ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მოულოდნელი დოსტოევსკი — ენამწარე სატირიკოსი და დეტექტივების ავტორი

© photo: Sputnik / E. Kogan
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
პაველ სურკოვი
მთელი მსოფლიო აღნიშნავს ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარული რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის 200 წლის იუბილეს. დღეს ის უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. არა იმდენად როგორც მორალიზატორი, არამედ როგორც ენამახვილი სატირიკოსი და მე-19 საუკუნის მთავარი დეტექტივისტი.
მეცნიერები და პუბლიცისტები საკმაოდ ხშირად ამახვილებენ ყურადღებას დოსტოევსკის შემოქმედების მორალურ და სოციალურ მხარეზე. და ამაში თითქოს არც არაფერია მოსაკლები ან დასამატებელი: დოსტოევსკის პრაქტიკულად ყველა ფილოსოფიური ქვეტექსტი სრულად არის გახსნილი ლიტერატურული კრიტიკის მიერ.
მაგრამ ბელეტრისტული და ზოგჯერ სატირული მხარე პროფესიული კვლევების მიღმა დარჩა. იმავდროულად კი მწერლის ფენომენი, მათ შორის მისი მსოფლიო აღიარება (დოსტოევსკი ერთ-ერთი ყველაზე თარგმნილი და, შესაბამისად, კითხვადი რუსული კლასიკაა), დიდწილად სწორედ მისი ნაწარმოებების ფაბულას ეფუძნება.
ფიოდორ მიხაილოვიჩს ეს მშვენივრად ესმოდა, ირჩევდა რა რომანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და დღემდე ლიტერატურულ ფორმას. ბოლოს და ბოლოს, თუ დააკვირდებით, მისი ნაწარმოებების უმეტესობა თავისი არსით ამაღელვებელი სიუჟეტის მქონე დეტექტიური ისტორიებია.
„დანაშაული და სასჯელი“ უბრალოდ დეტექტივი კი არ არის, არამედ გამოძიებისა და მონანიების ისტორიაა, დამნაშავის თვალით სიტუაციის დანახვის შესაძლებლობაა: ავტორს მკითხველი ფაქტობრივად მის ცნობიერში გადაჰყავს. და ეს აგატა კრისტის „როჯერ ეკროიდის მკვლელობის“ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე, რომელიც დანაშაულის ჩამდენის პირითაა მოთხრობილი. დოსტოევსკი კი, თავისი ლიტერატურული ნიჭის წყალობით, ასევე ქმნის ისეთ ფიგურალურ ტექსტს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გვესმის რასკოლნიკოვის მოტივაცია, არამედ შეგვიძლია მის სპეციფიკურ გრძნობიერ სამყაროსაც დავუახლოვდეთ.
ზუსტად ასევეა სხვა რომანებთან დაკავშირებითაც: „იდიოტი“ არის დეტექტიური ისტორია, რომელშიც ვხედავთ, როგორ უახლოვდება მკვლელი როგოჟინი დანაშაულს, როგორ მიჰყავს იგი შეუქცევად წერტილამდე მოვლენების სერიას. „ეშმაკნი“ უბრალოდ წარმოუდგენლად ჩახლართული ამბავია ტერორისტული უჯრედის შესახებ. „ძმები კარამაზოვები“ არის იდეალურად აგებული სასამართლო დეტექტივი, რომელშიც თითოეულ გმირს აქვს მამის მკვლელობის მოტივი.
თეთრი კოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2018
გოგოლის დამწვარი „მკვდარი სულები“, დოსტოევსკის წაგებული ქონება და ვერაგი სამორინე...
რა თქმა უნდა, გამოცდილ ლიტერატურათმცოდნეს შეუძლია დაადანაშაულოს ეს თვალსაზრისი ზედაპირულობაში, როდესაც ნაწარმოების მორალური და ფილოსოფიური ასპექტები სიუჟეტით არის დაჩრდილული.
მაგრამ მკითხველი უპირველეს ყოვლისა სიუჟეტს მიჰყვება, ავტორის აზროვნების სიღრმე მის თვალწინ თანდათანობით იშლება. ხოლო დოსტოევსკის, როგორც სიუჟეტის შემქმნელის ოსტატობა, ეჭვგარეშეა.
მას თვითონაც მშვენივრად ესმოდა ეს და ზოგჯერ საკუთარ ნაწარმოებებში ოპონენტებსაც უსწორდებოდა ხოლმე. სწორედ აქ გამოჩნდა სრულიად უცნობი დოსტოევსკი: ენამწარე სატირიკოსი, წარმოუდგენლად ბასრი ენით, მაგრამ ამავე დროს არანაკლებ ღრმა.
