დოსტოევსკის 200 წლისთავთან დაკავშირებით გრიბოედოვის თეატრი „თვინიერს" წარმოადგენს

© Courtesy of Tbilisi Griboedov State Academic Russian Drama Theatreსპექტაკლი „თვინიერი"
სპექტაკლი „თვინიერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე პარასკევს, 12 ნოემბერს სპექტაკლ „თვინიერის" სპეციალური ჩვენება გაიმართება, რომელიც დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით დაიდგა. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" თეატრში აცნობეს.
წარმოდგენა რუსი კლასიკოსის 200 წლისთავს ეძღვნება. დადგმის რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი. მთავარ როლებს ასრულებენ ვალერი ხარიუტჩენკო და სოფიო ლომჯარია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
მოულოდნელი დოსტოევსკი — ენამწარე სატირიკოსი და დეტექტივების ავტორი
„წარმოდგენაზე მიწვეული არიან რუსული ენის პედაგოგები თბილისიდან და რეგიონებიდან, ასევე რუსული ენისა და ლიტერატურის მომავალი სპეციალისტები – ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენი სტუმრები ნახავენ არა მარტო სპექტაკლს, არამედ მიიღებენ შესანიშნავ საჩუქრებს – სახელმძღვანელოებსა და რუსულის, როგორც უცხოური ენის მეთოდურ ლიტერატურას", – აღნიშნეს თეატრში.
სპექტაკლი წარმატებით წარმოადგინეს თბილისში თუმანიშვილის სახელობის მერვე საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე GIFT, ერევანში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე High Fest, ომსკში (რუსეთი) საერთაშორისო ფესტივალზე „რუსეთის ახალგაზრდული თეატრები", საბერძნეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ხუთი საღამო კვიპროსზე" და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0