15 უნიკალური ფაქტი ორსულობასა და ჩვილებზე

ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ორსულ ქალებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ფეხმძიმობის დროს მათი ორგანიზმი და სხეული უზარმაზარ და გასაოცარ ცვლილებებს განიცდის.
21-ე საუკუნეში უკვე ძნელია, რამემ გაგვაოცოს, მაგრამ თურმე არსებობს ისეთი ფაქტები ორსულობისა და ჩვილების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ძალიან ბევრმა არც იცოდეს.
ქვემოთ რამდენიმე ასეთ ფაქტს გაგაცნობთ.
ხანდახან დედებს შვილების შეჭმა უნდათ პირდაპირი მნიშვნელობით. ამას მეცნიერული ახსნა აქვს: ბავშვის სუნი ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი — ლაპარაკია იმავე ზონაზე, რომელიც მუშაობს, როდესაც ვჭამთ, ვიღებთ ხელფასს და ა.შ. მაგრამ ბავშვების სუნზე განსაკუთრებით მგრძნობიარე ახალგაზრდა დედები არიან;
პირველად ნამშობიარები ქალის რძე შესაძლოა ნარინჯისფერი ან ვარდისფერი იყოს. ეს ყველაფერი მკერდში სისხლის ძალზე აქტიური მიწოდების გამო ხდება. ბავშვისთვის ეს სრულებით უვნებელია, რძეც კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ ფერს იღებს;
და გინდა თუ თუ ძმა? ანუ ბავშვების ემოცია, როდესაც დედის ფეხმძიმობის ამბავს გებულობენ - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2017
და გინდა თუ ძმა? ანუ ბავშვების ემოცია, როდესაც დედის ფეხმძიმობის ამბავს იგებენ
მიიჩნევა, რომ ხშირი გულძმარვა ქოჩრიანი ბავშვის დაბადებაზე მეტყველებს. და ეს მითი არ არის − დედების უმეტესობას, რომლებსაც ორსულობისას გულძმარვა აწუხებთ, ნამდვილად უჩნდებათ თმიანი ბავშვები;
ბავშვს უკვე დედის მუცელში უყალიბდება ემოციები − იცინის, ტირის და იწყენს კიდეც. უფრო მეტიც, სიზმრებსაც ხედავს;
მუცლად ყოფნისას ბავშვი ნამდვილად გრძნობს საკვების გემოს, რომელსაც დედა მიირთმევს;
ბავშვების მხოლოდ 10% იბადება დროულად − ანუ მეორმოცე კვირას. დანარჩენები ან ასწრებენ, ან აგვიანებენ დაბადებას;
ორსულობის მესამე-მეოთხე თვეში ქალს საოცრად უმძაფრდება ყნოსვა. მიიჩნევა, რომ ბუნება ასე იცავს ნაყოფს საშიში საკვებისგან;
ტყუპების დაბადების სიხშირე ყოველწლიურად იმატებს. ამასთან ტყუპის გაჩენის შანსი მსხვილი კომპლექციის ქალებს უფრო მეტი აქვთ;
ნაყოფს პირველი სამი თვის განმავლობაში ეწყება ფრჩხილების ზრდა და უყალიბდება თითების ანაბეჭდები;
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2020
რა ეკრძალებათ ორსულ ქალებს: ხალხური ცრურწმენები და მეცნიერული ახსნა
ფეხმძიმობის დროს ხანგრძლივდება თმის ზრდის ფაზა, რის გამოც ქალის თმა უფრო ჯანსაღად და მიმზიდველად გამოიყურება ხოლმე;
მუცლადმყოფი ბავშვი ბოლო თვეებში დღე-ღამეში ერთ ლიტრზე მეტს შარდავს, რომლის ნაწილსაც თავადვე სვამს;
პირველი 4-8 კვირის განმავლობაში ყველა ჩანასახს აქვს კუდი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება;
ყველაზე მეტი ბავშვი მსოფლიოში სამშაბათობით ჩნდება, ყველაზე ნაკლები − შაბათსა და კვირას;
ბოლო ოცი წლის განმავლობაში მსოფლიოში უფრო მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგონა. მაგრამ, სტატისტიკის თანახმად, ქალების რაოდენობა პლანეტაზე მაინც ჭარბობს მამაკაცებისას;
მსოფლიოში ყველაზე დიდი ბავშვი 1955 წელს დაიბადა იტალიაში. ის 10,2 კგ-ს იწონიდა და სიგრძეში 76 სმ იყო.
ყველა ახალი ამბავი
0