https://sputnik-georgia.com/20211110/ukrainis-ombudsmeni-saqartvelos-elcma-kievsi-sexvedraze-uari-ganacxada-261934066.html
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს ელჩმა კიევში შეხვედრაზე უარი თქვა
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს ელჩმა კიევში შეხვედრაზე უარი თქვა
Sputnik საქართველო
ელჩმა უარი ახსნა სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტით, განაცხადა ომბუდსმენმა. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T00:19+0400
2021-11-10T00:19+0400
2021-11-10T00:19+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261932620_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_3847de7a5d5ab473498d5b54dcc8af02.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ კიევში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.დენისოვას თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციის განხილვა იგეგმებოდა. სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, რუსთავის მე-12 ციხიდან ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ექსპრეზიდენტმა 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა.„მე მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე, „სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების საჭიროების გათვალისწინებით“, - დაწერა დენისოვამ Facebook-ზე.ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ელოდება ელჩის განმარტებას „საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე".სააკაშვილმა ფარულად გადმოკვეთა საზღვარი და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უკვე მე-40 დღეა შიმშილობს. მაგრამ ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ აპირებს.
https://sputnik-georgia.com/20211109/saqartvelos-elci-kievsi-ukrainis-sagareo-saqmeta-ministris-moadgiles-sexvda-261932222.html
https://sputnik-georgia.com/20211108/ukrainis-sagareo-saministro-mogiwodebtsaakashvili-gadaiyvanot-samoqalaqo-klinikashi-261899072.html
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261932620_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7e9c2e49626744e290b2309b9d35a1e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა საქართველოში
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს ელჩმა კიევში შეხვედრაზე უარი თქვა
ელჩმა უარი ახსნა სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტით, განაცხადა ომბუდსმენმა.
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ კიევში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
დენისოვას თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციის განხილვა იგეგმებოდა. სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, რუსთავის მე-12 ციხიდან ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ექსპრეზიდენტმა 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა.
„მე მივიღე ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უარი თქვა ჩემთან შეხვედრაზე, „სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პოლიტიკური კონტექსტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შემდგომი კონსულტაციების საჭიროების გათვალისწინებით“, - დაწერა დენისოვამ
Facebook-ზე.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ელოდება ელჩის განმარტებას „საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე".
სააკაშვილმა ფარულად გადმოკვეთა საზღვარი და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უკვე მე-40 დღეა შიმშილობს. მაგრამ ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ აპირებს.