პრემიერი: „დიდგორი 2021“ ქვეყანაში კრიზისების მართვას შეუწყობს ხელს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
წლევანდელი „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან განსხვავებით მასშტაბური და გამორჩეულია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „დიდგორი 2021“ ყველა უწყებაა ჩართული, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ნებისმიერი კრიზისის მართვას ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ 8 ნოემბერს დაიწყო. დღეს კრწანისის საერთო საჯარისო ცენტრში მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სწავლების მიმდინარეობას დაესწრო.
„სწავლება „დიდგორი 2021“ მართლაც მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, კოორდინაციას მეტი სწავლება, მეტი ტრენინგი სჭირდება. მივესალმები, რომ წელს ასეთი წარმატებული სწავლება ტარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დიდგორი 2021 გაიხსნა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად გაიხსნა
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების დაგეგმვასა და აღსრულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის „დიდგორი 2021“-ის სახელობითი სასაჩუქრე დაფა გადასცა.
„დიდგორი 2021“ წინა სწავლებებთან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებენ სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სწავლებაში პირველად ხორციელდება ახალი სიმულაციური სისტემები VBS3-ის, ანუ ვირტუალური ბრძოლის ველის გამოყენება. სიმულაციური სისტემები საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ტარდება. მისი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0