ოპოზიციამ თბილისში ორი საპროტესტო აქცია დააანონსა

© photo: Sputnik / Stringerაქცია სუსის შენობასთან. 11.11.2021
აქცია სუსის შენობასთან. 11.11.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერმა დაასახელა შეკრების ადგილები, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, საით გაემართებიან მეტროს სადგურებთან შეკრებილი მომიტინგეები.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია ორ მასშტაბურ საპროტესტო აქციას ქალაქის ორ ერთმანეთისგან დაშორებულ რაიონში გამართავს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით ყოველდღე მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
დაკავებები აქციაზე. 2021 წლის 10 ნოემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ლომჯარია:აქციაზე დაკავებულთა ნაწილის ადგილსამყოფელი უცნობია ახლობლებისა და ადვოკატებისთვის
„გეგმა უცვლელია. ხვალ ჩვენ შევიკრიბებით ორ გეოგრაფიულად განსხვავებულ წერტილში თბილისში, „300 არაგველის“ მეტროსთან 14:00 საათზე და „დიდუბის“ მეტროსთან, ქვედა შესასვლელ-გამოსასვლელთან 14:00 საათზე. ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა ამ ქვეყნის გამარჯვებამდე და ბრძოლა ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან „ნაცმოძრაობის“ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, საით გაემართებიან მეტროს სადგურებთან შეკრებილი მომიტინგეები.
მისი თქმით, პროტესტს შედეგი მოაქვს და ის სრულად იზიარებს სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის შემთხვევაში.
უსაფრთხოების სამსახურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
„ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დაშავდა
ხუთშაბათს, 11 ნოემბერს ოპოზიციის რამდენიმე ასეულმა მხარდამჭერმა მოაწყო მსვლელობა ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე.
ყველა ახალი ამბავი
0