https://sputnik-georgia.com/20211105/didgori-2021-opicialurad-gaixsna-261829629.html
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად გაიხსნა
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად გაიხსნა
Sputnik საქართველო
სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T19:35+0400
2021-11-05T19:35+0400
2021-11-05T22:50+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261829296_0:330:2863:1940_1920x0_80_0_0_af938933880233e6a4c0a4994305bff6.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ (ETERNITY 2021) ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.„დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებენ სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უწყების ცნობით, სწავლების მონაწილეებს მოუწევთ ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. აღსანიშნავია, რომ სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3, ანუ ვირტუალური ბრძოლის ველი. სიმულაციური სისტემები საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ტარდება. მისი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261829296_0:505:1905:1934_1920x0_80_0_0_f9574186fee6305896393c640ab6ae40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ ოფიციალურად გაიხსნა
19:35 05.11.2021 (განახლებულია: 22:50 05.11.2021) სწავლების მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ (ETERNITY 2021) ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, საველე კომპონენტებსაც მოიცავს. მასში მონაწილეობას იღებენ სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ცნობით, სწავლების მონაწილეებს მოუწევთ ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.
აღსანიშნავია, რომ სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3, ანუ ვირტუალური ბრძოლის ველი. სიმულაციური სისტემები საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ტარდება. მისი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.