მაგალითად, ავიღოთ „ნიანგი“ — თამამი და სახალისო მოთხრობა. მასში მოთხრობილია, თუ როგორ მივიდა ერთი წვრილი ჩინოვნიკი სამხეცეში, როგორ გააღიზიანა რეპტილია, იმან კი აიღო და გადაყლაპა. საბოლოოდ გმირი ცხოველის ხახიდან იწყებს საუბარს, სადაც ის მყუდროდ, თბილად და კარგად გრძნობს თავს.
ხელმძღვანელობა რაღას არ ეჭვობს: ხომ არ დაიმალა ის ნიანგში რაიმე ლიბერალური ტენდენციების გამო? ამ ჩინოვნიკში — გამხდარ, ენამწარე და სათვალეებიან ტიპში თანამედროვეებმა, რა თქმა უნდა, ჩერნიშევსკის ბოროტი პაროდია ამოიცნეს. დოსტოევსკი „მწერლის დღიურში“ იცავდა თავს ბრალდებებისგან და ირწმუნებოდა, რომ ჩინოვნიკში კონკრეტულს არავის გულისხმობდა.
ციხე თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2017
რა ღირს სიტყვის თავისუფლება?! - ანუ დიდი მწერლები გისოსებს მიღმა
და აქ კლასიკოსს დაეჯერება — რა თქმა უნდა, ეს არის არა კონკრეტული, არამედ კოლექტიური ჩერნიშევსკის სახე. საკმაოდ მეწვრილმანე დასავლელისა, რომელიც მოკლებულია რეალურ სამყაროზე მწყობრ აზროვნებას. ამიტომაც გრძნობს თავს კარგად ნიანგში.
საბოლოოდ ის შეეგუება ნებისმიერ არსებობას. ქვეწარმავლის მიერ მონელებულიც კი ჯანმრთელი და შედარებით უვნებელი გამოვა. და ისევ დაიწყებს ყველას დარწმუნებას, რომ იცის, როგორ უნდა მოეწყოს ყველაფერი სინამდვილეში.
იური ტინიანოვმა გოგლზეც აღმოაჩინა დოსტოევსკისეული პაროდია. ივარაუდა, რომ თავისი დიდი წინამორბედი დოსტოევსკიმ ფომა ოპისკინის სახით გადმოსცა — ერთგვარი „პრეტენზიული ლიტერატორისა“, რომელიც ისტორიაზე ლექციებს კითხულობს და ოცნებობს, როგორ შეიკრიბება ამ ლექციებზე „ოცდაათი ათასი ადამიანი“.
„კოლექტიური მორალიზატორი“ — ეს კიდევ ერთი სახეა, რომელსაც დოსტოევსკი აკრიტიკებს. ის, რომ ზოგი მასში გვიანი გოგოლის თვისებებს ხედავს, უსაფუძვლო არ არის.
ან კიდევ მწერალი კარმაზინოვი „ეშმაკნიდან“ — აქ სატირა პრაქტიკულად პირდაპირია. ის კითხულობს თავის მოთხრობა „მერსის“, რომელიც სავსეა ბუნების აღწერებით, პირველ სიყვარულზე მოგონებებით, სხვადასხვა უცხოელი კომპოზიტორების სახელებით. გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ამ გმირს ივან ტურგენევის კარიკატურად ხედავს, რომელთანაც დოსტოევსკის რთული ურთიერთობა ჰქონდა.
გარეგნულად ისინი უკიდურესად კორექტულად იქცეოდნენ (ერთხელ ივან სერგეევიჩმა დამარცხებულ დოსტოევსკის ფულიც კი ასესხა, რომელიც მან დიდი დაგვიანებით დაუბრუნა). ხანდახან მწერლები ერთმანეთს ჩხვლეტდნენ: ხან ტურგენევი დაუწერდა ეპიგრამას დოსტოევსკის, ხან დოსტოევსკი „კვამლს“ გალანძღავდა. მაგრამ „ეშმაკნის“ წაკითხვის შემდეგ ტურგენევი აღშფოთდა: კარმაზინოვში საკუთარი კარიკატურა დაინახა. და აქ ფორმალური შერიგებაც კი შეუძლებელი იყო, თუმცა დოსტოევსკი ცდილობდა ურთიერთობების დალაგებას.
და ფიოდორ დოსტოევსკის ბიოგრაფიის ყველა ეს ელემენტი, რომლებსაც ზოგჯერ არც კი მოიხსენიებენ კვლევებში, კლასიკოსის გაცილებით ღრმა და მკაფიო სახეს გვაჩვენებს. ის გვევლინება არა როგორც ბრინჯაოს მორალიზატორი, არამედ როგორც რეფლექსიური, კაშკაშა, მკვეთრი დიალოგისთვის მზადმყოფი მწერალი — წარმოუდგენელი სიუჟეტური ძალით.
ყველა ახალი ამბავი
0