https://sputnik-georgia.com/20211111/nacmozra-bis-aqciaze-ori-piri-dashavda-261993003.html
„ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დაშავდა
„ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დაშავდა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროს სადგურ „დელისისკენ“ მიემართებიან. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T17:39+0400
2021-11-11T17:39+0400
2021-11-11T23:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261988155_0:87:1280:807_1920x0_80_0_0_7de29d50cfd4ebd3028579d3a06c0cbf.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული საპროტესტო აქციის ორ მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა – ქალს და მამაკაცს ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ქვები მოხვდათ.სასწრაფო დახმარებამ დაშავებულებს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინა.თვითმხილველების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე კორპუსიდან აქციის მონაწილეების მისამართით ქვები მეხუთე თუ მეექვსე სართულიდან ისროლეს.ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციამ უკვე დაკითხა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროს სადგურ „დელისისკენ“ მიემართებიან.დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე მსვლელობა გამართეს. ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
https://sputnik-georgia.com/20211111/opoziciis-morogi-aqcia-tbilisshi-motxovnebi-ucvlelia-261990309.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261988155_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_aee29102f1472431579710ea442c42dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ორი პირი დაშავდა
17:39 11.11.2021 (განახლებულია: 23:15 11.11.2021) ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროს სადგურ „დელისისკენ“ მიემართებიან.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული საპროტესტო აქციის ორ მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა – ქალს და მამაკაცს ერთ-ერთი კორპუსიდან ნასროლი ქვები მოხვდათ.
სასწრაფო დახმარებამ დაშავებულებს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინა.
თვითმხილველების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის მიმდებარე კორპუსიდან აქციის მონაწილეების მისამართით ქვები მეხუთე თუ მეექვსე სართულიდან ისროლეს.
ერთ-ერთი დაზარალებული პოლიციამ უკვე დაკითხა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დროისათვის საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით მეტროს სადგურ „დელისისკენ“ მიემართებიან.
დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე მსვლელობა გამართეს.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.