშინაც კი, როცა შინ არ ხართ;
  • ბავშვი – ეს ცოცხალი ადამიანია და არა ჩვენი ცხოვრების ორნამენტი. ეს ცალკე სისხლსავსე და მდიდარი ცხოვრებაა. ემოციების, შფოთვისა და შთაბეჭდილების სიღრმით, ნებელობის სისუფთავითა და სილამაზით, ბავშვის ცხოვრება უფროსებისაზე განუზომლად მდიდარია;
  • ასწავლო ადამიანს, იყოს ბედნიერი, შეუძლებელია, მაგრამ აღზარდო ისე, რომ იყოს ბედნიერი, შესაძლებელია;
  • თუ მშობელი ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან, თუ მშობელი პატივს სცემს საკუთარ ოჯახს, თუ მშობელი აკონტროლებს თავის ყველა ნაბიჯს – ეს არის კიდეც აღზრდის ყველაზე მთავარი მეთოდი;
  • ბავშვის აღზრდა იოლი საქმეა, თუ ის ნერვების წეწვის გარეშე ხდება ჯანსაღ, მშვიდ, ნორმალურ, საზრიან და მხიარულ გარემოში. ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე, რომ თუ ბავშვის აღზრდა დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს, მას ყოველთვის აქვს შედეგი;
  • თითოეული ბავშვის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მან არ იცის, როგორ მოიქცეს, როცა მას რჩევა და დახმარება სჭირდება. შეიძლება მან არ გთხოვოთ დახმარება, იმიტომ რომ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. თქვენ თავად უნდა გაუწოდოთ ბავშვს დახმარების ხელი და ეს შეიძლება ხან პირდაპირ რჩევაში გამოიხატოს, ხან ხუმრობაში, ხან მითითებაში, ხან კი სულაც ბრძანებაში. თუ საკუთარი შვილის ცხოვრებას იცნობთ, თავად მიხვდებით, როგორ მოიქცეთ;
  • ზოგ შემთხვევაში აუცილებელია, მისცეთ ბავშვს საშუალება, თავად დააღწიოს თავის სირთულეს, რათა წინააღმდეგობების დაძლევასა და კიდევ უფრო რთული საკითხების გადაჭრას მიეჩვიოს. მაგრამ ყოველთვის უნდა ხედავდეთ, როგორ აკეთებს ბავშვი ამას, რათა არ დაუშვათ, რომ დაიბნეს და სასოწარკვეთა დაეუფლოს. ზოგჯერ საჭიროც კია, რომ ბავშვმა თქვენი სიფხიზლე, ყურადღება და ნდობა შენიშნოს.
  • დასჯით აღიზრდება მონა, ჩვენ კი თავისუფალი პიროვნება გვჭირდება!
ყველა ახალი ამბავი
0